უკანონოდ დევნილი ზაზა ჯაფარიძე განაცხადებს:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში წარმოებს სისხლის სამართლის საქმე №009090203. წარმოებული საქმე ცდილობს შეთითხნოს დანაშაულებრივი ფაქტი, რომელიც ბუნებაში არც მომხდარა და არც გაფიქრებულა.

რეჟიმის მსხვერპლი ზაზა ჯაფარიძე მნახველს უმორჩილესად  სთხოვს ყურადღებით ნახოს მოცემული ვიდეო და დაწვრილებით გაეცნოს მის მომდევნო ბეჭდურ მასალას.

ყველას გემუდარებით – თავის მართლებას ნუ მაიძულებთ, უბრალოდ გაეცანით მასალას და დასკვნები თქვენთვის მომინდია. მეხუთე წელიწადია დამცირებისა და ღირსების შელახვის მისტერიონში ვცხოვრობ, რამაც სრულიად დაჩრდილა ჩემი სხვა სახის მრავალმხრივი უზარმაზარი ზარალი.

წინასწარ დიდი მადლიერების გრძნობითა და ლოცვა-კურთხევის გამოგზავნით

ზაზა  ჯაფარიძე

***

-        ოპოზიციურობაზე თავდადებული ტელეკომპანია „მაესტროს“ ყოფილ წამყვანს

ქალბატონ ნათია მიქიაშვილს

მოგესალმებით თქვენი კინოგმირი ზაზა ჯაფარიძე, რომელსაც თქვენს ტელეპასკვილში „ძმები რურუები“ ასე საგულდაგულოდ დაუმკვიდრეთ ადგილი; 2010 წლის მეორე ნახევრიდან დევნილობაში ვარ. იმ დროისათვის ჩემზე არა იურიდიულად, მაგრამ ფაქტობრივი ნადირობა იმდენად მაღალ ხარისხში წარმოებდა, რომ მე არა თუ პასუხის გაცემა, არამედ თქვენთვის დარეკვაც არ შემეძლო, რადგანაც შინაგან საქმეთა სამინისტროსაც სწორედ ეს უნდოდა. სწორედ ამ მიზნით გამოგიგზავნათ ის თავისი „უშტატო ძაღლი“, რომელიც თქვენ „ჩემ მიერ დაჩაგრული ანონიმის“ კინოპერსონაჟად აქციეთ. მაშინ გამოძიება თავისი „მარაზმის“ ჩიხში უკვე ღრმად იყო შესული, მაგრამ მას (გამოძიებას) გამოსავალი ჯერ კიდევ ჰქონდა. შეეძლო (გამოძიებას) ხელი აეღო თავის „შავ განზრახვაზე“ და როგორც ჩემი გასვრა დაგიკვეთათ (როგორ შესძელით პრეზიდენტისა და კულტურის მინისტრის საიდუმლო დიალოგის ფარული ჩაწერა? ამის შემდეგ თქვენს დემოკრატიულ უსაფრთხოებას ვინ იცავს?) – ისე ჩემი რეაბილიტაცია დაეკვეთა. როგორც სჩვევია „ბოროტი ბავშვების ბაგა–ბაღს“ – მან ჩემი სამეგობროს გასვრის „ახირებული ხუშტურისაგან“ უკან ვერ დაიხია და სულ უფრო ღრმად და ღრმად შევიდა (დღემდე ასე განაგრძობს) აბსურდულ ჩიხში, რასაც მოწმობს ქვემოთ მოყვანილი ჩემი განცხადებების სერიალიც, რომელსაც გამოძიება ვერაფერს ვერ უპირისპირებს და ვერც ვერასოდეს ვერ დაუპირისპირებს.

უმორჩილესად გთხოვთ – დაწვრილებით გაეცნოთ წარმოდგენილ, ოფიციალურად, კანცელარიული წესებით რეგისტრირებულ ჩემს განცხადებებს და ამ მომართვის (თქვენ მიმართ) მეორე ნახევარს (განცხადებების შემდეგ), რის შემდეგაც მე ვეღარ დაგეკონტაქტებით და უმორჩილესად გთხოვთ დაველოდოთ ან უკეთეს დროს, ან ჩემს უკანონოდ დაკავებას, რასაც ალბათ ვერ ავცდები, მაგრამ „საპასუხოდ“ არაადეკვატურად ძლიერი „მსოფლიო ბომბიც“ მზად მაქვს.

__________________________________

საქართველოს სახალხო დამცველს (ომბუდსმენს)

–ბატონ გიორგი ტუღუშს

საქართველოს მოქალაქე (მოქალაქის პირადი №––––––––––––––––––––––. მცხოვრები მისამართზე: საქართველო ––––––, ქ.თბილისი–––––, ––––––– რაიონი, ––––––––––––– ქ. ––––––––––––––––––––––––––––––––, ტელეფონი: ––––––––––––––––––––––––

ზაზა ბეჟანის ძე ჯაფარიძის

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

მოგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე №009090203 (დეტექტივ–გამომძიებელი თინათინ მექვაბიშვილი, ზედამხედველი პროკურორი ლაზარე სეხნიაშვილი). საქმე აღიძრა 2009 წლის გაზაფხულიდან 180–ე მუხლის II ნაწილის „ბ“ პუნქტით და 180–ე მუხლის III ნაწილის „ბ“ პუნქტით. პირადად მე სამჯერ ვიქენი დაკითხული მოწმის სტატუსით, წარვადგინე უამრავი ეჭვშეუვალი მტკიცებულება, რომელმაც სრული ასი პროცენტით გამორიცხა ჩემი ბრალეულობა და სრული ასი პროცენტით დაამტკიცა „მოსარჩელე მხარის“ ბრალეულობა ჩემ მიმართ, რასაც ადასტურებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული, მოწმის სტატუსით დაკითხული უამრავი პირიც, თუმცა მათი დაკითხვა აღარავითარ საჭიროებას აღარ წარმოადგენდა – იმდენად ამოწურული იყო ყოველგვარი კითხვა და მომსპარი იყო ყოველგვარი ეჭვი. ხელს მადებს მხოლოდ „მოსარჩელე მხარის“ მიერ წარმოდგენილი სამი ცრუმოწმე (ყოვლად უაზროდ, უსაფუძვლოდ, უსაბუთოდ, უარგუმენტოდ და უსუსურად), რომელთაგან ორი არც ფიზიკურად არ მყავს ნანახი, არც სახელები და გვარები მსმენია მათი (არც მათ სმენიათ ჩემი), ხოლო ერთს (ცრუმოწმეთაგანს) ვიცნობ მოსარჩელისაგან; მან  (ცრუმორწმუნემ) კი სრული სიზუსტით იცის, რომ მე ვარ „დაზარალებული“ და არა – „დამნაშავე“. უფრო მეტიც… ზემოაღნიშნულ „ეჭვშეუტანელ მტკიცებულებათაგან“ ერთ–ერთი ყველაზე უფრო ძლიერი მტკიცებულება – სწორედ მისგან (ნაცნობი ცრუმოწმისაგან) მივიღე. როგორც მაშინ (მტკიცებულების გადმოცემისას) ამიხსნა – ის აღშფოთებული იყო „თავისი უტიფარი შანტაჟისტკა პადრუგით“ (მისი სიტყვებია სტილის სრული დაცვით) და აღფრთოვანებული იყო ჩემი „მოთმინებით, მიმტევებლობით, სიმართლით, კაცთმოყვარეობითა და ხათრიანობით. ხოლო ასეთი მაღალი ფასეულობებით სპეკულირება ღვთის გმობის ტოლფასია“ (ესეც მისი სიტყვებია). ამ ფაქტის (ამ სიტყვების თქმისა და მტკიცებულებათა გადმოცემის) მოწმეც არსებობს, საქმეში ერთ–ერთ ფიგურანტად ფიგურირებს, ფაქტს ადასტურებს და ამასვე ადასტურებს თვითონ – ჩემი ნაცნობი ცრუმოწმეც. ის არ უარყოფს ამ ფაქტს.

საქმის დაწყებისთანავე შეიმჩნეოდა გამოძიების ტენდენციურობა ჩემ მიმართ და იგრძნობოდა, რომ საქმე „იკერებოდა ხელოვნურად“ და ეს ხდებოდა რაღაც სულ სხვა მიზნით, რაშიც მერე გაარკვიეს, რომ არ გამოვადგებოდი. „შეკერილი საქმე“ კი აღარ მთავრდება და დამოკლეს მახვილივით დამყურებს თავს ზემოდან.

გამოძიება, მისთვის ყოვლად მოულოდნელად, (ის ამისათვის ჯეროვნად არ მომზადებულა), უმწვავესი ფაქტის წინაშე დადგა. მტკიცებლებათა წარმოუდგენელმა სიუხვემ და ეჭვშეუვალმა სიმტკიცემ, რასაც სიზმარ–ცხადად ვერ წარმოიდგენდნენ, გამოძიება დააყენა მისთვის (გამოძიებისათვის) ყოვლად არასასურველი, მაგრამ გარდაუვალი დასკვნის წინაშე: „მე ვარ დაზარალებული პირი – ხოლო მოსარჩელე მხარე, რომელიც სამართალდამცავთა დაკვეთით მოქმედებს, არის ჩემი დამზარალებელი“. გამოძიება კი სულ სხვა დასკვნის „მოქარგვას“ გეგმავდა, რასაც დღემდე უშედეგოდ ცდილობს. ამ დასკვნამ დააყენა სამართალდამცავი სტრუქტურები კიდევ უფრო არასასურველი დილემის წინაშე:

1)      ან როგორმე უნდა მოხერხდეს ჩემი „გაფუჭება“ და გაშვება ციხეში ისე, რომ ამას ხმაური არ მოჰყვეს (ეს უკვე შეუძლებელია. საერთაშორისო მედიაგნიასი ატყდება), რათა მიჩუმათდეს უნიჭოდ და უაზროდ წამოტეხილი საქმის დასრულება.

2)      ან მოსარჩელე მხარის მხრიდან შვიდი პირი უნდა წავიდეს ციხეში იმ დანაშაულისათვის, რაც მათ სამართალდამცავი სტრუქტურების დაკვეთით, ხელშეწყობითა და წაქეზებით ჩაიდინეს. ხოლო სამართალდამცავთაგან მინიმუმ სამი მაღალჩინოსანი – სულ მცირე – თანამდებობებიდან უნდა დაიხსნან (შეიძლება დაისაჯონ კიდეც).

გამოუვალ ჩიხში მყოფ გამოძიებას მე ვთავაზობ სრულიად მშვიდობიან, ყველასათვის პრობლემის მომხსნელ მორიგებას და ამ მხრივ ყველას ჩემი სრული თანადგომა ექნება. არავისი ცოდვა, არავისი „გაფუჭება“ მე არ მინდა. სამწუხაროდ მათ ეს არ სჯერათ და ვერ ბედავენ თანხვედრაზე წამოსვლას. ჩემი მხრიდან შესულია ექვსი განცხადება. სამი – ჩემგან, ხოლო – სამი, ჩემი დამცველის, ადვოკატ ვახტანგ თალაკვაძისაგან. ვერც ერთზე პასუხი ვერ გაგვცეს იმ ელემენტალური მიზეზით, რომ ეგზომ ეჭვშეუვალ ჭეშმარიტებას (როგორიც ჩემია) პასუხს ვერც ციცერონი გასცემდა, ვერც – კარლ მარქსი და ვერც არტურ ბებელი. წარმოგიდგენთ ჩემს ბოლო ორ განცხადებას (თან ერთვის), რომლებიც დაახლოებით წარმოდგენას შეგიქმნიან ვითარების შესახებ. აგრეთვე გთხოვთ ნახოთ ოპოზიციურობაზე თავდადებული ტელეკომპანია „მაესტროს“ 2011 წლის 08 აპრილს – რუბრიკა „ანატომიაში“ გასული პასკვილი „ძმები რურუები“, რაც სრულ წარმოდგენას შეგიქმნით იმის შესახებ, თუ რის დაბრალებას ცდილობდნენ, როგორც ჩემი სამეგობროსათვის, ისე ძმები რურუებისათვის, რომელთაც მე  არასოდეს ვიცნობდი. იმას კი დანამდვილებით ვამტკიცებ, რომ ძმებს ამ „შავ ზღაპართან“ არავითარი შეხება არა აქვთ იმ უბრალო მიზეზით, რომ ეს „შავი ზღაპარი“ ბუნებაში არც მომხდარა და არც გაფიქრებულა. ის მოგონილია. მხედველობაში მაქვს გადაცემის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მე და ჩემს სამეგობროს გვეხება. ხაზგასმით – მხოლოდ ის ნაწილი…

უახლოეს მომავალში ამ საქმის შესასწავლად და გასაშუქებლად ჩამოვა თერთმეტი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელთაგან და თოთხმეტი მსოფლიოს უმხვილესი მედია საშუალების კორესპონდენტთაგან შექმნილი ჯგუფი, რომელიც პირადად თქვენ შეგხვდებათ და საქმეს შეისწავლიან თქვენთან თანამშრომლობით, თქვენი დახმარებით. მათი სია და საკონტაქტო რეკვიზიტები გადმოგეცემათ პირადად – მას შემდეგ რაც თქვენსა და ჩემს დამცველს, ადვოკატ ვახტანგ თალაკვაძეს შორის გაფორმდება „ხელშეკრულება კონფიდენციალური ინფორმაციის ნდობაში გადაცემისა და მისი დაცვის ვალდებულების შესახებ“. მანამდე კი უმორჩილესად გთხოვთ:

1)      გამოითხოვოთ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე №009090203 და შეისწავლოთ იგი ჩემს დამცველთან, ადვოკატ ვახტანგ თალაკვაძესთან თანამშრომლობით. მოამზადოთ საკითხი ჩამოსულ ჯგუფთან სამუშაოდ;

2)       გაგვიფორმოთ ზემოაღნიშნული ხელშეკრულება, რაზეც ბატონი ვახტანგ თალაკვაძე დეტალურად შეგითანხმდებათ;

3)      გამოგვიკეთოთ დაახლოებითი დრო (როდის იქნებით შესახვედრად მზად) ზემოაღნიშნული ჯგუფის ჩამოსაყვანად;

4)      მოამზადოთ მიმდინარე საქმე საპარლამენტო მოსმენებზე გასატანად.

შენიშვნა: მზად ვარ ყველა ღონე ვიხმარო იმისათვის, რომ ხსენებული ჯგუფის ჩამოყვანა, ამ დაძაბული და ნერვების დამწყვეტი კამპანიის წამოწყება – საჭირო არ გახდეს. თუ თქვენ გაქვთ რაიმე საშუალება, ფლობთ რაიმე მეთოდს „შეკერილი საქმის“ კანონის სრული დაცვითა და სინამდვილის სრული ასახვით, მშვიდობიანად (ყველასათვის) დასრულებისა – მე ყველაფერზე წამომსვლელი ვარ. თუ არა და – მაშინ მზად ვარ სტრასბურგამდე ბრძოლისათვისაც, რასაც ბევრი შეეწირება და ეს არ მინდა.

–            წინასწარ დიდი მადლიერების

გრძნობით, დიდი იმედითა

და უღრმესი პატივისცემით –

განმცხადებელი                                                               ზ.ბ. ჯაფარიძე

2012 წლის „ 09  “ მარტი

კანცელარიაში შესულია 2012 წლის 12 მარტს. შესვლის რეესტრის სარეგისტრაციო – საკონტროლო №0405–12.

__________________________________

დანართი №1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსს

–ბატონ ბესიკ თხელიძეს

საქართველოს მოქალაქე (მოქალაქის პირადი №––––––––––––––––––––––. მცხოვრები მისამართზე: საქართველო ––––––, ქ.თბილისი–––––, ––––––– რაიონი, ––––––––––––– ქ. ––––––––––––––––––––––––––––––––, ტელეფონი: ––––––––––––––––––––––––

ზაზა ბეჟანის ძე ჯაფარიძის

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

განმეორებით მოგმართავთ (გთხოვთ იხილოთ ჩემი პირადი 2011 წლის 10 ივნისის განცხადება. თქვენთან შემოსულია 2011 წლის 13 ივნისს. შემოსვლის რეესტრის საკონტროლო–სარეგისტრაციო №01/13–27064. ვირტუალურ ბაზაში უნიკალური კოდი KA010165390094711 მიიღო ქ–ნმა ს.სტეფანიამ. ტელეფონები: 240–51–82; 240–51–47) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში წარმოებულ სისხლის სამართლის საქმე №009090203 (დეტექტივ–გამომძიებელი ქ–ნი თ.მექვაბიშვილი, ზედამხედველი პროკურორი ბ–ნი ლ.სეხნიაშვილი)–თან დაკავშირებით, რომელიც სრულიად გამოძიებული და ზედმიწევნით ამოწურულია. ჩემთვის ძალიან გვიან გახდა ცნობილი, რომ ზემოხსენებულ დეპარტამენტში (რატომღაც არა–პროკურატურაში) მიბარებდნენ დასაკითხად გაურკვეველი სტატუსით; წინა, ზემოაღნიშნული განცხადების პირველი გვერდის ბოლოდან (ქსეროასლი თან ერთვის) დაწყებული ჩამონათვალის პირველი პუნქტიდან – მეორე გვერდზე დასრულებულ ექვსპუნქტიან ჩამონათვალში მკაფიოდ განვმარტავ, თუ რა სახის დანაშაულთა ნუსხა არის ჩადენილი ჩემ მიმართ, ხოლო იმავე გვერდზე ვიწყებ სრულ ჩამონათვალს დამნაშავე პირებისა, რომელთაც მკაფიოდ განვუსაზღვრავ ყოველი მათგანის ბრალეულობას ჩემ მიმართ. ანუ მწყობრად მაქვს აღწერილი ის მრავალსპექტრიანი ზარალი თავის სხვადასხვა ნაწილში (ფინანსური, მატერიალური, მორალური, ჯანმრთელობითი, ოჯახური, ფსიქოლოგიური, მდგომარეობრივი, სამსახურებრივი და სხვა) რომელთაგან ფინანსური ნაწილი ყველაზე ნაკლებმნიშვნელოვანია, რადგანაც ვთვლი (და არა მხოლოდ მე…), რომ ზარალის სხვა დანარჩენი პარამეტრაჟი მის ფინანსურ ნაწილზე განუზომლად დიდია. ამასთანავე დაბეჯითებით გთხოვეთ განგესაზღვრად ჩემთვის „დაზარალებული პირის იურიდიული სტატუსი“, რაც ჩემი თბილისში არ ყოფნის დროს გაუმეორებია (ჩემთვის ესეც გვიან გახდა ცნობილი) ჩემს დამცველს, ადვოკატ ვახტანგ თალაკვაძეს თავის პირად 2011 წლის 21 ნოემბრის განცხადებაში (თქვენთან შემოსულია 2011 წლის 22 ნოემბერს. შემოსვლის რეესტრის საკონტროლო–სარეგისტრაციო №01/13–71269. უნიკალური კოდი KA010125919886611… მიიღო ქ–ნმა ს.სტეფანიამ... ტელეფონები:       240–51–82, 240–51–47). გამოძიება რატომღაც თავს იკავებს ჩემთვის დაზარალებული პირის იურიდიული სტატუსის“ განსაზღვრისაგან, მაშინ, როცა ამისათვის არსებობს მყარზე მყარი საფუძველი. უფრო მეტიც.. თქვენ არა გაქვთ არავითარი საფუძველი იმისათვის, რომ ამ თხოვნაზე უარი მითხრათ, რაც გამოიხატა წინა განცხადებებზე უპასუხობით. იმავე გამოძიებას თავის დროზე არც კი გაუფიქრია თავის შეკავება ჩემთვის ეჭვმიტანილი პირის იურიდიული სტატუსის“ განსაზღვრისაგან თავისი 2010 წლის 30 სექტემბრის დადგენილებით, მაშინ, როცა ამ დადგენილებაში გამოთქმული ეგრეთწოდებული „გონივრული ეჭვის“ არა თუ არავითარი საფუძველი არ არსებობდა, არამედ საქმეში არსებული მაშინდელი მასალებითაც კი (მას შემდეგ  მტკიცებულებათა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა) მსგავსი „გონივრული ეჭვი“ სრული ასი პროცენტით გამორიცხული იყო. ხოლო ხსენებული დადგენილება რომ მიღებულია ჰაერზე – ეს თვით იმავე დადგენილების პოლიგრაფიულ ბლანკეტშიც კი ორ სხვა და სხვა ადგილას არის განმარტებული.

ამის შემდეგ აბსოლუტურად შემთხვევით და მხოლოდ უფლის ნებით, იმის გამო, რომ არ აღმოვჩნდი თბილისში – ვერ მოხერხდა ჩემი დაკითხვა ეჭვმიტანილი პირის იურიდიული სტატუსით“, ვერც – ჩემი დაკავება ოცდაოთხი საათით, ჩემზე – ზეწოლის მრავალმხრივი მეთოდის მოწყობა და გამოძალვა ეგრეთწოდებული „აღიარებითი ჩვენებისა“ იმის შესახებ, რაც ბუნებაში არც მომხდარა და არც გაფიქრებულა. შესაბამისად ვერ მოხერხდა ვერც ბრალის წაყენება, ვერც გაცემა სანქციისა ჩემს დაკავებაზე და ერთი სიტყვით ვერ მოხერხდა ჩემთვის ჩაუდენელი დანაშაულის კანონსაწინააღმდეგოთ გაფორმება  (ანუ ზემოაღნიშნული დადგენილება ჩემი „ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ“ ვერ  „გაპრავდა“ უკანა რიცხვით, ვერც ბრალი გამოიკვეთა და გასული წლის 03 დეკემბრის შემდეგ ძალადაკარგულად ჩაითვალა), რასაც შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველო დღემდე „ვერ მპატიობს“.

ჩემი დამცველის, ადვოკატ ვახტანგ თალაკვაძის ზემოხსენებულ განცხადებაში გამოთქმულია აზრი, რომ მე მაქვს ეჭვი იმის შესახებ, რომ გამოძიება ჩემ მიმართ ტენდენციური და არაობიექტურია. დავაზუსტებ, რომ მე ამის შესახებ ეჭვი კი არ მაქვს, არამედ სრული ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული და ფაქტებით ვარ გარანტირებული, რომ გამოძიება ჩემ მიმართ არა თუ ტენდენციური და არაობიექტურია, არამედ ის (გამოძიება) ჩემ მიმართ კრიმინალური და დანაშაულებრივია, რის შესახებაც სრული დასაბუთებით და მდიდარი მასალების კრებული რამოდენიმე ასლად უკვე დავუგზავნე მსოფლიოს წამყვან უფლება დამცველ ორგანიზაციათა  დიდ რაოდენობას და მსოფლიოს უმსხვილეს მედიასაშუალებებს, სადაც ჩემმა კოლეგა–მეგობრებმა (მოგეხსენებათ, ოცდათორმეტი წელიწადი ვიმუშავე საერთაშორისო ჟურნალისტიკაში და არც დღეს არ ვარ მოწყვეტილი ამ სფეროს) ჩაიბარეს მიწოდებული მასალა და მზად არიან მოქმედებისათვის. არ მინდა ავტეხო საერთაშორისო მედიაგნიასი და ისიც იუმორისტულ–ფელეტონისტურ ჟანრში, რომლის უაღრესად ეფექტურად მართული მექანიზმიც მზად მაქვს. ეს ლახავს ქვეყნის იმიჯს და არც ამხელა ბრდღვნად არ ღირს ის პატარა, უმნიშვნელო ჩიტი, რომელსაც ბუნებაში არ არსებული, ჰაერიდან მოტანილი, ხელოვნურად შეკერვაცდილი (მაგრამ მისი ბუნებრივად გამორიცხულობის გამო ვერ შეკერილი) ეგრეთ წოდებული ჩემი სისხლის სამართლის საქმე №009090203 ჰქვია.

გიმეორებთ – განმისაზღვვრეთ დაზარალებული პირის იურიდიული სტატუსი“, ზემოაღნიშნული სპექტრალური პარამეტრაჟის უკლებლივ ყველა ნაწილში, რის შემდეგაც მე გპირდებით და ვიღებ ჩემს თავზე ვალდებულებას, რომ ძალიან შედეგიანად და მაღალპროდუქტიულად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან (თუმცა სათანამშრომლოც აღარაფერია, რადგანაც ყველაფერი გამოძიებული და დამტკიცებულია. უფრო მეტიც, გამოძიებისათვის ყველაფერი გამოძიების დაწყებამდევე ნათელი იყო) და ვიძლევი სრულ, ას პროცენტიან გარანტიას, რომ ჩვენი თანამშრომლობა წარიმართება არა ბრძოლით რეჟიმში, არამედ ის დასრულდება საქმეში ფიგურირებული და საქმის მწარმოებელი უკლებლივ ყველა პირისათვის მშვიდობით და კეთილი დასასრულით.

გაცნობებთ, რომ არც ტერიტორიალურად ვიმყოფები თბილისში და არც სატელეფონო კავშირზე არ ვარ. ხელთ მაქვს მექანიზმი, თუ როგორ უნდა მივიღო ინფორმაცია სასამართლოდან ჩემი დაზარალებული პირის იურიდიულ სტატუსში“ ცნობის შესახებ.  სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების (ჩემი „დაზარალებულ პირად“ ცნობის შესახებ) მიღების მეორე დღიდანვე ვთანამშრომლობ თქვენთან; სხვა სტატუსით და ისიც შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში  ჩემი დაკითხვა – „სრული უაზრობაა“ კი არა – „აბსოლუტური დაღუპვაა“.

გთხოვთ თქვენს გადაწყვეტილებას.

–        დიდი იმედით, წინასწარ დიდი

მადლიერების გრძნობითა და

უღრმესი პატივისცემით –

განმცხადებელი                                                               ზ.ბ. ჯაფარიძე

2011 წლის „ 25“ ნოემბერი

შესულია 2011 წლის 28 ნოემბერს. შესვლის რეესტრის სარეგისტრაციო – საკონტროლო №01/13–72388. უნიკოდი: KA010161336403611. მიიღო ქ–ნმა ს.სტეფანიამ;

 _____________________________________

 
 

დანართი №2

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსს

–ბატონ ბესიკ თხელიძეს

საქართველოს მოქალაქე (მოქალაქის პირადი №––––––––––––––––––––––. მცხოვრები მისამართზე: საქართველო ––––––, ქ.თბილისი–––––, ––––––– რაიონი, ––––––––––––– ქ. ––––––––––––––––––––––––––––––––, ტელეფონი: ––––––––––––––––––––––––

ზაზა ბეჟანის ძე ჯაფარიძის

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

მოგესალმებით და შეგახსენებთ, რომ წინა, ანუ რიგით მეორე განცხადებაში განგიმარტეთ გარკვეული ნაწილი ჩემეული ხედვისა „ჩემ მიმართ გამოძიების პოზიციის, მიზნისა და ამოცანის შესახებ“, რაც, მეგონა, საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე №009090203 კვლავ დასასრულისკენ შეაბრუნებდა სვლაგეზს, საითაც ის თითქოსდა ბოლო თვეებში მიდიოდა. სამწუხაროდ საქმე კვლავ გადაიდო, შეჩერდა და ის კვლავ ჩემ საწინააღმდეგოდ ჩასაფრდა, ანუ კვლავ ჩემს კარში საგოლე მომენტის ცდაში გაინაბა. ეს საგოლე მომენტი კი აღარასოდეს აღარ დადგება, რადგანაც მე ბოლო თვეებში ძალიან  სერიოზულად ვიმუშავე საერთაშორისო უფლებადამცველებთან და უმსხვილეს მედია საშუალებებთან, რაც ძალიან არ მინდოდა და აღარც ველოდი, რომ დამჭირდებოდა. გამოძიებამ კი ძალიან კარგად იცის, რომ იმის შესახებ, რაც ბუნებაში არც მომხდარა და არც გაფიქრებულა ვეღარანაირ მტკიცებულებას ვერ მოიპოვებს და იმის დიდი იმედიც, რომ ოდესმე დენში შეერთებითა, თუ სხვა მსგავსი მეთოდით მიიღებდა ჩემგან ეგრეთ წოდებულ „აღიარებით ჩვენებას“ იმის შესახებ, რაც ბუნებაში არც მომხდარა და არც გაფიქრებულა – უკვე ნულს მიუახლოვდა. ხოლო უახლოეს მომავალში ეს იმედიც მინუს ათასებში წავა და ეს პროცესი უკვე უჩემოდ ხდება. გარდა ამისა – არც ფიზიკურად გამოვჩნდები თბილისში და არც სატელეფონო კავშირზე არ გამოვალ, სანამ დაცულ მდგომარეობაში არ ვიქნები გადაყვანილი. სისხლის სამართლის საქმე №009090203 კი ჩემი ოჯახისა და ახლობლებისათვის პერმანენტული სტრესის პროცესის სახით აგრძელებს არსებობას და მის დამთავრებას პირი არ უჩანს. მოსარჩელე მხარისა და მისი დამქაშების მიერ გრძელდება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების კომპრომეტირება მთელ საქართველოში მათი მხრიდან გავრცელებული უბინძურესი ჭორებითა და ენით აუწერელი სიბინძურეებით. ცხადია, რომ ეს ასეც გაგრძელდება მანამდე, სანამ ყოველი მათგანი (მოსარჩელე მხარის ყოველი პირი) არ მისცემს აღიარებით ჩვენებას (სრულიად სამართლიანად და ჭეშმარიტების სრული დაცვით) და დეტალურად არ გამოტყდებიან იმაში, რომ ცრუობენ; მხოლოდ და მხოლოდ ამ სიბინძურის საბოლოოდ და განუახლებლად დასრულებაა ჩემი ერთადერთი მიზანი, რისთვისაც მე მათგან აღიარებით ჩვენებას და საქმის დასრულების დოკუმენტში სიმართლის დეტალურ ასახვას მოვითხოვ. ხაზს ვუსვამ – არავითარი მოთხოვნა მათი მკაცრად დასჯისა – პატიმრობისა, თუ ფინანსური სასჯელის დაკისრების გზით – ჩემი მხრიდან არ იქნება!!! უბრალოდ იძულებული ვარ ასე მოვიქცე, რადგანაც ძალიან კარგად ვიცნობ მათ უბინძურეს ბუნებას და დაზუსტებით ვიცი, რომ საქმე სამართლებრივად გაურკვეველი, ზოგადი ფორმულარით რომც დასრულდეს კიდეც – ჩემი ოჯახის წევრების ტერორიზება მედიის, ჭორების, „შავების“ მოგზავნითა და კოლეგათა წრეებში, თუ ახალშეძენილ სანათესავოში (ყველა ელოდება, როდის გავმართლდები) ჩვენი პერმანენტული გასვრებით – დაუსრულებლად გაგრძელდება, რისგანაც ჩვენ ქვეყნიდან წასვლაც კი ვერ გვიხსნის. ხოლო სიმართლის სრული სიზუსტით დაფიქსირებისა და მათი მხრიდან სრული აღიარების (სამართლიანად და ჭეშმარიტების ყოველი დეტალის დაცვით) შემთხვევაში კი მათ ბინძური ჭორების წყარო დაეხშობათ და მეც სრული საშუალება მომეცემა საზოგადოებაშიც გავიმართლო თავი, მედიაში გასულ პასკვილსაც გავცე პასუხი, აღვიდგინო დარღვეული სამსახურებრივი მდგომარეობა, შელახული ავტორიტეტი და ა.შ. მოსარჩელე მხარეს კი (ყოველ მათგანს) სრული საშუალება მიეცემა გამოვიდნენ თავიანთივე მიერ შექმნილი სამართლებრივი ჩიხიდან პირობითი მსჯავრით, საპროცესო შეთანხმებით (არ არის აუცილებელი ფინანსური ხასიათის შეთანხმება) და სხვა.

წინა განცხადებაში შეგახსენეთ 2010 წლის 30 სექტემბრის დადგენილება ჩემი „ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ“, რომელშიც გამოთქმულ „გონივრულ ეჭვს“ საფუძველი არ ჰქონდა, ხოლო მიზნად ჰქონდა ჩემგან მოპოვება ე.წ. „აღიარებითი ჩვენებისა“ იმის შესახებ, რაც ბუნებაში არც მომხდარა და არც გაფიქრებულა, ანუ – მოგვიანებით შექმნილი ხელოვნური საფუძვლის მოპოვება. საქმე  არის ბევრად უფრო ანტიადამიანურად. საქმეში დასაწყისიდანვე იდო ჩემი მხრიდან წარდგენილი ექვსი მტკიცებულება, რომელთაგან თითოეული მათგანის სიმძლავრე იმდენად აღემატება იმ ჩემგან ჯერჯერობით ვერ მიღებულსა და ვეღარც ვეღარასოდეს მიღებად ეგრეთ წოდებულ „აღიარებით ჩვენებას“, რომ ყოველი თითოეული მათგანი (მტკიცებულებათაგანი) დანარჩენი ხუთისაგან დამოუკიდებლად ძალმოსილია შთანთქოს იგი („აღიარებითი ჩვენება“) და აქციოს ის  „დაუშვებელ მტკიცებულებად“. მხატვრული შედარება რომ მოვახდინოთ – საქმეში ჩემ დაცვაზე გავეშებული „ექვსი ლომი ბრდღვინავს“, ამ დროს კი გამოძიების პოლიციური ნაწილი გავეშებით იბრძვის იმავე საქმეში შეუშვას ხელოვნურად შექმნილი „ცხვარი“ (ჩემი „აღიარებითი ჩვენება“) რომელმაც ექვსი ლომი უნდა შთანთქოს? რისი იმედი ჰქონდა პოლიციას როცა ამ ჯერჯერობით ვერ შექმნილი „ცხვრის“ შექმნას ცდილობდა – ჩემი რეალურად და ბუნებრივად არსებული „ლომების“ ფონზე? ჰქონდა თუ არა პროკურატურას გაცემული სიტყვიერი პირობა, რომ ჩემი „ლომების“ სრული იგნორირება მოხდებოდა და „ცხვარი“ გახდებოდა ჩემი დაპატიმრების „მძვინვარე საფუძველი“? ამის იმედად გასცა თანხმობა პროკურატურამ ავანსად, პოლიციის მხრიდან „კაცური სიტყვის“ საფუძველზე (თანხმობა) – ზემოაღნიშნული დადგენილების გაფორმებაზე, ანუ ჩემსა და ჩემი უდანაშაულო ოჯახის დაღუპვაზე – იმ „კაცური სიტყვის“ პირობით, რომ ორ–სამ დღეში პოლიცია „ცხვარს“  (ჩემი „აღიარებითი ჩვენება“) მოართმევდა პროკურატურას და ასე „გაუპრავებდა“ საქმეში არსებული „ლომების“ იგნორირებითა და მათ წინააღმდეგ გაცემულ უსაფუძვლო (მეტიც… „საფუძვლის“ გამომრიცხველი ექვსი „უკუსაფუძვლის“ შემთხვევა) დადგენილებას?

თორღვა პანკელის პატარა მოთხრობა „ძალუა ცხვარი“, სადაც მწყემსი გაგნა დაობლებულ შვიდ კნუტს დედა ცხვარს მიუსხამს და გაათბობინებს, დედა ცხვრისავე მოწველილ რძეს ასვლეპინებს და „ძალუა ცხვარი კნუტებსა ჰრიგობს, ხანაცა ჰბრაზავს, დასტყეპამს ხვალმე ჩლიქითა“. ხელოვნურადჩემი „ლომების“  ძალუმი „დაკნუტებითა“ და ჯერჯერობით ვერშეთხზული „ცხვრის“ გაბუმბერაზებით, მისი უძლეველ „მძლეთამძლედ“ ქცევით დაახლოებით ასეთ მოთხრობად აქცევდა სისხლის სამართლის საქმე №009090203–ს გამოძიების ჟამთააღმწერელი – იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია შეუსრულებდა „კაცურ სიტყვას“ და ორ–სამ დღეში მომიხდენდა პირიდან ელექტროამოგლეჯას იმ ე.წ. „აღიარებითი ჩვენებისა“. მაგრამ ალბათ იმ მიზეზით ვერ „გაპრავდა“ ეს „კაცურ სიტყვაზე“ გაცემული დადგენილება, რომ პოლიციის მხრიდან ამ „კაცურ სიტყვას“ ქალი იძლეოდა. ის ლამაზი ქალბატონი რომელმაც (ისევე, როგორც გამოძიების უკლებლივ ყველა მონაწილე პირმა) სრული ასპროცენტიანი სიზუსტით იცის, რომ არა თუ მხოლოდ – უდანაშაულო მსხვერპლი, არამედ რეალურად და მწარედ „დაზარალებული პირი“ ვარ და რომელმაც (ქალბატონმა) მთლად ბოლომდე ვერ აიღო ხელი ნამუსზე და ვერ მოუბრუნდა ხელი სრულად შეესრულებინა ის კაციჭამიური დავალება (არ ვიცი, ვისგან მოდის იგი), რაც ჩემ „ბრალდებულად“ ქცევას ითვალისწინებდა.

რამდენ ხანს შეიძლება გრძელდებოდეს ეს შსს–ს აბსურდის თეატრის სცენაზე ანშლაგით მიმდინარე ტრაგიკომედია, რომელზეც თითო ბილეთი – თითო ოჯახის დაქცევის ფასია? ვის მიაჩნია სასიამოვნო გასართობად ეს სადისტური პროცესი? სეირის მაყურებელი კი არ ილევა. ანუ მიაღწია თავისას „მოსარჩელე მხარემ“, რომელმაც ეს პროცესი შეგნებულად წამოტეხა, რომელმაც („მოსარჩელე მხარემ“) კარგად იცის, რომ სიცრუეზე „ააგდო შსს“ და მომიქსია. მან შემისრულა თავისი მუქარა (მისი მუქარის ზუსტი ციტატა: „რომ შემოგისევ ვანო მერაბიშვილის ძაღლებს და შენ და შენს ოჯახს ცოცხლად, რომ დაგაჭამენ ხორცებს… ამტკიცე მერე შენი უდანაშაულობა!!! გია კრიალაშვილისა და კობა ოთანაძის გამზრდელს – ვინღა მოგისმენს?!“). დღეს მაინც რაღატომ უკვირს შსს–ს, თუ რატომ დავყევი „მოსარჩელე მხარის“ შანტაჟს, რომლითაც მან ფული გამომძალა? ამ საშიშროებას ვხედავდი და – იმიტომ. არ მქონია საფუძველი შიშისა?

საქმის დასრულების ფორმულირების ჩემეული თვალთახედვა მოცემულია დანართში (თან ერთვის), რომელიც ჩემი, ანუ არაპროფესიონალის მიერ ჩამოყალიბებულია და იგი (დანართში მოცემული ფორმულირება), რა თქმა უნდა, შორს იქნება ყოველგვარი  დადგენილი პროცედურული ფორმებისაგან, მაგრამ ვფიქრობ, რომ იგი (ფორმულირება) გამოხატავს არსს, რომელსაც პროფესიონალები სულ სხვა ფორმით აღწერენ და სულ სხვა ფორმით გააფორმებენ, ოღონდ ჩემს მიერ წარმოდგენილი ფორმულირების დედააზრი რომ ჩემი მხრიდან ნამდვილად სამართლიანი მოთხოვნაა, ამაში ყველანი (საკუთარ გულებში მაინც) დამეთანხმებით.

სანამ თქვენ არ განმისაზღვრავთ „დაზარალებული პირის იურიდიულ სტატუსს“, ანუ არ გადამიყვანთ დაცულ მდგომარეობაში, მანამდე მე არ შემექმნება საშუალება იმისა, რომ გეახლოთ და საკმაოდ სერიოზული და შრომატევადი სამუშაო ჩავატარო თქვენთან, საქმის საბოლოოდ დასასრულებლად.

დიდი ბოდიშის მოხდით, დიდი მოკრძალებით, მაგრამ შეგახსენებთ იმ ტექნიკურ მანევრს, რომლითაც პროკურატურამ ჩემს წინა, რიგით მეორე განცხადებისას შესცოდა.

ჩემს საცხოვრებელ მისამართზე (იქ ამჟამად არ ვიმყოფები) მივიდა პროკურატურის წერილის (შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოს იმავე თანამშრომლის მიმართ) მეორე პირი. ანუ სერიოზულმა მამაკაცებმა (პროკურორებმა), რომელთაგან მართლზომიერ, შეწონასწორებულ, ფუნდამენტური ცოდნითა და მართალი სიტყვით გაჯერებულ ახსნა–მითითებებს ველოდი – отфутболили от себя неловкую задачу – და ეს „პატივი“ ცრუ პასუხის გაცემისა დაუსაბუთებელი ტექსტით – გადააკისრეს ისევ შსს–ს ზემოაღნიშნულ სტრუქტურას, რომელსაც პოზიციის სამართლებრივი შეფასება სამსახურებრივად არ ეხება.

გიმეორებთ: – „არავის მკაცრად დასჯა, არავისი ცოდვა მე არ მინდა, მინდა მხოლოდ საფუძვლიანად დასაბუთებული სიმართლე, მყარად დასრულებული საქმე და აღდგენილი ღირსება, თუ საზოგადოებრივი და სამსახურებრივი მდგომარეობა“. ეს არის ჩემი ერთადერთი მიზანი და უმორჩილესი თხოვნა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე – უმორჩილესად გთხოვთ:

1) განმისაზღვრეთ დაზარალებული პირის იურიდიული სტატუსი დანართში აღწერილი სპექტრალური პარამეტრაჟის უკლებლივ ყველა ნაწილში.

2)თუ არსებობს რაიმე სამართლებრივი ხარვეზი, რომელიც ხელს უშლის ჩემთვის დაზარალებული პირის იურიდიულ სტატუსში ცნობას–გთხოვთ ამომწურავად, დეტალურად (ტექსტით, რომელიც ორაზროვანი წაკითხვის საშუალებას გამორიცხავს),არაბუნდოვანი, მკვეთრი განმარტებით ამიხსნათ:

ა) ხარვეზი, მისი ხასიათი და წარმომავლობა;

ბ) აღმოფხვრის გზები და საშუალებები ჩემი და ჩემი დამცველის, ადვოკატ ვახტანგ თალაკვაძის მიერ;

3)      უარის შემთხვევაში – დასაბუთება უარისა;

4)      საქმის შეჩერების, ანუ მისი (საქმის) დასრულების გადადების მიზეზი და მოტივაცია.

5)      სერიოზულად განიხილოთ დანართში (თან ერთვის) მოცემულ ჩემეულ თვალთახედვაში ჩამოყალიბებული ფორმულირება და იმ განსხვავებულ, წესებით განსაზღვრულ ფორმაში, რომელსაც გამოძიება ბოლოს და ბოლოს ჩამოაყალიბებს – დაიცვათ ყოველი ძირითადი პრინციპი საქმის ჩემეული არსისა, რაშიც მზად ვარ შემოგეხიდოთ ნებისმიერი ფორმით.

გთხოვთ თქვენს გადაწყვეტილებას.

–            დიდი იმედით, წინასწარ დიდი

მადლიერების გრძნობითა და

უღრმესი პატივისცემით –

განმცხადებელი                                                               ზ.ბ. ჯაფარიძე

2012 წლის „  09 “ თებერვალი

შესულია 2012 წლის 17 თებერვალს. შესვლის რეესტრის სარეგისტრაციო საკონტროლო №01/13–10957. უნიკოდი KA010181604112212. მიიღო ქ–ნმა ს.სტეფანიამ.

 ______________________________________

საქართველოს სახალხო დამცველს (ომბუდსმენს)

–ბატონ გიორგი ტუღუშს

საქართველოს მოქალაქე (მოქალაქის პირადი №––––––––––––––––––––––. მცხოვრები მისამართზე: საქართველო ––––––, ქ.თბილისი–––––, ––––––– რაიონი, ––––––––––––– ქ. ––––––––––––––––––––––––––––––––, ტელეფონი: ––––––––––––––––––––––––

ზაზა ბეჟანის ძე ჯაფარიძის

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

შეგახსენებთ, რომ თქვენთან შემოსულია ჩემი პირადი 2012 წლის 09 მარტის (შემოსულია 2012 წლის 12 მარტს. შემოსვლის რეესტრის საკონტროლო–სარეგისტრაციო №0405–12), რაზეც მივიღე თქვენი 2012 წლის 14 მარტის №922/05–01/0405–12 საპასუხო წერილი. წერილში მითითებული განმარტებებისა და თქვენს თანამშრომელთან (ქ–ნი მაკა მხატვრიშვილი) გასაუბრებით მიღებული კონსულტაციის შედეგად გავარკვიე რა – ჩემ მიერ წარმოდგენილ მასალაში არსებული სამართლებრივი ხარვეზის რაობა, მისი (ხარვეზის) აღმოფხვრის მიზნით ვაკონკრეტებ შემდეგ საკითხებს:

1)      საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოდან ჩემი ბინის მისამართზე არაერთხელ მივიდა უწყება, რომლითაც მიბარებდნენ შემდეგი განმარტებითი ტექსტით: „დაკითხვის მიზნით“ – თუმცა მიუხედავად კანონით განსაზღვრული ნორმისა – არ ხდებოდა დაკონკრეტება, თუ რა სტატუსით მიბარებდა გამომძიებელი. გამოვეხმაურე რა ამ დაბარებებს ჩემი პირადი 2011 წლის 25 ნოემბრის განცხადებით (თქვენთან წარმოდგენილია), რომლითაც პროკურატურას მივმართე, მივიღე ზემოაღნიშნული სამმართველოს (თუმცა მე მისთვის არ მიმიმართავს) 2011 წლის 03 დეკემბრის №1507761 საპასუხო წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ მე არაერთხელ დამიბარეს მოწმის სახით. ეს კი უწყებაში არ წერია (წარმოგიდგენთ ნიმუშს).

2)      წარდგენილი ექვსი განცხადებიდან, რომელთაგან სამს ხელს აწერს ჩემი დამცველი, ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძე, ხოლო სამს – პირადად მე – განცხადებათა ძირითადი არსი მდგომარეობს ჩვენგან დასაბუთებულ მოთხოვნაში: განმესაზღვროს „დაზარალებული პირის იურიდიული სტატუსი“ დანართში (თქვენთან წარმოდგენილია) აღწერილი სპექტრალური პარამეტრაჟის უკლებლივ ყველა ნაწილში. ექვსივე განცხადება ფაქტობრივად უპასუხოდ დარჩა, თუ არ ჩავთვლით სამ შემთხვევაში მოწერილ ზოგადი ხასიათის გაურკვეველ ტექსტებს, რომლებსაც  წარმოგიდგენთ (თან ერთვის).

გთხოვთ დამეხმაროთ და გამარკვევინოთ, თუ რატომ მიბარებენ, როდესაც საქმე სრული ასი პროცენტით ამოწურულია, მე კი სრული ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ჩემ გამოცხადებას დაკითხვაზე ეჭვშეუვალად მოჰყვება:

1)      ჩემი გადაყვანა „მოწმის იურიდიული სტატუსიდან“ – „ეჭვმიტანილის იურიდიულ სტატუსში“ – ეგრეთწოდებული, ბუნებაში არ არსებული „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე, რაც ერთხელ უკვე მოხდა კანონის „ექვსმაგი“ დარღვევით, ანუ „გონივრული ეჭვის“ გამომრიცხველი ექვსი მტკიცებულების წინააღმდეგ;

2)      ამ დარღვევის შემდეგი ლოგიკური გაგრძელება: „ჩემი დაკავება ოცდაოთხი საათით“ და წამებით, შეურაცხყოფით, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და მსგავსი გზებით გამოძალვა ჩემთვის ეგრეთწოდებული „აღიარებითი ჩვენებისა“ იმის შესახებ, რაც ბუნებაში არც მომხდარა და არც გაფიქრებულა – თუმცა ხსენებულ ექვს მტკიცებულებათაგან თითოეული მათგანი დანარჩენი ხუთისაგან დამოუკიდებლადაც კი – თავისი სიმძლავრით იმდენად აღემატება ნებისმიერი დონის „აღიარებით ჩვენებას“ (მითუმეტეს ჯერჯერობით ვერ მიღებულსა და ვერ გამოძალულს), რომ ძალმოსილია (მტკიცებულება) შთანთქოს იგი („აღიარებითი ჩვენება“) და აქციოს ის – „დაუშვებელ მტკიცებულებად“; განცხადებაში (თქვენთან წარმოდგენილია) შევადარე ლომსა (მტკიცებულება) და ცხვარს (აღიარებითი ჩვენება). წარმოსადგენია რეალურ, არსებულსა და ბუნებრივ „ექვს ლომში“ ჯერჯერობით ვერ შექმნილი და ვერ შეშვებული „ცხვარი“. ვერც ამ შედარებაზე გამცეს პასუხი.

3)      რეალური და ბუნებრივი „ლომების“ იგნორირებით (ვითომც არ არსებობენ) ამ ხელოვნურად კლონირებული „ცხვრის“ საფუძველზე ბრალის წაყენება:

4)      პატიმრობა.

ეს არის ჩემეული გარდაუვალი პროგნოზი, რაშიც მე და ჩემს დამცველს ეჭვი არ გვეპარება, რაც გამოძიებამ წარსულშიც მყარად დაამტკიცა და ახლაც უწყვეტად, პერმანენტულად ამტკიცებს იმით, რომ არ მაძლევს დაზარალებული პირის იურიდიულ სტატუსს, ანუ არ გადავყავარ დაცულ მდგომარეობაში.

და ბოლოს გაცნობებთ წინა განცხადებაზე თანდართული ჩემი ადრინდელი განცხადებების პროკურატურის კანცელარიაში შესვლის სარეესტრო რეკვიზიტებს:

1)      ჩემი პირადი  2011 წლის 25 ნოემბრის განცხადება შესულია 2011 წლის 28 ნოემბერს. შესვლის რეესტრის სარეგისტრაციო – საკონტროლო №01/13–72388. უნიკოდი: KA010161336403611. მიიღო ქ–ნმა ს.სტეფანიამ;

2)      ჩემი პირადი 2012 წლის 09 თებერვლის განცხადება – შესულია 2012 წლის 17 თებერვალს. შესვლის რეესტრის სარეგისტრაციო საკონტროლო №01/13–10957. უნიკოდი KA010181604112212. მიიღო ქ–ნმა ს.სტეფანიამ.

უმორჩილესად გთხოვთ თქვენს ქმედით დახმარებას.

–         წინასწარ დიდი მადლიერების

გრძნობით, დიდი იმედითა

და უღრმესი პატივისცემით –

განმცხადებელი                                                               ზ.ბ. ჯაფარიძე

2012 წლის „ 19 “ მარტი

კანცელარიაში შესულია 2012 წლის 20 მარტს. შესვლის რეესტრის სარეგისტრაციო–საკონტროლო №0405–12/1

__________________________________

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსს

–ბატონ ბესიკ თხელიძეს

საქართველოს მოქალაქე (მოქალაქის პირადი №––––––––––––––––––––––. მცხოვრები მისამართზე: საქართველო ––––––, ქ.თბილისი–––––, ––––––– რაიონი, ––––––––––––– ქ. ––––––––––––––––––––––––––––––––, ტელეფონი: ––––––––––––––––––––––––

ზაზა ბეჟანის ძე ჯაფარიძის

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) აპარატიდან გადმოგეგზავნათ მათი 2012 წლის 28 მარტის №119/04–6/0405–12/2 წერილი – მომართვა, რომელსაც თან აქვს დართული მათ მიმართ ჩემი 2012 წლის 09 მარტის განცხადებისა (მათთან შესულია 2012 წლის 12 მარტს. შესვლის რეესტრის სარეგისტრაციო–საკონტროლო №0405–12) და 2012 წლის 19 მარტის განცხადების (მათთან შესულია 2012 წლის 20 მარტს. შესვლის რეესტრის სარეგისტრაციო–საკონტროლო №0405–12/1) ქსეროასლები, რასაც მიდასტურებს პროკურორის (ბ–ნი ლაზარე სეხნიაშვილი) 2012 წლის 05 აპრილის №13/15012 საპასუხო წერილიც. ეს წერილი იმასაც მყარად მიდასტურებს, რომ გამოძიებას ჩემი მხრიდან შესულ უკვე მეექვსე განცხადების ჩათვლით – არცერთ ჩემს სწორად დასმულ კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხი არა აქვს და ის (გამოძიება) თავს არიდებს და იგნორირებას უკეთებს სწორად დასმულ ყოველ შეკითხვას, ანუ შეგნებულად  და მიზანმიმართულად გაურბის ჭეშმარიტებას. განცხადებებში აღწერილია ჩემი მდგომარეობა და ზუსტი სცენარი იმისა, რასაც მიპირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველო. გამომდინარე იქიდან, რომ მათში აღწერილი სცენარის ჩემზე განხორციელება – ხსენებულმა სამმართველომ ორჯერ უკვე წარუმატებლად სცადა, მაგრამ ვერ აქცია უკვე მომხდარ ფაქტად და ამჟამად სამმართველო იმავე სცენარის განხორციელების უკვე მესამე ცდის შესაფერის მომენტს ელოდება – სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) აპარატს კანონი არ აძლევს საშუალებას – ჩაერიოს იმ ორჯერ ჩავარდნილსა და ჯერჯერობით ფაქტად ვერ ქცეულ „ამირან გულსა ნამღერ“ სცენარში, რომელსაც ჯერ ბანი არ თქმია“, ანუ, რომელიც (სცენარი) ჯერჯერობით მომხდარ ფაქტს არ წარმოადგენს. დიდად სამწუხაროდ, ვერაფრით ვერ შევძელი დამედგინა ვინაობა ჩემი დაპატიმრების ფსიქიატრიულ მანიაში ჩაციკლული იმ არსებისა, რომელმაც შეიძლება „ჩემი დაპატიმრების მანიის“ მესამე კლინიკურ შეტევას (მეოთხეს, მეხუთეს, რომელიღაცა ნომერს მაინც…) უკვე წარმატებითაც კი გაართვას თავი. მაშინ, როცა სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) აპარატში დაფიქსირებული სცენარი, რომელიც უკვე ფაქტად იქცევა და ერთი–ერთზე დაემთხვევა იქ (აპარატში) დაფიქსირებულ ჩემს წინასწარ ნავარაუდებ (პროგნოზირებულ, დიაგნოსტირებულ, განჭვრეტილსა, თუ სხვა) ვერსიას – წარმოიდგინეთ რაოდენ მომგებიანი კარტბლანში ექნებათ ხელთ სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) აპარატსა და ჩემს დამცველს, ადვოკატ  ვახტანგ თალაკვაძეს – ჩემი დაცვის საქმეში, როდესაც ისინი შეხვდებიან იმ ჩამოსულ ჯგუფს (უფლებადამცველებისა და კორესპონდენტებისაგან), რომელსაც მოვიხსენიებ განცხადებებში. ამ  მიზნით საქართველოს სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) აპარატში, ზემოთ მოხსენებულ სარეესტრო ნომერზე გახსნილია ჩემი საქმე №0405–12/…, რომელზეც თქვენთან ჩემი იძულებითი ურთიერთობის პარალელურ რეჟიმში შევა ყველაფერი (რაც ხელთ მქონდა შევიტანე), რაც კი ჩემს ხელთ მოხვდება და ასლი ყველა იმ დოკუმენტისა, თუ მტკიცებულებითი მასალისა, რაც ჩემგან თქვენთან შემოვა (ამ მიმდინარე განცხადებისაც კი…). უმორჩილესად გთხოვთ – რამენაირად შეაგნებინოთ „პაციენტს“, რომ არ უნდა მოგვცეს ეს „კარტბლანში“ და მოამზადოთ მისი („პაციენტის“) ზედამხედველი „სანიტრები“, რომ დაუბორკონ ხელი კლინიკური შეტევის მოლოდინში მყოფ პაციენტს, რათა მორიგი შეტევისას არ წამოტყდეს ის უაზრო ომი, რომელიც ყველას (და სრულიად საქართველოს) დიდად დაგვაზარალებს და რაც მთავარია რატომ? რა მიზნით? რისთვის? რა მოტივაცია, რა მიზეზი, რა გარდაუვალი აუცილებლობა არსებობს ამისთვის? ღვთის მადლითა და უფლის შეწევნით მაღალკვალიფიციური და სერიოზულად წარმოებული გამოძიება ჩატარდა, რომელშიც მთელი სიმძლავრით მივიღე მონაწილეობა, მივაღებინე მონაწილეობა უაღრესად გამოცდილსა და დიდ პროფესიულ გზაგავლილ თქვენს ყოფილსა და ამჟამინდელ კოლეგებსაც და საერთო ძალისხმევით საქმის ვითარების სრულიად ამომწურავი სურათი გამოიკვეთა. რატომ დაფრთხა გამოძიება და რატომ შიშობს ასე მძაფრად მიღებული შედეგის გაფორმებას, მის მყარ კომპეტენტურ წერილობით დასკვნად ქცევას? რატომ „აღმოაჩინა“ გამოძიებამ, რომ „თურმე ასე არ ნდომებია!!!“ რატომ ცდილობს ყოველგვარი კაციჭამიური გზებით, რომ მიღებული შედეგის სრულიად საწინააღმდეგო დასკვნა ჩამოაყალიბოს, რაც მტკვრისა და არაგვის აღმა ადინებასავით შეუძლებელია? რუსეთის იურისპრუდენციის მამამთავარი, აკადემიკოსი ანატოლი კონი წერს: „თუ გამოძიებას ეხუშტურება, დაერწმუნება „მტკიცებულებას“, რომელიც „ამტკიცებს“, რომ კურდღელმა ლომი შეჭამა“ (ა.თ/ფ. კონი. ტომი 3. გვ. 206. „პროკურორი და გამოძიება“. გამომცემლობა „ლენინგრადსკი ვესტნიკი“. 1966 წ.). ჩემს შემთხვევაში გამოძიებამ „ლომიჭამია კურდღელიც“ ვერაფრისაგან ვერ გამოძერწადარომც გამოეძერწა – რას უშვებოდა ამ „კურდღელის“ სრულიად გამომრიცხველ „ექვს მბრდღვინავ ლომს“, რომელიც წინა განცხადებაში  ჩამოგიყალიბეთ? – „ექვსივეს შეჭამდა კურდღელი“? რატომ გაოგნდა გამოძიება, როცა „აღმოაჩინა“, რომ თურმე კურდღელი ლომს ვერ შეჭამდა?! როგორ? იმედი ჰქონდა, რომ საპირისპირო რეალობას მიაკვლევდა? ამაში ჩააქსოვა ამხელა ნიჭი, შრომა, ცოდნა, ძალისხმევა, პროფესიონალიზმი (ნამდვილად შესაშურსა და აღმაფრთოვანებელ დონეზე ჩააქსოვა. საქმე ბრწყინვალედ არის გამოძიებული)? რადგანაც ჩააქსოვა, მაშ რატომ ვერ ურიგდება მიღებულ შედეგს? „საქმეში“ აღარ არსებობს აღარცერთი პასუხგაუცემელი კითხვა, გაურკვეველი თუნდაც უმნიშვნელო დეტალიც კი. გაშიფრულია ყოველი მისხალი, რის შედეგადაც შეიქმნა შემდეგი კურიოზული ვითარება:

გამოძიებას დასჭირდა საქმის ამოწურვისათვის წელიწადზე ცოტა მეტი. დანარჩენი დრო, თითქმის ორი წელიწადია, რაც გამოძიება გავეშებით, მაგრამ ყოვლად უშედეგოდ ცდილობს მიღებული შედეგის გაყალბების გზით საპირისპირო დასკვნად „გადახერხებას“. წელიწადნახევარზე მეტია, რაც შეიცვალა როლები ჩემსა და გამოძიებას შორის და წელიწადზე მეტია – უკვე მე ვუსვამ კითხვებს გამოძიებას. ის კი საკლასო ოთახში დაფასთან ატუზული ოროსანი მეათეკლასელი აყლაყუდა გოლიათი ბავშვივით ვერც ერთ კითხვაზე ვერ მპასუხობს და ისე მიცოფდება, როგორც „საზიზღარ მასწავლებელს“, რომელიც გაკვეთილის გამოკითხვას ვუბედავ, რომელსაც არ მყოფნის ნამუსი და მისი ხათრით ნებაყოფლობით არ ვჯდები დაუმსახურებელ ციხეში. საკითხავია, რატომ „იოროსნებს“ ის ბოღმით სავსე უხერხულ კრუნჩხვებში დაკლაკნილი ბავშვი თავს? მან ხომ გამოძიება „ფრიადზე“ ჩაატარა!!! ვინ არიან ის „ანჩხლი დედინაცვალი“ და „ავი მამინაცვალი“, რომლებიც „ბავშვს“ აიძულებენ ათასი ხრიკითა და სიცრუით დამიმალოს კარგად შესრულებული „საშინაო დავალება“ და ყოფაქცევაშიც ორიანს გამომრჩეს? ჩემს ბოლო შეკითხვაზე „ბოღმიანმა აყლაყუდამ“ მთლად სასწაული რეაგირება მოახდინა. პასუხის გაცემის ნაცვლად – გაცოფებული გაიქცა და ჩემი ცოლის პირველი ქმრის მეორე ცოლის პირველი შვილის ბიზნესში (გაკოტრების რეჟიმში მუშაობს) დაიწყო ძებნა ჩემი კვალისა, კერძოდ კი იმ ფულისა, რომელიც შეიძლებოდა ამეღო „მაჰათმა განდის მკვლელობის კარგად შესრულებაში“. გამოძიებამ სრული ასი პროცენტით იცის, რომ არანაირი თანხა ჩემს ხელში არსაიდან  და არავისაგან არასოდეს არ მოხვედრილა. მას არც იმის ხელში არასოდეს უარსებია, ვისი ხელიდანაც თითქოს და ჩემს ხელში უნდა მოხვედრილიყო (მან ამ არ არსებული თანხის ეგრეთწოდებულ „დასაბუთებად“ წარმოადგინა აშკარა სიყალბე, მაგრამ გამოძიებისათვის ისევ კურდღელი ჭამს ლომს, თუმცა ვეღარ შეაჭმევს!!!). ან რომც მოხვედრილიყო (ჩემს ხელში),  ვითომ ასეთ „ახლობელსა და სისხლხორცეულ ნათესავს“ ჩავუდებდი საქმეში? მაშინ, როცა დაწყებული მქონდა ჩემი საქმეც, რომელსაც სულ ასიათასი აშშ დოლარი სამუდამოდ ამიწყობდა და მთელი სიცოცხლის მანძილზე უზრუნველმყოფდა?! გამოძიებისათვის, ხომ სრული ასი პროცენტით ცხადია, რომ მე არც ფული მაქვს (პროცენტიან ვალებში ვიხრჩობი), არც – ქონება, არც – წარმოება (დაწყებული მქონდა, მაგრამ – მიწასთან გამისწორა დევნილის რეჟიმმა), აღარც სამსახური, აღარც – ხელფასი, არც რაიმე საიდუმლოზე მიმიწვდება ხელი, არც პოლიტიკაში ვარ, ვერც ვერავისა და ვერაფრის წინააღმდეგ გამოვდგები!!! არც ისეთი ახლობელი მქონებელი მყავს ვინმე (თუ ზემოხსენებულ „ნათესავს“ არ გამიტარებთ „ნათესავად“. რა გასაკვირია იქ, სადაც როგორმე კურდღელმა ლომი გეგმიურად უნდა შეჭამოს?), ვისაც „ჩეჩენი საველე მეთაურივით“ – ჩემი გამოსყიდვის  სანაცვლოდ „რაიმეს აახევს დემოკრატიის რუსულ–ამერიკულ „პაგონებიანი“ შუქურა?!“ მაშ რა არის „ის“, რამაც ეგზომ ძლიერ „ფსიქიატრიულ ახირებად“ მაქცია პაციენტის იმ ადგილში – მას რომ „თავი“ ჰგონია?

ერთადერთი ახსნა, რაც მოვუძებნე ამ ყოვლად გაუცნობიერებელსა და უკომპრომისო სიჯიუტეს – შემდეგია:

ძიების პირველსავე ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიგნით წარმოიქმნა ვირტუალურ მილიონერობაში მოფრთხიალეთა საზოგადოებრივი მოძრაობა „გურული ოცნება“, რომლის მესვეურმა ანალოგიური ოცნებებითა და დაპირებებით „დაათრო და გააბრუა“ თავისი „ხუტა უფროსი“ (მისი ვინაობა ვერ დავადგინე), რომლის ქველმოქმედებითაც ზემოხსენებულ მეორე სამმართველოსთან არსებული კინოსტუდია „სამართალდაქცევა“ უკვე სამი წელიწადია იღებს ქართულ მხატვრულ ფილმს „გარეკილები“. ფილმის ერთ–ერთმა მთავარ გმირთაგანმა, ბატონმა, თუ ქალბატონმა ერთაოზ ბრეგაძემ თავის შავსა და ბოროტ ოცნებებში ააგო „შავი ცათმფრენი“. შიგ პეგასივით შეაბა ჯოჯოხეთიდან გამოხმობილი პაბლო პიკასოს გამოცხადება. დასხა „შავ ცათმფრენზე“ თავის გარემოში თუ კი სადმე ვინმე უტვინო და უთავმოყვარეო, იურიდიულად „მამაკაცად“ გაფორმებული მოცლილი იპოვა და ამ „კომისარ მეგრეთა“ ეკიპაჟს უკვე სამი წელიწადი შესრულდა, რაც დააქროლებს  ოცდაორმილიონ აშშ დოლარად შეფასებული ვირტუალური „შავი კრუიზის“ ქვესკნელეთ–ზესკნელეთში. სანამ აფრინდებოდნენ, მანამდე „ხუტა უფროსს“ განუმარტეს თავიანთი „გაფრენა–აფრენის“, ანუ ძიების მიზანი: ჩემი დაძონძილი ბალიშის (მეოთხე თაობას მძინავს ზედ. ახალი ვერ შევიძინე) ქვეშიდან ოცდაორი მილიონი აშშ დოლარით გატენილი „მაკატყუილას“ გუდის გამოღება, დოლარების მასის კეისში გადაწყობა (ამერიკული რეფორმაა), ჩემი სარდაფიდან (რომელიც არ მაქვს) ხელბორკილდადებული ცოცხალი პაბლო პიკასოს ყურით ამოთრევა მასთან „საპროცესო შეთანხმების“ გაფორმების მიზნით“.  ვეთანხმები მეოცნებეებს! „დიადი ამოცანაა“, მაგრამ ერთმა რაჭველმა „მოსარჩელე მარგალიტამ“ – შვიდი გურული ასე რომ გაასულელა, სანამ ამ„დიად ამოცანას“ დაუსახავდა მიზნად, მანამდე იმ თავის ბროლის მკერდზე დაკიდებულ „წმინდა პორფირის ხატზე“ მაინც თუ აკოცნინა? არა? მასეც ვიცოდი! არც მე მაღირსა მსგავსი მთხვევა – ისე მაიძულებს ვიმალებოდე უკვე მერვე ბუხრის მილში ამძვრალი და ვიჭვარტლო და ვიმურო მისი შავი პირიდან „ნაბოლები“ შავი ჭორებით (ნეტავ ის დანარჩენი „გურული შავი კაცები“ ვინ არიან?). ბატონი, თუ ქალბატონი ერთაოზ ბრეგაძის ბრიგადა კი „შავი ცათმფრენით“ ენერგიულად განაგრძობს ქროლვას და კატაპულტირებას (მიწაზე დაშვებას) ვეღარ ბედავს, რადგანაც ძირს, ცოდვილ დედამიწაზე – მათ მიერ დაიმედებული, მრისხანედ კოპებშეკრული „ხუტა უფროსი“ ოცდაორმილიონ აშშ დოლარსა და ყურით მოთრეულ პაბლო პიკასოსთან „საპროცესო შეთანხმებას“ ელოდება. რომ ვერ მოართმევენ: „მეც დამიჭერენ, შენც დაგიჭერენ და ტრიფონიასაც დეიჭერენ!!!“ აგია სულე? თლათ ამეიწურა თვალსაწიერმა? ამისათვის გყავართ შემონახული მარაგში? ციდან ხელცარიელ ჩამოფრენილ შერლოკ ჰოლმსებს ჩემი „გატრიფონიება“ მაინც რომ ჩაეთვალოთ „წარმატებულ ღონისძიებად“ რუსეთისთვის „მოგებული ომივით“? ხომ კარგი გამოსავალია? კი – კარგი გამოსავალია, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი საფელეტონე მასალაა და მთელი ნედლეულია იუმორესკათა დიდი „მსოფლიო სერიალისათვის“. ნედლეულის გადამამუშავებელ – გამომძერწავნი კი მსოფლიოს უმსხვილესი მედიასაშუალებებიდან – თოთხმეტი მყავს სტარტზე. მსოფლიო ჟურნალისტიკის თეორიაში არსებობს რამოდენიმე МОЖ (международная организация журналистов)-ის მიერ ოფიციალურად დადგენილი ტერმინი, რომელიც არაპროფესიონალს უხეშად ხვდება ყურში: მსოფლიო მედია გესლის შესევა“, „მსოფლიო მედია გესლის ტყორცნა“  და წლის საუკეთესო ფელეტონისტისა და პამფლეტისტისათვის მინიჭებული ოფიციალური წოდებები: „მსოფლიო კობრა“  და „წლის კობრა“.  ეს ტერმინები და წოდებები მსოფლიო ჟურნალისტიკასა და მედიალოგიაში ყველაზე უფრო საამაყო და პრესტიჟულ ტიტულებად ითვლება, მათში შეურაცხმყოფელი არაფერია და მათ დაუფლებას მსოფლიოს ყველა ჟურნალისტი დიდი მიზანდასახულობით მიელტვის. სამწუხაროდ ვერ მივაკვლიე საპატიო წოდებას „მსოფლიო ფარჩაკი“. წარმომიდგენია რას „დაგლიჯავდნენ“ ამ წოდებაში ერისა და ქვეყნის სასახელოდ „ხუტა და ერთაოზი“. რაც შეეხება კორესპონდენტებს?!?!… თოთხმეტივე კორესპონდენტი ჩემი დიდი ხნის მეგობარი, მსოფლიოში სახელგანთქმული ჟურნალისტი, უკლებლივ ყოველი მათგანი ზემოაღნიშნული წოდებების მატარებელი, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე, სხვადასხვა მედია მონსტრის მუშაკია, მაგრამ ისინი ერთ კარგად შეწყობილ გუნდს წარმოადგენენ და ძალიან კარგად აქვთ აპრობირებული „მსოფლიო მედია გესლის შესევის“ – სპეციალურ, კარგად გათვლილ დროში განაწილების ტაქტიკა. ეს ძალიან სერიოზული პროცესია და მასთან ხუმრობა არ შეიძლება. ერთ, მოკლე დროში ჩატარებული სპეციალური პუბლიკაციების – ერთი–მეორეზე გამოძახილის სახით ჩატარების ტაქტიკა ის საშიში მანქანაა, რომელიც თუ ჩაირთო – ის დიდხანს აღარ გამოირთვება, მსოფლიოს ყველა მხრიდან მოიზიდავს პროვოცირებულ გიგანტურ მფრინავ ჩხრიალა კობრებს შხამის ულევი მარაგით, რომლებიც უღმერთოდ დაგესლავენ სრულიად საქართველოს, რასაც მე სიკვდილი მირჩევნია. სიკვდილივით არ მინდა, რომ ამ კამპანიამ მსოფლიოს წინაშე მაინცადამაინც ქართველს მიანიჭოს წოდება – „მსოფლიო ფარჩაკი“, თუნდაც არაოფიციალურად. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა ხსენებულ თოთხმეტ კორესპონდენტთა გუნდის წევრად – ამდაგვარ კამპანიებში და ძალიან კარგად ვიცი, რასაც ვამბობ. ჩემი ოცდათორმეტწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმის სერიოზული დონით (ალბათ დადგენილი გაქვთ) – დაბეჯითებით გარწმუნებთ: ამ მანქანასთან ხუმრობა ატომურ სიმძლავრესთან ხუმრობის ტოლფასია“. ამასვე მირჩევს ზემოაღნიშნული თოთხმეტივე კორესპონდენტი. საკითხავია, რისთვის ეს ყველაფერი? მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ „ხუტა უფროსს“ ვერ შეუგნია, რომ ბოლოს და ბოლოს თავისი მრისხანედ შეკრული კოპების გახსნა როგორმე უნდა გვაღირსოს??? ნუ გვაღირსებს თუ უნდა! მალე მისი სახელის ხსენებაზე (ვეღარ დამალავს!) მთელ მსოფლიოს გაეხსნება შეკრული კოპები, ყველას გაუნათდება სახე და ყველა ჩაბჟირდება სიცილით. რას უპასუხებს? თავის წინააღმდეგ აკადემიურად გამოძიებული და მყარად დამტკიცებული ანტივერსიის მეტი რა უჭირავს ხელში? ხომ ცნობილია: fortuna non penis – in manus non resipa! რაიმე ახალსა და განსხვავებულს – ხელში ვეღარც ვეღარასოდეს ვეღარაფერს დაიჭერს. მისი და მთელი ცაში მფრენი ბრიგადის „ამგდები“ და ჩემი უკვე მერვე ბუხრის მილში ამძვრენ – გამჭვარტლავ – გამმურავი „მოსარჩელე მარგალიტა“ კი სიცილით კვდება და ღმერთმაც შეარგოს!!! ამისათვის მოიცალა „ერისა და სახელმწიფოს ხერხემალმა“? მოდი ახლა და ნუ დაიჯერებ, რომ „ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“ ვართ?! აბა ამ „ჭკუის“ პოლიციის ხელში ღვთისმშობლის მეტი ვინ და რა გვიცავს?!

მიმდინარე განცხადებას, ალბათ ისევე, როგორც ყველაფერს – დადგენილი პროცედურული წესებით „ხუტა უფროსს“ გადაუგზავნით. უმორჩილესად გთხოვთ, პირდაპირ გემუდარებით, რომ სერიოზულმა მამაკაცებმა (პროკურორებმა) როგორმე შეძლოთ და შეაგნებინოთ (მე ვერ ვუხსნი, რადგან მისი ვინაობაც ვერ დავადგინე), რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოტყდეს ეს საერთაშორისო ღია „მედიაკამპანია“, თორემ იმას ვეღარავინ დაემალება და ის ლაფში ამოგვისვრის ყველასა და ყველაფერს. გახსნას შეკრული კოპები, მოეფეროს „გურულ ოცნებებში“ ნაფრენ ერთაოზ ბრეგაძეს. მისცეს მას კატაპულტირების (მიწაზე ჩამოსვლის) საშუალება და გარანტია იმისა, რომ არ გაუჯავრდება. შეხედოს თვალებში სიმართლეს და აღიაროს, რომ ყველაფერი მაინც თავისი („ხუტა უფროსის“) ბრალია. აბა ინტერპოლის ქვემდებარე საკითხის გამოძიებას რომ დაავალებ ქალს და ისიც – გურულს, გადაგიღებს „გარეკილებს“, აბა რას გიზამს!!! ეს საკითხი თავიდანვე სერიოზულ მამაკაცს, რომ დაკისრებოდა, ის ორ კვირაში გაარკვევდა, რომ „იძიებს“ არა „საქმეს“ – არამედ იაფი სულის მოშანტაჟე და აშარი წიწაკაანთ მაგდანას გამიზნული სიცრუით ბოდვას, რომელსაც – ჩემთვის მეტად საყვარელი გურამ პეტრიაშვილისაგან განსხვავებით ისიც ვერ გაურკვევია – ვის უნდა „მოელანდოს“ – და სამკვირაში დახურავდა საკითხს. იმ ლამაზმა ქალმა კი სამი წლის მანძილზე გამოძიების სურვილისა და მიზნის რადიკალურად საწინააღმდეგო დასკვნით შედეგში გასული „რვატომეული“ რომ წერა, იმ ლამაზი ხელით გამომცხვარ რვა ცალ გურულ ჭადზე დაგვპატიჟოს, თავისი მეუღლის თამადობით ერთმანეთისათვის გურული „ადესით“ სავსე რვა ჭიქა მიგვაწკარუნებინოს და ყველამ ერთად გემრიელად ვიცინოთ, რადგანაც ეს – მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ღვთივკურთხეული, ჩვენი მადლიანი საქართველოა და ხელოვნურად გამეფებული ბოღმით, სიმუხთლით აღსავსე და იუმორს მოკლებული ცხოვრების ვერ შემდგარი წესი ისტორიას ბარდება. გურულებს როგორ არ უნდა ეყოთ იმისი შნო, რომ ერთი გემრიელი სიცილ–ხარხარით გაფორმებული ქეიფით მოვხსნათ უხერხულობა. რესტორანს მე ვკისრულობ. ჩემი კორესპონდენტების გუნდი კი ჩვენთან მხოლოდ საქეიფოდ ჩამოვა და გესლის დანთხევის ნაცვლად ყველას ჭიქებს მოგვიწკარუნებენ. პირობას გაძლევთ, რომ დაგამეგობრებთ მათთან. შეთანხმებული ვარ. „ხუტა უფროსმა“ კი ჩამოაწეროს ერთაოზ ბრეგაძეს ვირტუალურად დაპირებული ვალების უდიდესი ნაწილი და დასჯერდეს მხოლოდ იმ ნიძლავში წაგებულ სიმღერას – ერთაოზ ბრეგაძემ, რომ უნდა დაუბრუნოს ღვთისმშობელას. ოღონდ ამ შემთხვევაში ტექსტად „ჩიტი გვრიტი“ არ გამოდგება. ვთავაზობ შესაფერის ტექსტს:

„ფული გიმღერის ნანასა,

ზღაპარს გიამბობს პიკასო,

ერაყში ფულის კალათა

„საპროცესოთი“ გვიდგასო.

ერაყო ჩვენო თამასავ –

ოცდაორიმილიონი „ვინ ქნასო“?!?!

თუ არ შეთანხმდებიან იმაზე, რომ გურული იუმორით, შინაურობაში ერთ გემრიელ სიცილ–ხარხარში უნდა მოგვარდეს უხერხულობა – მაშინ მედიაკამპანიის პარალელურ რეჟიმში, მოწვეული თერთმეტი უფლება დამცველის დახმარებით, იძულებული გავხდები შევთავაზო სხვა ქვეყანაში სამღერი ტექსტი:

„ძაღლების ჩამოსაგდებო

სტრასბურგო, ჩემო სტრასბურგო…“

ვიცი, რომ ეს ბევრს არ ესიამოვნება. მეც ჯოჯოხეთურ უსიამოვნებაში მაცხოვრებს ეს ვიღაც ჩემთვის უცნობი ჯორზე შემჯდარი უმეცარის მიერ სახელმწიფოებრივ მარაზმამდე ამაღლებული – ვაკელი მეძავის „ძუკნური ხუშტური“, რომელიც უკვე სამი წელიწადია მასმევს „აბი გლუკოზას“. ამას მაინც არ ვუსურვებ არც ჩემი ოჯახის დამტანჯველსა და ყელამდე ვალებში ჩამფლავ „ხუტა უფროსსა“, თუ „ერთაოზ ბრეგაძის“ ბრიგადას. მზად ვარ ყველაფერი გურული სუფრით დამთავრდეს. რა თავხედი ვარ არა?! თურმე იმასაც ქე ვბედავ, რომ – ეს სამწლიანი ჯოჯოხეთი არ მიხარია!!!

როგორც წინა განცხადებებშიც და სამჯერვე მოცემულ ჩვენებებშიც მოგახსენებთ:

„არავის მკაცრად დასჯა, არავისი ცოდვა (თუნდაც ღირსი და სამართლიანი) მე არ მინდა. მინდა (სისხლხორცეულად მჭირდება) მხოლოდ საფუძვლიანად დასაბუთებული სიმართლე, რომელსაც უაღრესად ტენდენციური გამოძიებაც კი ვერსად წაუვიდა, მყარად და ყოვლად განუახლებლად დასრულებული საქმე, რომელშიც ზემოაღნიშნული საფუძვლიანად დასაბუთებული (სამწუხაროდ – გამოძიებისათვის უაღრესად – არასასურველი) სიმართლე დეტალურად, მისხალებში და სრული სიზუსტით აისახება“.

საქმის დასრულების რაიმე სხვა ფორმით გაფორმებაზე არავითარ შემთხვევაში თანახმა არ ვარ და ამ მხრივ ჩემი პოზიცია იქნება შეურიგებელი, აქტიური, ყოვლად უკომპრომისო, რისთვისაც დაუდგრომლად შევძრავ მსოფლიოს ყველა სტრუქტურას, უფლებადამცველსა, თუ მედიასაშუალებას; ამისათვის მზად ვარ ბრძოლის ნებისმიერ სიმწვავეზე, ნებისმიერ საშინელებაზე, თავგანწირვის ნებისმიერ ფორმაზე, მათს შორის – უკანონოდ ძებნილობაზეც, უკანონო პატიმრობაზეც და „სამართალდამცველად“ გაფორმებული ყველა კანონდამრღვევი კაციჭამია კრიმინალის თან გადაყოლებაზეც, რაცსაფუძვლიანად მოვუმზადე და სისრულეშიც ბრწყინვალედ მოვუყვან „ხუტა უფროსს“, თუ მას იუმორის კულტურა არ ეყო. ნუ ჩაჰყვება საფლავში თავის „ნასედკებს“ – მითუმეტეს, რომ მე უკლებლივ ყოველ მათგანს „საფლავისაკენ“ კი არა და –სრულიად „სამშვიდობო განაპირისაკენ“ მივუთითებ.

უმორჩილესად გთხოვთ, როგორმე შეაგნებინოთ, რომ უნდა დავასრულოთ (ყველასათვის მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ) ეს არ დასაწყები „გურული ოცნება“, რომლის „წარმოებითაც“ რამდენიმე სინდის–ნამუსგარეცხილი მოცლილი სულელი გაერთო და კინაღამ რამდენიმე უდანაშაულო ქართული ტრადიციული ოჯახი შესწირეს თავის „რვატომიან გართობას“. დრო იცვლება და ვინ იცის, იქნებ უახლოეს მომავალში სამართლიანი კანონაღსრულებისაგან ჩემმა მიმტევებლურმა დიდმა მცდელობამაც ვეღარ უშველოს იმ „რვატომიანი გართობის“ რამდენსამე შემოქმედს, რომლებიც უფლის წინაშე ნამდვილად არიან გაწირვისა და გადაყოლების ღირსნი. ხოლო მას შემდეგ, რაც საქმის დასრულების დოკუმენტში ზუსტად და დეტალურად აისახება სინამდვილე და მე განმესაზღვრება დაზარალებული პირის იურიდიული სტატუსი – თანახმა ვარ ყოველგვარ დათმობაზე, ხელს მოვაწერ ნებისმიერ სამშვიდობო დოკუმენტს, რომელსაც თქვენ შეიმუშავებთ ჩემს დამცველთან, ადვოკატ ვახტანგ თალაკვაძესთან ერთად და გარანტიას ვაძლევ ყველას, როგორც „მოსარჩელე მხარეს“, ისე კანონისა და ყოველგვარი ადამიანური სამართლის არაადამიანურად დამრღვევ „სამართალდამცავებს“ (მარტო სახელწოდებაზე მაინც – ღმერთი როგორ არ გაიცინებს!!!), რომ ჩემგან დავიწყებული იქნება ყოველგვარი წყენა, საქმეს დაესმება წერტილი, თუკი აქეთ აღარავინ შემეხება. თუ ამისათვის საჭიროდ ჩათვლით – მე თვითონვე შემოვალ  საინიციატივო წერილი–შუამდგომლობით, რომ არავინ არ დაისაჯოს და პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი, რომელსაც აღიარებს დამნაშავე მხარე – გადაივლის პირობითი მსჯავრით, არაფინანსური ხასიათის მსუბუქი საპროცესო შეთანხმებით, ან საერთოდ სასჯელარიდების ნებისმიერი ფორმით. ყველაფერზე თანახმა და ხელისმომწერი ვარ. მე ხომ არავისათვის მიჩივლია? მე ხომ არავინ არაფერში დამისმენია? მე ხომ არავინ არაფერში (თუნდაც სამართლიანად) არ დამიდანაშაულებია? საქმის დასრულების დოკუმენტის პროექტის ჩემეული ვერსია შევადგინე იმ შედეგიდან გამომდინარე, რომელიც მეთოდური, გეგმაზომიერი და ლოგიკური კვლევის შედეგად „ხელში შემოეკეთა“ (მათთვის არასასურველმა სიმართლემ თავისი გზა თვითონ გაიკვლია), თუ „შემოეძია“, თუ „შემოეკვლია“ – გამოძიებას? მე ხომ ჩემი კერძო სურვილი გამოძიებისათვის თავს არ მომიხვევია? ან რა ძალი შემწევდა – მომეხვია? გამოძიება თვითონ, ბუნებრივი ჭეშმარიტების კვლევის შედეგად მივიდა ამ ვერსიასთან, რისგანაც ახლა დამდუღრულივით ცდილობს (გამოძიება) „გაქცევას“, მაგრამ „სადღა წაუვა“!?!

უმორჩილესად გთხოვთ შეაგნებინოთ, რომ არ არის მათთვის მუნდირის ღირსების შემლახველი ის ფაქტი, რომ  ჯერჯერობით (ხაზგასმით – „ჯერჯერობით“) „უკანონო პატიმრად“ ვერ მაქციეს. სასაცილო და ღირსების შემლახველი მათთვის სწორედ ის ფაქტია, დღემდე  მრავალხმიან ქოროში რომ მღერიან „კრიმანჭულს“ ჩემგან ამოსაღები ოცდაორი მილიონი აშშ დოლარის შესახებ და მათი გამბრიყვებელი „მოსარჩელე მარგალიტა“ რომ დირიჟორობს. გურული ანდაზაა: „მე მათკენ და იგენმა ეშმაკებისკენ?!?!?!“

და ბოლოს!!!!…. ბატონი ლაზარე სეხნიაშვილის ზემოაღნიშნულ 2012 წლის 05 აპრილის №13/15012 საპასუხო წერილში გამოთქმულია სამი აზრი, რომელთაც კატეგორიულად არ ვიზიარებ – მიუხედავად ჩემი უღრმესი პატივისცემისა ბატონი ლაზარე სეხნიაშვილის მიმართ. იმედი მაქვს, რომ ბატონი ლაზარე სეხნიაშვილი ცუდად არ გამიგებს და არ მიწყენს გაუზიარებლობის პოზიციას – შემდეგ სამ აზრთან:

1)      თითქოს ამ ეტაპზე გამოძიებას არ ჰქონდეს საფუძველი ჩემი ცნობისა „დაზარალებული პირის იურიდიულ სტატუსში“, მაშინ, როცა საქმე პირიქითაა; გამოძიებას არა აქვს საფუძველი იმისა, რომ არ მცნოს „დაზარალებულად“. ამ საკითხს მე სიკვდილის ფასად არ მოვეშვები და საფლავს ქვემოთ ჩავყვები!!!

2)      თითქოს მე ჩემი გამოუცხადებლობით „ხელს ვუშლი საქმეზე ჭეშმარიტების დადგენასა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას“ (ციტატა). სინამდვილეში კი მე ძალიან მაღალ დონეზე შევუწყვე ხელი გამოძიებას, რომელიც ძალიან მაღალკვალიფიციურად ჩატარდა და უკვე თითქმის ორი წელიწადია, რაც მყარად და ეჭვშეუტანლად „ჭეშმარიტება დადგენილია“, რაც კატასტროფულ პრობლემას წარმოადგენს გამოძიებისათვის, რადგანაც „სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება“ მას (გამოძიებას) ისევე არ აწყობს, როგორც მსუქან თაგვს – დამშეული კატა. ჩემი „გამოცხადება“ შსს–ს მყარად „დადგენილი (არასასურველი) ჭეშმარიტების“ როგორმე გაყალბებისა და როგორმე „უსამრთლო და ყოვლად სამართალსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების“ გაჯახირებისათვის სჭირდება, თანაც უსათუოდ – ჩემი „გაფუჭების“ გზით, რაშიც – მაპატიეთ თუ „ხელი ვერ შევუწყვე!!!“

3)           თითქოს მე ვარღვევ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 94–ე მუხლს. სინამდვილეში კი მე არც წერილობითი უწყება ჩამბარებია, არც სატელეფონო სიტყვიერი „დაუწყება მიმიღია“; რასაც ადასტურებს უწყების მიღება–ჩაბარებისა, თუ „იძულებითი მიყვანის“ მიზნით ჩემს ბინაში მიბრძანებული „საპატიო სტუმრების“ ყოველი საოქმო ჩანაწერი. ყოველ ჯერზე გამოძახების შესახებ ვგებულობდი გვიან, მას შემდეგ, რაც ჩემი გამოცხადებისათვის მითითებული დრო კარგა ხნის გავლილი იყო. ხოლო შსს იმავე 94–ე მუხლით სპეკულირებს, იყენებს მას ბოროტად, უფლებამოსილების გადამეტებისა და ჩაფიქრებული დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მიზნით, რაც მყარად დაამტკიცა განვლილი დროის მანძილზე. არც მომავალში მივცემ საშუალებას შსს–ს, რომ მომექცეს ისე, როგორც ორგანიზებულ დანაშაულში კარგად გაწვრთნილი რეციდივისტების ბანდა ექცევა – თავის მიერ გეგმიურად შერჩეულ მსხვერპლს. ისე ხუმრობანარევი სიმართლით ვიტყვი, რომ საქმის მწარმოებელი უდავოდ ნიჭიერი გამომძიებლები – მეტად „უნიჭო ბანდიტები“ გამოდგნენ! ამას მათ სასარგებლოდ ვამბობ, რადგანაც „პროფესიონალს“ ნორმალურ სახელმწიფოში „ბანდიტობას“ არავინ დაავალებს და არავინ ჰკადრებს „კლოუნის“ მდგომარეობაში ჩაგდებას.

ასე რომ არასწორია ფორმულირება: „მე არ ვცხადდები“. მართებული იქნებოდა ფორმულირება: „ჩემი დაუწყება ვერ მოხერხდა“. ეს კი კანონდარღვევა არ არის.

პირადად ბატონ ლაზარე სეხნიაშვილს სრულიად ვენდობი და მას „მოწმის სტატუსითაც“ ვეახლები პროკურატურის შენობაში (არა – შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში), ნებისმიერ დროს, როცა დამიბარებს. თბილისსა და საკუთარ ბინაში კვლავინდებურად არ გამოვჩნდები და პოლიციას არ მივცემ საშუალებას „ნარკოტიკი აღმომიჩინოს“, ან „ბავშვების ფეხსაცმელების შესანახ სათავსოში – პუტინის მიერ მოწოდებული ზარბაზანი მიპოვოს“ (ირაკლი ოქრუაშვილის საყვარელი ილეთია). უბრალოდ ბატონმა ლაზარე სეხნიაშვილმა ჩემი დამცველის, ადვოკატ ვახტანგ თალაკვაძის მეშვეობით სიტყვიერად დამიბაროს და მე „მოსვლის ჩემეული მეთოდით ორგანიზებას“ მოვახდენ – სათანადო „მედიადაცვის ჩემეული მექანიზმით“. თუმცა დარწმუნებული ვარ – გამოძიებას ჩემი დაბარება აღარაფერში აღარ სჭირდება, რადგანაც ბუნებაში აღარ არსებობს კითხვა, რომელზეც პასუხი არ მაქვს გაცემული და ეჭვშეუვალი მტკიცებულებების აურაცხელი რაოდენობით არ მაქვს გამყარებული. დამეთანხმეთ – უიშვიათესად ხდება ძიების პრაქტიკაში ისეთი მკვეთრი და უნიკალური მტკიცებულებების მოპოვება, როგორი მტკიცებულებებიც მე წარმოვადგინე!!! წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა გამოძიების დასაწყისშივე სრული ასი პროცენტით ამოწურა საკითხი, უპასუხა ყველა კითხვას და მოსპო ყოველგვარი ეჭვი. გამოძიებამ კი მთელი თავისი ძალისა და გონებისხმევა მხოლოდ მიღებული სურათის გადამოწმებაშიღა ჩადო (ნამდვილად შესაშურსა და მაღალპროფესიონალურ დონეზე ჩადო). არ არის ეს ჩემი მხრიდან ხელშეწყობა? თუ პირიქით – დამანგრეველი ხელის შეშლა ხომ არ არის???  როგორც ირკვევა – გამოძიების მხრიდან ასეთი  სიმძლავრით მუშაობას ერთადერთი მოტივაცია ჰქონია – როგორმე შეეცვალა გამოკვეთილი სურათი, რომელსაც დღემდე ვერ ურიგდება. რომ დამიბარონ, რაღა უნდა მკითხონ? ჩემი დაბარება მხოლოდ შსს–ს სჭირდება თავის შენობაში, სადაც დამკითხავს კი არა – დილეგში მომიხდენს „ელექტროდამუშავებას“, რათა „ჩემზე ხელის შეწმენდის“ გზით გადაარჩინოს რეგვნულად დაგეგმილ კრიმინალურ დანაშაულში ღრმად და იქიდან გამოუსვლელად შეტოპილი თავისი „მოსარჩელე მხარედ“ გაფორმებული „ნასედკა – პროვოკატორ–ინფორმატორთა“ (არ ვიცი დღევანდელი ტერმინით, როგორ იწოდებიან) ჯგუფი და მათი „პროფესიონალი“ წამქეზებელ–დამგეშავი ჩინოსნები. ამასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში „იგმირებს“ (შსს), თუ პროკურატურისაგან წინასწარ ექნება მიღებული „კაცური სიტყვა“ (როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა) იმაზე, რომ „გაუპრავდება“ ჩემი „ელექტროდამუშავების“ შედეგად (თავის გურულ ოცნებაში“…) მისაღები ის ყბადაღებული და სრულ აბსურდამდე მისული, ეგრეთ წოდებული (რეალურად ვერანაირი ძალის მიერ ვეღარ მიღებადი) „აღიარებითი ჩვენება“ (ანუ „ცხვარი“, რომელმაც „ექვსი ლომი უნდა შთანთქოს“), რომელსაც უკვე ფორმალურადაც ვეღარავინ ვეღარანაირ ძალას ვეღარ შესძენს!!! ხოლო „ძალადმოსარჩელეებს“ კი სერიოზულ დანაშაულთა და უბინძურეს ცოდვათა ენით აუწერელი ჩამონათვალისაგან – ჩემი „გაფუჭების“ ხარჯზე – შსს „გარეცხავს“ კი არა – წმინდა სინოდიც ვეღარ„განწმენდს“. მე კი გიმეორებთ, რომ ჩემგან „გადასარჩენი არავის არაფერი არ სჭირს! არავის არაფერს არ ვერჩი!!!“ ყველამ უფალთან აგოს პასუხი!!!

კითხვები გამოძიებას ახლა ჩემთან კი არა – „მოსარჩელე მხარეს“ მდგომ რეალურ დამნაშავეებთან აქვს, რომელთაგანაც ვერაფრით ვერ გამოძერწა (გამოძიებამ) „ჩემ მიერ დაჩაგრულთა“ კინოლიტერატურული პერსონაჟები. ეს კითხვებიც (მათთან) მხოლოდ და მხოლოდ იმის გარკვევასღა მოემსახურება, თუ რომელ მათგანს, რა სახის ბრალი უნდა წაეყენოს, თორემ სხვა ყველაფერი – მათთანაც სრულიად და ამომწურავად გარკვეულია, თანაც – იმდენად, რომ სურათს ვეღარაფერი ვეღარ შეცვლის, რა ხნითაც და რა ნერვების წყვეტის ფასადაც არ უნდა გაწელონ და გააჭიანურონ მისი (სურათის)Finita la commedia.

ასე რომ მე მზად ვარ  მოვხსნა ეჭვი იმის შესახებ,თითქოს არასაკმარისად ვიყო შეყვარებული 94–ე მუხლზე და „მოწმის სტატუსით“ ვეახლო ბატონ ლაზარე სეხნიაშვილს. მან და საერთოდ მთავარმა პროკურატურამ კი  აიღონ თავის პასუხისმგებლობაზე სამართლის, ანუ ჩემი კუთვნილი უსაფრთხოებისა, თუ ხელშეუხებლობის დაცვა, ანუ ამჯერად მე მომეცით „კაცური სიტყვა“ იმაზე, რაც კანონით მეკუთვნის. მე კი კვლავ და კვლავ: … „თუნდაც უაღრესად ტენდენციური გამოძიების შედეგად მიღებული (სამწუხაროდ – გამოძიებისათვის „არასასურველი“) სურათი, ესე იგი – პრაქტიკულად არსებული რეალური ვითარება – სრული სიზუსტით, დეტალურად გაფორმდეს თეორიულადაც!!!“ ეს არის ჩემი უმორჩილესი თხოვნა და ნებისმიერ სამშვიდობო გადაწყვეტილებას ვუერთდები ნებისმიერი ფორმით.

დანარჩენს დაკითხვაზე მოგახსენებთ, თუ კი ეს მართლა და სჭირდება გამოძიებას და ჩვენს შორის შედგება „კაცური სიტყვა“, რაც გამოისახება იმაში, რომ მიმდინარე განცხადებაზე პროკურატურის საპასუხო წერილში, ჩემი კუთვნილი უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის დაცულ მდგომარეობაში გადაყვანის მიზნით მომეცემა შემდეგი წერილობითი პირობები:

  1. ბოლოს და ბოლოს მთავარი პროკურატურა გამოვა ჩრდილიდან და აღკვეთს ჩემ მიმართ შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ხან ღია განუკითხავობას, ხან კი – ჩასაფრებულ, მოსახერხებელი მომენტის ცდაში მყოფ მდგომარეობასა და მის (სამმართველოს) ყოვლად კანონსაწინააღმდეგო დანაშაულებრივ–კრიმინალურ ჩანაფიქრებს. საამისოდ სასათბურე პირობები პროკურატურამ სამმართველოს მიზანმიმართულად – სამი წლის მანძილზე უქმნა და უქმნა… საკმარისი არ არის ამგვარი „კოლეგიალური თანაგრძნობა“? ახლა სამმართველომ გამოუცხადოს პროკურატურას „კოლეგიალური თანაგრძნობა“ და აცალოს საქმის დასრულების გაფორმება;
  2. ყოველგვარი კონტაქტი სამმართველოსა და ჩემს შორის (დაკითხვა, ექსპერტიზა, დაპირისპირება, თუ ნებისმიერი საგამომძიებლო მოქმედება) – შედგება და წარიმართება ზედამხედველი უფროსი პროკურორის, ბატონი ლაზარე სეხნიაშვილის თანდასწრებით, მისი უშუალო ზედამხედველობით, მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და მისი პირადი იურიდიული პასუხისმგებლობით;
  3. მეორე სამმართველოს აღარც ერთი თანამშრომელი აღარ შემეხება და აღარ გამოვა ჩემთან უშუალო კონტაქტზე – ზედამხედველი პროკურორის, ბატონი ლაზარე სეხნიაშვილის გარეშე;
  4. ყოველი ჩვენი შეხვედრა (თუკი ასეთი რამ საჭირო გახდა) – შედგება არა შსს–ს შენობაში, არამედ – პროკურატურის შენობაში, საიდან გამოსულიც – მშვიდობით მივალ შინ;
  5. 5.    რით ავხსნა ის, რომ ბატონი ლაზარე სეხნიაშვილი არაერთხელ შეხვდა „მოსარჩელე მხარედ“ წოდებულ რეალურ „დამნაშავე მხარეს“, არაერთხელ დაჰკითხა იგი, არაერთხელ ჩაჰხედა მას თვალებში, შეამოწმა იგი მაღალპროფესიული სპეციალური მეთოდებითა და ნაბრძმედი ინტუიციით, მყარად დარწმუნდა მის „დამნაშავეობაში“ – შედეგად კი ყოველ ჯერზე მაინც მე გამწირა (დღემდე გაწირულ მდგომარეობაში მამყოფებს), ისე, რომ – არც  ერთხელ არ შემხვედრია (რატომ? შიშობს, რომ ჩემში „მართალი კაცის“ დანახვა, რაშიც დარწმუნებულია – ხელს შეუშლის სამმართველოსათვის კოლეგიალური ანგარიშის გაწევაში?) და ყოველმხრივ ხელსაყრელი ნიადაგი შეუქმნა (დღემდე უწყვეტად უქმნის) სამმართველოს, რომ კანონსაწინააღმდეგოდ, მეტიც ბანდის მეთოდებით ითარეშოს ჩემს  სამართლებრივ სივრცეში და სრული განუკითხავობა მომიწყოს? ახლაც ასეთი „გატრუნვისა“ და „გაუგებარი უძრაობის ხანა“ დაგვიდგა. მე კი ისევ გარიდებული ვარ საკუთარ ბინას, ვივსები ვალებით, ხან ვის ვუზივარ სახლში „ნახლებნიკად“ და ხან – ვის, ვერ აღვდექი სამსახურში, ვერ აღვადგინე წარმოება, ვერ აღვიდგინე ღირსება და ავტორიტეტი და ჩემი ოჯახის მრავალწახნაგოვან უბედურებათა კომპლექსით სამმართველო „მოსარჩელე მარგალიტასთან“ ერთად დუეტში „საქმობანას თამაშობს“ – პროკურატურის ფარული ხელდასხმითა და მდუმარე ლოცვა–კურთხევით („დაზარალებული“ არა ვარ ხომ?). სერიოზულ სახელმწიფო პირებს  ასეთი უღირსი ფასეულობებით გართობა, როგორ ეკადრებათ – მაშინ, როცა მსგავსი იაფფასიანი მეწვრილმანეობა და პატარკაცობა „მიკირტუმ გასპარიჩისა“ და „ტიგრან ჰოპოპიანცის“ ვოდევილებშიც არ აღწერილა?!?!

მიუხედავად ამ ზემოაღნიშნული მცირეოდენი საყვედურისა – მე მაინც დიდად მადლიერი ვარ მთავარი პროკურატურისა და სახელდობრ ბატონი ლაზარე სეხნიაშვილისა, რომლის  ასეა, თუ ისე – მაინც სერიოზული პროფესიონალისა და სერიოზული მამაკაცის თავშეკავებით, სამართლებრივი წონასწორობის (შესაძლებლობის ფარგლებში მაინც) დაცვით – გარკვეულ დონეზე მაინც შეკავებულია სხვათა მიერ არაერთხელ ცდილი განუკითხავობა. მესმის, რომ სწორედ პროკურატურის მეტნაკლებად სერიოზული მიდგომის შედეგია ის, რომ ჯერჯერობით არც „უკანონოდ ძებნილი“ ვარ და არც „უკანონო პატიმარი“ (ორივე მდგომარეობისათვის მზად ვარ. პოზიციას კი სიკვდილის ფასად არ შევცვლი). მეტის საშუალებას ალბათ რეალობა არ გაძლევთ! ხომ ყველასათვის ცხადია როგორ სამართლებრივ გარემოშიც ვცხოვრობთ?!

ასე რომ… ველოდები თქვენს წერილობით პასუხს,ან – ჩემს ბინაში (იქ არ ვარ) მისულ ფორმიან „საპატიო სტუმრებს“, რომლებიც ოქმს დაწერენ – იმის შესახებ, რომ „ჩემი დაუწყება ვერ მოხერხდა – შესაბამისად, ვერც შსს–ს შენობაში ჩემი „იძულებით მიყვანა“ ვერ შედგა“. ანუ კიდევ ერთხელ გაიწკრიალებს მითი იმის შესახებ, რომ მე ჩავდივარ უკანონობას და ხელს ვუშლი გამოძიების დასრულებას იმით, რომ „არ ვცხადდები“, რაც („გამოუცხადებლობა“) დამიგროვებს „დანაშაულებრივ სტაჟს“. რა იცით რაში გამოგადგებათ არა?! აბა სხვა რაღა ხავსი მოეპოვება ეგზომ წყალწაღებულ გამოძიებას მოსაჭიდებლად? ამ „ხავსსაც“ გამოვაცლი!!! ფორმიანი „საპატიო სტუმრების“ მორიგ ოქმსა და ამ ქმედებას კი –  „თქვენს პასუხად“ ჩავთვლი.

P.S. ეს განცხადება, ისევე, როგორც წინა განცხადებები, აბსოლუტურად ყველა ჩემს ხელთ არსებული ეჭვშეუვალი მტკიცებულება თანდართული აკადემიური თარგმანით, ჩემეული აკადემიური ანალიზით და ფუნდამენტურად მიმოხილული ვერსიით – ხელთ აქვთ ხსენებულ კორესპონდენტებსა და უფლებადამცველებს. თუ დავეკარგები კონტროლიდან … ჩაირთვება მანქანა, რომელსაც ვეღარავინ ვეღარ გამორთავს! თქვენი სამართლიანი გადაწყვეტილება კი მათ „გესლიან ქმედებათა“ ყოველგვარ საფუძველს სამარადჟამოდ მოუსპობს.

–            დიდი იმედით, წინასწარ დიდი

მადლიერების გრძნობითა და

უღრმესი პატივისცემით –

„მოლოდინის რეჟიმში მყოფი!!!“

განმცხადებელი,                                                  ზ.ბ. ჯაფარიძე, რაჭველი თავადი,

ოღონდ არა „ურიატნიკი“. ასე რომ,

გურულებისაგან ბოღმას არ

ვიმსახურებ

2012 წლის „15“ ივნისი

შესულია 2012 წლის 18 ივნისს. შესვლის რეესტრის სარეგისტრაციო საკონტროლო №01/13–37542. უნიკოდი KA010125908504612, შესვლის დრო 11:54

_____________________________________

და კვლავ…       ოპოზიციურობაზე თავდადებული ტელეკომპანია „მაესტროს“ყოფილ წამყვანს, ქალბატონ ნათია მიქიაშვილს.

ქალბატონო ნათია! ქართველ ჟურნალისტებს განსაკუთრებულზე განსაკუთრებული მსოფლიო მისია გვაკისრია. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ კაცობრიობას, რომ ჩვენი დარგი პროსტიტუცია კი არ არის, რასაც დღევანდელი მსოფლიო ქადაგებს, არამედ ჟურნალისტიკა წამყვანი ძალაა ღირსეული პიროვნებისა და ღირსეული საზოგადოების შექმნაში. ყოველთვის მოხიბლული ვიყავი თქვენი პროფესიონალიზმითა და იმ ტელეპორტრეტით, რომელსაც ეკრანზე ჰქმნიდით, მაგრამ საშინელი განხიბლვის წინაშე დამაყენეთ. მინდა მჯეროდეს, რომ თქვენი მხრიდან ეს უბრალოდ შეცდომა იყო, რისგანაც არცერთი თქვენი კოლეგა დაზღვეული არ ვართ. რამდენად ღირსეული საქციელია ქართველი დედისაგან (ალბათ, ხომ!!!), კდემამოსილი მანდილოსნისაგან (ასეთად გხედავდით – ღმერთი, რჯული, ხატი!!!), თქვენი დონის პროფესიონალისაგან – ყოვლად შეუმოწმებლად განქიქება იმ უვაჟკაცესი, მსოფლიოს ყველა გურგუმალ ცეცხლში ნაომარი ბიჭებისა, რომელთაგან ერთი სამშობლოს უკიდურესი სიყვარულისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის არის მოკლული (გია კრიალაშვილი), ხოლო მეორე კი ამავე „ნაკლოვანებათა“ ბრალდებით, ცხრა გამავალი ტყვიით სამუდამოდ დაინვალიდებული, ოცდაცხრა წლით არის ჩაგდებული ციხეში (კობა ოთანაძე) და მათი აღმზრდელისა, რომელიც მათ მიმართ უღალატობისათვის (რეალური მიზეზი მხოლოდ ეს არის) არაიურიდიულ, მაგრამ ფაქტობრივ დევნილობაშია (თქვენი მონა მორჩილი) და ვერც ერთი ჩვენგანი თავს ვერ დაიცავს იმ პასკვილისაგან, რაც შსს–დან მიიღეთ და დიდი სიხარულით ჩაეჭიდეთ ამ „კარგ პროფესიულ მასალას?!“ ჩემი ერთ–ერთი აღზრდილი უმცროსი მეგობრის (ახლა ისიც კობა ოთანაძესთან ერთად იხდის „სასჯელს“ ზუსტად იმავე „ნაკლოვანებათა“ ბრალდებით) მეუღლე სტომატოლოგია და მისგან, როგორც უაღრესად კეთილსინდისიერი ექიმისაგან, ერთი ღვთიური სიბრძნე მსმენია: „მე პირველ რიგში ექიმი ვარ და მეორე რიგში ვარ სტომატოლოგი. ლენკომიცინით რომ ვუმკურნალო პაციენტს ღრძილებზე, ის ჩემგან ძალიან კმაყოფილი და პირისღრუგაუმჯობესებული წავა, მაგრამ წლების შემდეგ მას ღვიძლის პრობლემები წარმოექმნება, რასაც მე ვერ დამიკავშირებს, მაგრამ მე ხომ მეცოდინება, რომ ვუღალატე პაციენტს, რომელმაც თავის თავი ისე მანდო, როგორც ღმერთს?!“ დამეთანხმეთ, ღვთიური და ნამდვილად კდემამოსილი ქართველი დედის პოზიციაა. ისე ვერ უნდა წაგართვას თავი პროფესიულმა ვნებამ, რომ დაგავიწყდეს ღმერთი და ის, რომ თქვენ მიერ გასვრილ პიროვნებათა უკან დგანან ოჯახები, სანათესავო, სამეგობრო წრეები. თქვენ, თქვენი პროფესიის წყალობით ისეთივე მძლავრი იარაღი გიპყრიათ ხელთ, როგორიც ნეიროქირურგს თავის ტვინის ტრეპანაციის პროცესში – ლანცეტის სახით. ამ მდგომარეობაში მყოფ ქირურგს თავისქალაგადახდილი პაციენტი კი ვერ გაუკონტროლებს კეთილსინდისიერებას, (ვერც ვერავინ ვერ გაუკონტროლებს), არამედ ის მხოლოდ უფლის კონტროლშია. ადამიანის ფიზიკურ მკვლელობაზე გაცილებით უფრო დიდი საშინელებაა მისი მორალური, სულიერი მოკვლა, ანუ გასვრა მისი პიროვნული ღირსებისა. ამ დარგში კი მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს იმ ანონიმ „ჩემ მიერ დაზარალებულს“ (ისემც მას რა ვუთხარი!!!), რომელმაც ეგ ცოდვა ჩაგადენინათ. ჩვენს ორგანოებს კი – უბინძურესი კადრების მოძებნაში, შერჩევაში, გადმობირებაში, მართვაში და ჭეშმარიტ ქართველ პატრიოტებზე მათი მიქსევის ხელოვნებაში არ ჰყავთ ბადალი.

გამოძიება, რომელმაც გამოგზავნილი თავისი შტატგარეშე „ნასედკა–ინფორმატორ–პროვოკატორის“ (არ ვიცი ახლა როგორ იწოდება) ხელით ეგ პასკვილი მოგაწოდათ, როგორც ზემოთაც კითხულობთ და ხვდებით, თავისივე მონაჩმახში გახლართული, იქიდან  ვეღარ გამოდის. გეყოთ ღირსება და აღიარეთ (ეს თქვენ არ დაგამცირებთ. პირიქით …), რომ შეგეშალათ (რაღას ჰკარგავთ?  ჩვენთვის სულში ჩაფურთხების ხარჯზე – მაყურებლის ტაში ხომ უკვე მიიღეთ?!) და იმდენი პატივი მაინც გვეცით, რომ ჩემს დევნილობიდან გამოსვლამდე მაინც შეიკავეთ თავი ანალოგიური პროფესიული ვნებებისაგან. მერე კი, მე როგორც ჩემი, ისე ჩემი ბიჭების (დაღუპულისაც კი) სახელით გეახლებით და პასუხს გაგცემთ ნებისმიერ კითხვაზე, რაც რა თქმა უნდა ეთიკისა და ინტელიგენტიზმის ფარგლებში ეტევა და მაყურებელს უხერხულობის განცდით არ შეაწუხებს.

–        პატივისცემით –

ზაზა ჯაფარიძე

 ________________________________

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსს

–ბატონ ბესიკ თხელიძეს

საქართველოს მოქალაქე (მოქალაქის პირადი       №––––––––––––––––––. მცხოვრები მისამართზე: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––, ტელეფონი: –––––––––––––––––

ზაზა ბეჟანის ძე ჯაფარიძის

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოს წარმოებაში მყოფი სისხლის სამართლის საქმე №009090203 (დეტექტივ–გამომძიებელი თინათინ მექვაბიშვილი, ზედამხედველი პროკურორი ლაზარე სეხნიაშვილი), რომლის დასრულებაც ხელოვნურად იწელება და ჭიანურდება მორიგჯერ (ვეღარც ვთვლი–უკვე მერამდენედ) გაგრძელდა იმ ბუნებაში არ არსებული მიზეზითა, თუ საბაბით, რომელიც მოყვანილია ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გ.შონიას 2012 წლის 27 ივნისის ბრძანებაში (საქმე №11 ა/6094).

თურმე არსებობს „გონივრული ეჭვი“ იმის შესახებ, რომ 2007 წლის მაისში მე ქ.თბილისში, ვაკეში, „მრგვალ ბაღში“ ჩადენილი დანაშაულის შედეგად უკანონოდ დავეუფლე 300 000 (სამასიათასი) აშშ დოლარს, რაც სრული ასი პროცენტით გამოვრიცხე და ახლა, 01 ოქტომბრის არჩევნების წარმატებით დასრულების შემდეგ უფრო მეტის თქმაც შემიძლია: „სრული ასი პროცენტით ვამტკიცებ იმასაც, რომ „მოსარჩელე მარგალიტას“ თავის რიგით მესამე, თუ მეოთხე ჩვენებაში ზემოაღნიშნული ბრალდების ჩაწერა (მანამდე გამოძიების დაწყებიდან მისი მსვლელობის თითქმის ერთი წლის მანძილზე ამ ბრალდებასაც არსად უარსებია. ის მოიჩმახა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძიება ჩემთან პირწმინდად დამარცხდა და ახალი „პრიჩინის“ ქურდული წამოჭრა გახდა საჭირო) სამართალდამცავებმა აიძულეს და ცრუ მოწმეებიც სამართალდამცავებმა „დაამუშავეს“. სიტყვიერად გამოძიება ამაში ბევრჯერ გამოტყდა.

გამოძიება ჩემთან ამ მხრივაც პირწმინდად დამარცხდა, რაც ძალიან კარგად ჩანს ჩემს თქვენთან შემოტანილ ოფიციალურ, კანცელარიაში დარეგისტრირებულ განცხადებებში, რომელთა სერიალიც განვათავსე ინტერნეტ ბლოგზე (sheriskhuli.wordpress.com) და რომელსაც გამოეხმაურა მედიაკორპორაცია „ასავალ–დასავალის“ სტრუქტურული განაყოფი „ცხელი ხაზი“ (გაზეთ „ასავალ–დასავალის“ 2012 წლის 02 ოქტომბრის №40 (938) გამოცემის 29–ე გვერდი). ამ უკვე მეორე პირწმინდა მარცხის (სამი წლის ცხოვრება, ნერვები, ჯანმრთელობა, უამრავი ფული, გრანდიოზული ფინანსური ზარალი, აუწერელი მორალური ზიანი და ა.შ.) შემდეგ გამოძიებას ახალი „ქურდული პრიჩინა“ დასჭირდა და იერიში მიიტანა ჩემს შვილობილზე (მეუღლის ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან), რომელიც არა დიდად წარმატებული მეწარმეა. ზემოაღნიშნულ სასამართლო ბრძანებაში მოყვანილი „ქურდული პრიჩინა“ განმარტავს ახალ „გონივრულ ეჭვად“ წოდებულ განახლებულ სარეკორდო აბსურდს: თურმე ის 300 000 (სამასიათასი) აშშ დოლარი, რომელიც 2007 წლის მაისში მიმითვისებია (მიუხედავად იმისა რომ ეს გამოირიცხა) ჩემი ქალიშვილის ბიზნესსაწარმოს საბანკო ანგარიშზე 2005 წელს შემიტანია“.

„უჟამო ჟამის“ თეოსოფიური კრედო  მხოლოდ და მხოლოდ იესო მაცხოვარის მიმართ დაუშვა მსოფლიოს ყველა დროის კლასიკურმა ფილოსოფიამ (წმიდა მუჰამედ წინასწარმეტყველს ეს პატივი ვერ ერგო), როდესაც დაუშვა, რომ „ახალი აღთქმის“ მოვლინების შემდეგ ცოდვილ  დედამიწაზე ჩამოსულმა „ძემან უფალმან“ განაგო თავის მოვლინებამდე არსებული „ძველი აღთქმა“.

სამწუხაროდ არც პროკურატურა და არც სასამართლო – არ დაელოდნენ იმას, თუ როდის უქადაგებდა ნეტარი ავგუსტინის მიერ სვეკურთხეული  თინათინ მექვაბიშვილი კაცობრიობას, რომ ჩემი სახით ქვეყნიერებას  ახალი „ძე უფალი“ გამოეცხადა (თანაც „მრგვალ ბაღში“ მოთაღლითე  ქვაბავაზაკი) და „უჟამო ჟამის“ ხელმეორე მოვლინებით კიდევ ერთხელ გადასინჯა გალაქტიკის კალენდარული ქრონიკის ისტორიოგრაფია – ისე გაიცა ზემოაღნიშნული სასამართლო ბრძანება და ისე შეუდგა „ცოცხის პარტიის გამოძიება“ ხელის ბილწად ფათურს ჩემი ქალიშვილის სუფთა ბუხჰალტერიასა (2005 წლის ანგარიშებიდან) და სუფთა სულში.

გაგახსენებთ იმ შემზარავ კადრებს, რომელმაც შოკში ჩააგდო მსოფლიო!!!

ღვთის მადლით ხომ დასრულდა ეს პოლიტიკა?! როგორმე შეეგუონ „ერთაოზ ბრეგაძე“ და „ხუტა უფროსი“, რომ ვერ დაკმაყოფილდა მათი „ცოცხური თავმოყვარეობის ხუშტური“ (ეს სნეულება ახალი ფენომენია მსოფლიოს ფსიქიატრიაში) და მაპატიონ, რომ „ცოცხურ–ღირსებაშელახულნი“ დავტოვე, რადგანაც – დამეთანხმეთ – იმდენად დიდი მსხვერპლი მოითხოვა ჩემგან მათმა „ცოცხურმა ღირსებამ“, რომ მე მას ნამდვილად ვერ გავიღებდი. მითუმეტეს ვერ დავუშვებ იმას, რომ გამოძიებამ ნერვები უშალოს და ღირსება შეულახოს ჩემს ქალიშვილს, რომელსაც არავითარი შეხება არა აქვს გამოძიების მიერ ამ ახირებულ, ბუნებაში არ არსებულ ბოდვით თემატიკასთან.

ჩემი პოზიცია „მშვიდობით დასრულდეს მიმდინარე „საქმე“ (უფრო „საქმე“ ნუ ასაქმა ამ „საქმის“ ყველა მოსაქმობანეს) – უცვლელია და ის არც მომავალში შეიცვლება“, მაგრამ მაქვს მცირეოდენი, უმნიშვნელო კორექციებიც, რაც შემდეგში მდგომარეობს:

  1. სასწრაფოდ იქნას გამოწვეული სასამართლოდან ზემოაღნიშნული ბრძანება, გაუქმდეს ძიების ამ ნაწილში ყველა აბსურდული დოკუმენტი და ამაზრზენი ჩანაფიქრი და ძიება წარიმართოს ისევ 2012 წლის 27 ივნისამდელი, ანუ ბრძანებამდელი მდგომარეობიდან, ანუ, მოიხსნას მესამე, თითიდან ვერც გამოწოვილი „ქურდული პრიჩინა“. ერთი სიტყვით მოეშვას გამოძიება ჩემს ქალიშვილს და ნუ მაქცევს ყველაფერზე წამსვლელ გიჟად. ვარწმუნებ, რომ არ აწყობთ.
  2. ჩემს ბოლო განცხადებაში ხაზგასმით განგიმარტეთ, რომ მზად ვარ „მოწმის სტატუსით“ ვეახლო  დაკითხვაზე პროკურორს, ბატონ ლაზარე სეხნიაშვილს უშუალოდ პროკურატურის შენობაში (სადაც არ არის „საწამებელი დაზგა–დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორიები, არ მუშაობს ეგრეთწოდებული „ცოცხების საამქრო“ და არ მსახურობენ პირზე დუჟმომდგარი სპეცტრენირებული „მეცოცხე პროფესიონალები“) და არავითარ შემთხვევაში – შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში (სადაც ზუსტად ამ ექსპერიმენტის ფიზიკურ ცდისპირად მიბარებდნენ და არა „დასაკითხად“, რაც („დაკითხვა“) გამოძიებას არ აწყობდა). მომდევნო პერიოდში ჩემმა დამცველმა, ადვოკატმა ვახტანგ თალაკვაძემ – პროკურორს, ბატონ ლაზარე სეხნიაშვილს სიტყვიერად არაერთხელ შეახსენა  (მათ შორის ტელეფონით – ჩემს თვალწინ) ჩემი მზაობის შესახებ, მაგრამ პროკურატურამ ჩემი „დაკითხვა“ ამ ცნების ნამდვილი და კლასიკური გაგებით (ანუ „ცოცხის“ გარეშე) – არ ინება. როგორც გათხოვებაზე გავეშებული, თავმოყვარეობა დაკარგული ქალი „ეტენება“ ცოლად თავის მიერ  ამოჩემებულ არჩივს, ისე უთავმოყვარეოდ „ვეტენები“ პროკურორს „უცოცხო დაკითხვაზე“ პროკურატურის შენობაში და „ვერ შევეტენე“. ამ დროს კი ძალაშია შსს–ს დადგენილება „ჩემი დაკითხვაზე იძულებით მიყვანის შესახებ“ შსს–ს შენობაში (ანუ „ცოცხებთან“ და „მეცოცხეებთან“) და რაიონული პოლიცია დღემდე უგზავნის ჩემს ოჯახს „საპატიო სტუმრებს“,  დღემდე წერენ ოქმებს ჩემი შინ არ ყოფნის შესახებ და ა.შ. რა დასკვნა გამოვიტანო? მაქვს თუ არა მყარი საფუძველი იმის  დასკვნისა, რომ ჩემი „მოწმის სტატუსით“ მისვლა ამ ყოვლად არასაჭირო ეგრეთწოდებულ „დაკითხვაზე“  – უაზრო რისკი და შლეგური მსხვერპლია?! მე დღემდე არ ვცხოვრობ თბილისში და საკუთარ ბინაში და დღემდე განვაგრძობ დევნილობაში ცხოვრებას. ისე გაგრძელდება მანამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩემი ძალიან ადვილად შესრულებადი ორი სამართლიანი მოთხოვნა:

ა) სასწრაფოდ გაუქმდეს დადგენილება „ჩემი იძულებით მიყვანაზე შსს–ის შენობაში დაკითხვის მიზნით“ და მომეცეს საშუალება შევუდგე აღდგენას ჩემთვის ჩვეული ცხოვრების იმ რეჟიმისა, რომელიც ასე საგულდაგულოდ, ასეთი დიდი მონდომებით დამინგრიეს გამოძიებამ და მისმა მოქსეულმა „მოსარჩელე მარგალიტას“ ჯგუფმა;

ბ) განმისაზღვრეთ „დაზარალებული პირის იურიდიული სტატუსი“ (სხვა სტატუსით არც დაკითხვაზე არ გამოვცხადდები და არც „საქმეს“ დაგასრულებინებთ) და მომეცით გარკვეული დრო, რათა სერიოზულად მოვემზადო ამ დაკითხვისათვის.

გიმეორებთ, რომ „არავის მკაცრად დასჯა, არავისი ცოდვა მე არ მინდა და მზად ვარ ყველასათვის მშვიდობით დასრულდეს ეს „საქმე“ (მეხამუშება ეს სიტყვა) იმ პირობების (უცვლელად და მკაცრად) სრული დაცვით, რომელიც წინა განცხადებებში ჩამოგიყალიბეთ“. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც გწერდით ჩემს სულ პირველ განცხადებაშიც, მე შემოვალ საპასუხო სარჩელით და კატეგორიულად მოვითხოვ (უსათუოდ მივაღწევ) ყველას უმკაცრესად დასჯას, ზარალის ანაზღაურებას, მორალური ზიანის კომპენსაციას და კიდევ ბევრ რამეს, რაც  ჯერ კიდევ განსჯის საგნად მაქვს ადვოკატებთან და საფინანსო აუდიტებთან.

სანამ ახალი მთავრობისა და სამართალდამცავი სტრუქტურების განახლებული საკადრო შემადგენლობა ჯერ არ დაკომპლექტებულა, სანამ ჩემი „საქმის“ მწარმოებელი ჩინოსნები თავიანთ ძველ პოსტებზე განაგრძობენ სამსახურს – მანამდე მე სიმშვიდისა და უსაფრთხოების საფუძველი არ მაქვს. როდესაც განახლებული შემადგენლობა დაკომპლექტდება, იმის მიუხედავად ვინ დარჩება თავის სამსახურში და ვინ წავა – სიმშვიდის საფუძველი მათ დაეკარგებათ – მიუხედავად იმისა, რომ მე პოზიციას „საქმის“ მშვიდობიანად დასრულების მოთხოვნით – არ შევცვლი.

უბრალოდ „საქმის“ წარმოება მათ ხელში აღარ იქნება და ის, ვინც „საქმეს“ გადაიბარებს „სრულებითაც არ მოვა იმის დიდი სურვილით, რომ ნამუსი მოსწმინდოს (თუ „მოცოცხოს“) თავის წინამორბედს – იმ უამრავ ენით აუწერელსა და ამაზრზენ დანაშაულზე, რომელიც მას „საქმეში“ დახვდება“. გარდა ამისა, სავარაუდოდ გაუქმდება „საპროცესო შეთანხმების“  პრაქტიკა, აღდგება ის ნორმალური კოდექსი და სხვა საკანონმდებლო დეფინიციები, რომლებიც ცილისწამებას, ცრუმოწმეობასა და კიდევ სხვა სახის გათახსირებულობას „ბრწყინვალების ორდენით“ აღარ დააჯილდოვებენ. მაშინ კი ვაი მის ტყავს, ვისაც „ძველი ცოდვები“ განახლებული კანონმდებლობით დაუკვალიფიცირდება. მისი დაცვის საშუალება ბუნებაში გაქრება. მე კი არავითარი სურვილი არ მაქვს შვიდი პირის (მათ შორის ერთი ოჯახის სამი წევრის) და კიდევ რამოდენიმე ჩინოსნის ციხეში წასვლა (თუნდაც დამსახურებულად. თუნდაც არა ჩემი მიზეზით), რაც გარდაუვალია, ჩემს სახელს დაუკავშირდეს და ჩემი ოჯახი მთელმა საქართველომ „ხალხის გამფუჭებლად“ აღიქვას – მაშინ, როცა „დაზარალებულიც“ მე ვარ,შეურაცხყოფილიც, ცხოვრება დანგრეულიც, ცილშეწამებულიც, გალანძღულიც და დაავადებულიც.

ასე რომ, მოასწრონ „დამნაშავეებმა“ აღნიშნული „საქმის“ მეტნაკლებად უმტკივნეულო ფორმით დასრულება, „გარეცხონ“ მასში ასახული თავიანთი „საქმენი საგმირონი“ და სრულყოფილად დააკმაყოფილონ ჩემი მოთხოვნები, რომლებიც არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და ყველა მხარეს (მოსარჩელეს, ცრუმოწმეებს, თანამონაწილეებს, „საქმის“ მწარმოებლებსა და ა.შ.) მშვიდობის გარანტიას მოუგვარებს. თუ მათს ბიოლოგიურ ანატომიაში ის ფოსო მაინც გადარჩენილა, რომელიც მათ ღმერთმა სინდისის მოსათავსებლად ჩაუპროექტა – უნდა დამეთანხმონ, რომ კარგ პოზიციას ვთავაზობ!!! ყოველსავე ზემოაღნიშნულს „ისინი“ უნდა მთხოვდნენ „მე“ და არა – „მე“„მათ“. თუ არა და – ღმერთმა ხელი მოუმართოთ!!! მე მათ „აღარ შევაწუხებ!!!“ შედეგიც გემრიელად მიირთვან!!!

მიმდინარე განცხადებაც, ისევე როგორც წინა რამოდენიმე – აიტვირთება ხსენებულ ჩემს ინტერნეტბლოგში sheriskuli.wordpress.com და მის ირგვლივ მოხდება მობილიზება ჩემი კორესპონდენტებისა და უფლებადამცველებისა.

გთხოვთ თქვენს გადაწყვეტილებასა და წერილობით პასუხს იმის შესახებ, თუ როგორ, რა ფორმით, დაახლოებით რა დროში გაფორმდება გამოძიების (ჩემთან) მესამე და უკვე საბოლოო კაპიტალური და პირწმინდა მარცხი?!

–            დიდი იმედით, წინასწარ დიდი

მადლიერების გრძნობითა და

უღრმესი პატივისცემით –

განმცხადებელი                                                               ზ.ბ. ჯაფარიძე

2012 წლის 02 ოქტომბერი

პროკურატურის კანცელარიაში შესულია 2012 წლის 03 ოქტომბერს. შესვლის რეესტრის საკონტროლო – სარეგისტრაციო №01/13–57633. უნიკოდი KA010113167375412. მიიღო ქ–ნმა ს.სტეფანიამ. ტელეფონი: 240–51–82.

____________________________________

და ბოლოს!!!… როგორც  ხედავთ მე არც „მოსარჩელე მხარედ“ სახელდებულ რეალურ „დამნაშავეთა“ ვინაობას ვამხელ (არც გავამხელ) და არც მათი წამქეზებელ–დამგეშავი ჩინოსნებისას, რადგანაც, როგორც პროფესიონალმა, ძალიან კარგად ვიცი, რომ თუ წამოტყდა ის „მედიაომი“, რომლისთვისაც აკადემიურად ვარ მზად, მათ მხარეს კაპიტალურად დაუსრულდება ცხოვრება არანაკლებ თხუთმეტ ოჯახს და მათს (ოჯახების) არა ნაკლებ სამ თაობას. უაღრესად დიდი არასერიოზულობაა წამოტეხა ამ ომისა და უმორჩილესად გთხოვთ, პირდაპირ გემუდარებით ყველას – „დავასრულოთ ეს არა ჩემი მიზეზით წამოტეხილი სიგიჟე, რომელმაც ვერ გაგიმართლათ“. რითი რა ვეღარ დარწმუნდით, რომ უკან დამხევი არ ვარ და ჩემი ხათრიანობა, თუ დამთმობი ხასიათი და ის ფაქტი, რომ ეს „ჰაერიდან წარმოქმნილი ქარაფშუტული სიგიჟე“„მსოფლიო ომის“ ღირსად არ მიმაჩნია (არ დავამტკიცე? რაიმეს შევუშინდი? ცოტა დავთმე?) – ჩემს „სილაჩრედ“, ან „სისუსტედ“ არ უნდა ახსნათ. ან ვის უნდა ვეომო? ვისი გულისათვის შევაწუხო მაყურებელი, მსმენელი, თუ მკითხველი? მოწინააღმდეგე მხარის შვიდწევრიან ჯგუფში, ხუთი – მსუბუქი ყოფაქცევის ყავლგასული ქალია, მეექვსე – ცხენის დოზა ნარკოტიკზე მყოფი მანერამონჯღრეული ლაწირაკი, რომელსაც თავისი სახელი არ ახსოვს, მეშვიდე კი – ბერის ანაფორაში გამოწყობილი მტკაველნახევრიანი ზუგდიდელი თაღლითის კომიკური ტიპაჟი (მეტსახელად „წმინდა ძუკუ“), რომელსაც ფეხსაცმლის ზომა ოცდათოთხმეტი ნომერი აქვს (ჩემს ცამეტი წლის ანუკის (შვილიშვილი) ოცდათექვსმეტი ნომერი აქვს). Тоже мне «противники»!!! ადვილი წარმოსადგენია ის „ახვრული ზამაშკებით“  გაწყობილი გულის ამრევი „აურა“, რომლითაც ეს კამპანია „საქმეს მირჩევდა“ ხოლმე (აბა შსს ნორმალურებსა და ღირსეულებს ხომ არ მომიქსევდა???). სამი წელიწადია მათთან ეგრეთწოდებულ „ბრძოლაში“ უხერხული მოძრაობებით ვიშმუშნები და პროცენტიან ვალში აღებულ ათეულათასებს ვიხდი იმ „შმუშნი“საგან თავდასახსნელად.

„გეყოთ რა!!!“ სიკვდილივით არ მინდა თქვენი ცოდვა დამედოს!!!

ზ.ჯ.

——————————————

საქართველოს მთავარ პროკურორს

–ბატონ არჩილ კბილაშვილს

საქართველოს მოქალაქე (მოქალაქის პირადი       №––––––––––––––––––. მცხოვრები მისამართზე: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––, ტელეფონი: –––––––––––––––––

ზაზა ბეჟანის ძე ჯაფარიძის

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

მოგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მთავარი დეპარტამენტის მეორე სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე №009090203 (დეტექტივ–გამომძიებელი თინათინ მექვაბიშვილი, ზედამხედველი პროკურორი ლაზარე სეხნიაშვილი), რომელშიც მე წარმოვადგენ მოპასუხე მხარეს;

საქმე აღიძრა 2009 წლის მაისში. ჩატარდა ძალიან სერიოზული და ძალიან მაღალკვალიფიციური გამოძიება. ძიების მწარმოებლებმა გამოავლინეს შესაშურად მაღალი პროფესიონალიზმი და არ დააკლეს ძიების პროცესს არც ნიჭიერება, არც – შრომა, არც – გაბედულება, არც – სინდისიერება, არც – მონდომება და არც არაფერი, რაც კი შეიძლებოდა საქმის გამოძიებას დასჭირვებოდა. შედეგიც სახეზეა. 2010 წლის სექტემბრის დასაწყისში აღარ არსებობდა:

1)      რაიმე გაურკვეველი, თუნდაც უმნიშვნელო დეტალიც კი, რაც შეიძლებოდა საქმესთან კავშირში ყოფილიყო;

2)      რაიმე გამოუკვეთელი, თუნდაც მეორე, ან მესამე ხარისხოვანი შეკითხვაც კი, რაც შეიძლებოდა ძიების პროცესსა, თუ საქმის მსვლელობას წარმოექმნა;

3)      აღარც ერთი, თუნდაც მეორე, ან მესამე ხარისხოვანი შეკითხვაც კი, რომელზეც ამომწურავი,  ას პროცენტიანი პასუხი არ იყო გაცემული;

ყოველივე ამის შედეგად მკვეთრად, ეჭვშეუვალად და მყარად, სრული ასპროცენტიანი სიზუსტით გამოიკვეთა შემდეგი სურათი:

1)      მე და ჩემს სამეგობროსა, თუ ჩემს ნებისმიერი სახის საახლობლოს არავითარი დანაშაული (თუნდაც არაიურიდიულიც კი), ან რაიმე სახის უბრალო (თუნდაც არა სამართლებრივიც კი) უსინდისობა , ან თუნდაც არასავალდებულო კეთილშობილებიდან გამომდინარე კეთილი  ნების დაკლება – „მოსარჩელე მხარის“ მიმართარ დაგვიშვია!!!

2)      მეც და ჩემმა საახლობლომაც გასაჭირში მყოფ მომავალ „მოსარჩელე მხარეს“ (გასაჭირში ის მანამდე ჩავარდა, სანამ მე და ჩემს საახლობლოს გაგვიცნობდა) იმხელა სიკეთე გავუწიეთ და იმხელა დახმარებით შევეწიეთ, რამხელაც არც მას და არც გამოძიების მწარმოებელთა შორის არავის – სიზმარცხადად არასოდეს წარმოედგინათ; სწორედ ამიტომაც ჩამთვალეს „კეთილი ნების გიჟად“, რომელთანაც ყველაფერი გაგივა;

3)      ჩემსა და ჩემი საახლობლოს ქმედებაში არა თუ ვერ იკვეთება რაიმე დანაშაულებრივი დეტალის თუნდაც მინამგვანი რამ, არამედ – მკვეთრად გამოიკვეთა და ეჭვშეუვალად, მყარად მტკიცდება – მსგავსი დეტალის სრული ასი პროცენტით გამორიცხულობა;

4)      ასევე მყარად, ეჭვშეუვალად და სრული ასი პროცენტით მტკიცდება, „მოსარჩელე მხარის“ და მისი თანამზრახველების მხრიდან ჩემ მიმართ ჩადენილი მთელი რიგი დასჯადი მძიმე დანაშაულთა ჩამონათვალი (მონახაზი საქმისათვის მიწოდებული მაქვს);

5)      ასევე მყარად, ეჭვშეუვალად და სრული ასი პროცენტით მტკიცდება, რომ მე ვარ არა „დამნაშავე“ – არამედ „დაზარალებული“, ხოლო „მოსარჩელე მხარე“ არის ჩემი „დამზარალებელი“.

ჩემ მიერ წარმოდგენილმა ნივთიერმა, წერილობითმა, ლოგიკისმიერმა და არგუმენტირებულმა მტკიცებულებებმა, მათმა წარმოუდგენელმა სიუხვემ, ასევე წარმოუდგენელმა სიმძლავრემ და ასევე წარმოუდგენელმა სიმკვეთრე–სიმტკიცემ (რომელიც გადახვევის, დემაგოგირების, სოფიზმისა, თუ სხვა სახით გაყალბების ელემენტალურ, „ხავსის“ მსგავს მოსაჭიდებელ საშუალებასაც არ ტოვებს) – გამოძიება შოკში ჩააგდო. ის ჩემგან ასეთ წინააღმდეგობას ისევე არ ელოდა, როგორც კრილოვის სპილო არ მოელოდა, რომ მას (სპილოს) ფინია ძაღლი (моська) ისე გაიტაცებს და შეჭამს, როგორც მგელი – კრავს. გამოძიება ჩემთან საომრად ამ დონეზე, ანუ ადეკვატურად მზად არ იყო – ისე აღმოჩნდა ჩიხში თავისი ნაჩქარევი, 2010 წლის 30 სექტემბრის დადგენილებით ჩემი „ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ“ იმაზე, რაც მკვეთრად გამოირიცხა. შსს–მ ვერ მომიხელთა „ეჭვმიტანილის იურიდიული სტატუსით“ დასაკითხად, რასაც სრულიად კანონდაურღვევლად, ჩემდაუნებლიედ ავცდი; შესაბამისად ვერ დამაკავა ოცდაოთხი საათით, ამ ოცდაოთხსაათში ვერ ჩამაგდო „ცოცხების საამქროში“, ვერ დამაწერინა სრული უარყოფა ჩემ მიერ წარდგენილი არგუმენტაციისა, ვერ გამომძალა ეგრეთწოდებული „აღიარებითი ჩვენება“ იმის შესახებ, რაც ბუნებაში არც მომხდარა და არც გაფიქრებულა (და რასაც მილიონჯერ გამორიცხავს საქმეში დაცულ მტკიცებულებათა ზღვა რაოდენობა), შესაბამისად ვერც გაიცა სანქცია ჩემ დაკავებაზე, ვერც  გამოცხადდა ძებნა  და იმავე 2010 წლის 03 დეკემბრის შემდეგ,  ბრალის არ არსებობით, ზემოხსენებული დადგენილება ჩემი „ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ“ – ძალადკარგულად ჩაითვალა, რადგანაც „ცოცხების საამქროს“ მეშვეობით ვერ „გაპრავდა“ იგი. იმის შემდეგ უკვე ორ წელიწადზე მეტია, რაც „ისტერიკაში ჩავარდნილი გამოძიება“ (მოტივაცია, თუ ახირება ჩემთვის უცნობია) გავეშებით იბრძვის მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ბრწყინვალედ გამოძიებული საქმის  ნამდვილი სურათი  დაწერილი დასკვნის სახით  „როგორმე არ დაიდოს“, მიუხედავადიმისა, რომ მე ჩემს ყველა ჩვენებაშიც და ყველა განცხადებაშიც კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არავის არ ვუჩივი და კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ვინმეს დასჯისა. თუნდაც სამართლიანადაც, თუნდაც არა ჩემი მიზეზითაც კი. არავისი ცოდვა არ მინდა.

„მოსარჩელე მხარე“, სანამ ის სარჩელს შეიტანდა – მუდმივად, პერმანენტულად და უწყვეტ რეჟიმში მაყენებდა მრავალმხრივ ზარალს (როგორც მოგახსენეთ – მონახაზი საქმეშია) და ეს ზარალის მოყენების მძლავრი პროცესი შეწყდა მაშინ, როდესაც მან შეიტანა სარჩელი, როდესაც იგი იურიდიულად გაფორმდა „მოსარჩელე მხარედ“,  ანუ 2009 წლის მაისიდან,  ანუ, ამ დროიდან „მოსარჩელე მხარე“ ჩამომშორდა. ამ დროიდან დაიწყო გამოძიება, რომლითაც, როგორც ზემოთაც მოგახსენეთ – მოხიბლულიც კი ვიყავი – იმდენად ყოველმხრივ კარგად და ჭეშმარიტების დადგენის დიდი სურვილითა და ძალისა, თუ გონებისხმევით წარმოებდა იგი (გამოძიება).

გამოძიების ასეთ სერიოზულ დონეზე წარმართვამ დამარწმუნა, რომ გამოძიება ჩემს შემთხვევაში მაქსიმალურად ცდილობს ჭეშმარიტების დადგენასა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიგნებას (დარწმუნებული ვარ არც ვცდებოდი. მაშინ ეს მართლაც ასე იყო. შემდგომში – ვიღაცის ჩარევამ არია ყველაფერი), რაშიც სრული სიმძლავრით მივიღე მონაწილეობა, მივაწოდე მტკიცებულებები, დავულაგე აზრობრივი ორიენტაციები, მივუთითე სწორი გზები, დავუსახელე და მივუყვანე კიდეც საჭირო მოწმეები, დავაკავშირე ქვეყნის გარეთ მყოფ გადასამოწმებელ წყაროებთან და ლომის წილი, იმაში, რომ გამოძიების შედეგი დღეს ასეთი ამომწურავია – მე მიმიძღვის , მაგრამ არც არავისათვის მიჩივლია და არც არავისი „გაფუჭება“ არ მისურვია. ჩემს ჩვენებებშიც („მოწმის“ სტატუსით) და პირად განცხადებებშიც ხაზგასმით მოვითხოვ, რომ „არავინ არ დაისაჯოს“. პარალელურად კი ოცდაოთხსაათიან რეჟიმში, მუხლჩაუხრელად ვშრომობდი და ვიბრძოდი იმისათვის, რომ ჩემი საკუთარი და ყველას მიმართ მშვიდობიანი ძალისა და გონებისხმევით გამოვსულიყავი იმ არნახული, ყოვლად უტიფარი და სინდისნამუსგარეცხილობით მოყენებული „ზარალიდან“, რომელიც მომავალი „მოსარჩელე მხარი“საგან მივიღე. მაგრამ მოხდა ჩემთვის სასწაულის ტოლფასად წარმოუდგენელი რამ. გამოძიებამ, გადაიწურა რა იმედი იმისა, რომ ჩემგან „დამნაშავის“ ლიტერატურული პერსონაჟის გამოქანდაკებას შესძლებდა – უცბად მკვეთრად  (არ ვიცი, ვისი მყისიერი ჩარევით – გარედან), 180 გრადუსით შეაბრუნა ვექტორი და 2010 წლის 30 სექტემბრის ხსენებული დადგენილებით მონიშნა ჩემზე „ნადირობის დაწყების“ სასტარტო თარიღი. ამ თარიღიდან უკვე არა „მოსარჩელე მხარე“, არამედ უკვე „გამოძიება“, ანუ სახელმწიფო მაყენებს ისეთ ენით აუწერელ „ზარალს“ უაღრესად მრავალმხრივ სპექტრალურ პარამეტრაჟში, რომ უკვე ორ წელიწადზე მეტია, რაც მიწასთან გამასწორა გამოძიების მიერ წარმოებულმა „ისტერიულმა ნადირობამ“ ჩემზე. უკვე ორ წელიწადზე მეტია, რაც ვერ ვჩნდები საკუთარ ბინაში, ვიმყოფები დევნილობაში, ვერ ვიბრძვი აღსადგენად კერძო სამეწარმეო საქმიანობისა, რომელიც მიწასთან გამისწორა „მოსარჩელე მხარის“ მიერ თავს მოხვეულმა რეჟიმმა, ვერ ვიბრძვი სამსახურში აღსადგენად (ცნობისათვის: ქ.თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაქვს გატარებული მთელი ცხოვრება ორ თანამდებობაზე: ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე – ლაბორატორიის გამგედ და უნივერსიტეტისავე სპორტკლუბში – მწვრთნელად (დიდი სპორტიდან მოვდივარ); ორივე თანამდებობიდან კახა ლომაიას საუნივერსიტეტო რეპრესიების შედეგად ვარ „ჩარეცხილი“ – მიუხედავად იმისა, რომ ორივეგან შთამბეჭდავად მაღალი შედეგები დავტოვე. მონახაზი თან ერთვის), ხან ვის ვუზივარ სახლში „ნახლებნიკად“ და ხან – ვის? მეზრდება მიტოვებული საწარმოს საგადასახადო დავალიანება (იხ.  ჩემი ინდსაწარმო ფერმა „ენგადი“ზაზა ჯაფარიძე. საიდენტიფიკაციო კოდი №136085858), აღარაფერს ვამბობ იმ მორალურ ზიანსა და დარღვეულ ცხოვრების წესზე, რაც ჩემი ოჯახის წევრებს მიადგათ. ეს ზარალი ჯერ კიდევ დასათვლელი მაქვს, რისთვისაც უნდა ჩავატარო სერიოზული სამუშაო კერძო აუდიტთან, რასაც დასჭირდება კიდევ სერიოზული თანხების მოსესხების პრობლემის დაძლევა. ეს მაშინ, როცა ხანდახან მხოლოდ იმით ვიკვებები, რასაც თევზაობით, ან ტყეში დაგებული კაკანათით დავიჭერ. ძირითადად რაიონს ვაფარებ თავს და თბილისში ჩამოღწევას მხოლოდ მაშინ ვახერხებ, თუ ვინმესთან დამგზავრება შევძელი. გამოიკვეთა უკვე მეორე „დამზარალებელიც“„სახელმწიფო“ . საქმის წარმოების დღევანდელი მდგომარეობა შემდეგია:

1)      გამოძიების პროცედურულ ნორმებში არ არის რაიმე სერიოზული დარღვევა, რადგანაც ამისი (დარღვევის) საშუალება არ მივეცი. დროულად ვამხილე წინსწრებით შემოტანილ განცხადებებში ყველა მისი (გამოძიების) „შავი ჩანაფიქრი“ და ეს გავაკეთე „ეზოპეს ენით“ ფელეტონურ ჟანრში გამოყენებული ლიტერატურული ხრიკებით, ისე, რომ არ მივეცი საშუალება ჩემთვის ბრალი დაედოთ „გამოძიების მიმართ ცილისწამებაში“. ამან ხელფეხი შეუკრა გამოძიებას და განსაკუთრებული დარღვევები ვეღარ გაბედეს, რადგანაც ის 2010 წლის 30 სექტემბრის კომიკური დადგენილებაც ისე აქვს (გამოძიებას) „კრილოვის ძვალივით“ („წერო და მგელი“) გაჩხერილი ყელში, რომ ვერც გადაყლაპა და ვეღარც ამოიღო.

2)      ვერ მაქციეს ვერც „უკანონოდ ძებნილად“ და ვერც „უკანონო პატიმრად“ – ხოლო „უკანონოდ დევნილად“ და „დაზარალებულ პირად“ ჩემ ცნობას (აღიარებას) თქვენი სამართლიანობიდან (ღრმად მწამს!!!) გამომდინარე მოველი.

3)      ძალაშია დადგენილება ჩემი შსს–ში დაკითხვაზე „იძულებით მიყვანის შესახებ“, რათა კვლავ „ცოცხების საამქროში“ ჩემი მოხვედრებისათვის ბოლო გაფაფხურება იქნეს ცდილი, რისთვისაც ვაკის რაიონის პოლიციის თანამშრომლები ჩემს ბინას ხშირ–ხშირად აკითხავენ (მე იქ არ ვარ) და წერენ ოქმებს.

4)      ჩემი განცხადებების ლიტერატურული ნაწილი ავტვირთე სპეციალურად გახსნილ ინტერნეტბლოგში sheriskhuli.wordpress.com, რომელსაც სისტემატიურად ეცნობა ჩემს მიერ ნდობაგამოცხადებული ჟურნალისტებისა (როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – ქვეყნის გარეთ) და უფლებადამცველების (ასევე ქვეყნის შიგნითა და ქვეყნის გარეთ) ერთ გუნდად შეკრული კოჰორტა, რომელიც ჩემი ძალისხმევით ჯერჯერობით (ალბათ აწი უკვე – სამუდამოდ) დუმს; ეს მიმდინარე განცხადებაც იქ აიტვირთება;

5)      სახეზეა წერილობითი სახით დარღვევათა არარსებობა, მაგრამ ჩემი სიმართლისა და უფლებადარღვევის, სახელმწიფოს მხრიდან ჩემზე განხორციელებული ძალადობისა და ზარალმოყენების მძიმე ფაქტი, რამაც ისე დამიმხო ცხოვრება, რომ შეიძლება ფეხზე ვეღარასოდეს წამოვაყენო ოჯახური ყოფა;

6)      რაც მეტად იწელება და ჭიანურდება გამოძიების დასრულების პროცესი, მით უფრო ღრმად შედის იგი აბსურდის ჩიხში. მით მყარად ამტკიცებს იგი თავის „შავ განზრახვას“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე – უმორჩილესად გთხოვთ:

1)      ჩააბაროთ ზემოხსენებული სისხლის სამართლის საქმე სერიოზულს, კეთილსინდისიერს, ბუნებითა და პროფესიონალური ეთიკით უკომპრომისოდ სამართლიან პროკურორს (მწამს, რომ ამიერიდან პროკურორების უმრავლესობა ასეთთა კატეგორიას განეკუთვნება), რომელსაც საქმის გაცნობის მუშა პროცესში მთელი სიმძლავრით დავეხმარები. საქმეს მხოლოდ დამთავრებაღა სჭირდება. ის დიდ ძალის და გონებისხმევას აღარ მოითხოვს. ყველაფერი ცხადია; გამოძიება ზეამოწურულია.

2)      გაუქმდეს შსს–ში დაკითხვაზე ჩემი „იძულებით მიყვანის“ შესახებ – დადგენილება და მომეცეს საშუალება – დავუბრუნდე ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, შევუდგე ნანგრევებიდან ოჯახის გამოყვანას.

3)      განმესაზღვროს „დაზარალებული პირის იურიდიული სტატუსი“ არა მარტო იმ სპექტრალური პარამეტრაჟის უკლებლივ ყველა ნაწილში, რასაც აქამდე მოვითხოვდი, როგორც „მოსარჩელე მხარის“ მიერ „დაზარალებული“, არამედ ამას გაემიჯნოს მეორე, პარალელურ რეჟიმში  – „სახელმწიფოს მიერ დაზარალებულის“ ნაწილიც; ანუ ორ პარალელურ რეჟიმში, ორი სხვადასხვა მხარის („მოსარჩელის“ და „სახელმწიფოსი“) მიერ „დაზარალებულობა“.

4)      მეცნობოს წერილობით პროკურატურიდან უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტია, რაც იქნება საფუძველი ჩემი შინ დაბრუნებისა და სამართალდამცავ სტრუქტურებში გამოცხადებისა; სრულიად ვენდობი დღევანდელ სამართალდამცავებს და არა – მის გუშინდელ ნარჩენებს;

5)      ჩემი ყოველგვარი კონტაქტი გამოძიებასთან – წარიმართოს მხოლოდ პროკურატურის შენობაში (არავითარ შემთხვევაში – შსს–ს შენობაში), მხოლოდ პროკურორის უშუალო ზედამხედველობით და პირადად მისი იურიდიული, თუ პიროვნული პასუხისმგებლობით.

––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შენიშვნა:

  1. 1.    განა რას მოვითხოვ ისეთ განსაკუთრებულს? მხოლოდ იმას, რომ გამოძიებამ თავისავე მიერ გამოძიებული და მყარად დადგენილი ვერსია, რომელსაც ვეღარსად ვეღარ მიუდის (ვეღარც ვეღარასოდეს ვეღარსად წაუვა) „დადოს წერილობით დასკვნად“. მოხდეს მიღებული სურათის სამართლებრივი შეფასება დეტალური სიზუსტით – თავის ყოველ მისხალსა, თუ გადახვევაში. გამოძიება ნუ  აჭიანურებს დასრულების პროცესს და პარალელურ რეჟიმში მეთოდურად ნუ მუშაობს იმაზე, რომ გაგვაგიჟოს მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც. ხომ ხედავს, რომ ვეღარ  გვაგიჟებს და თვითონ გიჟდება?!?
  2. 2.    სრულ ასპროცენტიან ნდობაში ვრჩები ჩემს დამცველთან, ადვოკატ ვახტანგ თალაკვაძესთან.

–            დიდი იმედით, წინასწარ დიდი

მადლიერების გრძნობითა და

უღრმესი პატივისცემით –

განმცხადებელი                                                               ზ.ბ. ჯაფარიძე

 

2012 წლის 14 ნოემბერი

მთავარი პროკურატურის კანცელარიაში შესულია 2012 წლის 15 ნოემბერს. შესვლის რეესტრის საკონტროლო სარეგისტრაციო №01/13–71412. უნიკოდი: KA010156265676712.

————————————————————–

საქართველოს მთავარ პროკურორს

–ბატონ არჩილ კბილაშვილს

საქართველოს მოქალაქე (მოქალაქის პირადი             №––––––––––––––––––. მცხოვრები მისამართზე: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––, ტელეფონი: –––––––––––––––––

ზაზა ბეჟანის ძე ჯაფარიძის

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მთავარი დეპარტამენტის მეორე სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე №009090203 (დეტექტივ–გამომძიებელი თინათინ მექვაბიშვილი, ზედამხედველი პროკურორი ლაზარე სეხნიაშვილი), რომელშიც მე წარმოვადგენ მოპასუხე მხარეს;

როგორც გწერდით ჩემს ბოლო (თქვენს სახელზე – პირველ) 2012 წლის 14 ნოემბრის განცხადებაში (თქვენთან შემოსულია 2012 წლის 15 ნოემბერს, შემოსვლის რეესტრის საკონტროლო–სარეგისტრაციო №01/13–71412. უნიკოდი KA010156265676712) – მიმდინარე საქმე ზე ამოწურულია  2010 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში. სრულიად გამოირიცხა ჩემსა და ჩემი სამეგობროს მხრიდან ყოველგვარი დანაშაული (იურიდიულადაც, მორალურადაც, უფლისმიერადაც – უბრალო უსინდისობაც არ დაგვიშვია) და მყარად და ეჭვშეუვალად დამტკიცდა მთელი რიგი დასჯად დანაშაულთა ჩამონათვალი „მოსარჩელე მხარის“ მხრიდან ჩემსა და ჩემი სამეგობროს მიმართ („მოსარჩელე“ თაგვმა თხარა, თხარაო…. რას თხრიდა?!?!… ვისი ბრალია?!?!… მათ მიერ თავის ჭირად გამოთხრილი უზარმაზარი „პაგონებიანი“ კატა – დღეს ყოველი ჩვენთაგანის თავსატეხია!!!).

ჩემს პირველ, 2011 წლის 10 ივნისის პირად განცხადებაში (თქვენთან შემოსულია 2011 წლის 13 ივნისს. შემოსვლის რეესტრის სარეგისტრაციო – საკონტროლო №01/13–27264) –„მოსარჩელე მხარის“ მიმართ ვწერდი (ციტატა): „მათი მხრიდან ბრალის აღიარების შემთხვევაში მე, დაზარალებული პირი, არ შემოვიტან სარჩელს მათ წინააღმდეგ, არ მოვითხოვ მათ დასჯას, არ მოვთხოვ მათ პასუხს, არც – ზარალის ანაზღაურებასა, თუ მორალური ზიანის კომპენსაციას – და ხელს მოვაწერ ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც უზრუნველჰყოფს სისხლის სამართლის მიმდინარე საქმის – მასში მოხსენიებული ყოველი ფიგურანტისათვის – მშვიდობიანად დასრულებას.

ხოლო მათი მხრიდან ბრალის არ აღიარების შემთხვევაში – მე შემოვალ  საპასუხო სარჩელით და დასაბუთებულად მოვითხოვ ყოველი მათგანის დასჯას კანონის მთელი სიმკაცრით, მატერიალური ზარალის ანაზღაურებასა და მორალური ზიანის კომპენსაციას“.

ამ პოზიციას ვადასტურებ ჩემს ყოველ შემდგომ განცხადებაში, ვავითარებ მას (პოზიციას) დღემდე და ის არც მომავალში შეიცვლება, მაგრამ მესმის ისიც, რომ ჩემი მხრიდან სრული მიტევება (ეს მათ კანონთან მიმართებაში სერიოზულ შეღავათს მისცემს) არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ისინი მთლიანად ასცდნენ კანონით გათვალისწინებულ ციხეს და გარკვეული არასასურველი უხერხულობები ააცილონ თავიანთ წამქეზებელ–თანამზრახველ სამართალდამცავებს. მე კი ყოველმხრივ მოსურნე ვარ იმისა, რომ ისინი („მოსარჩელე მხარეცა“ და სამართალდამცავებიც) ასცდნენ ყოველ ზემოთ თქმულ არასასურველს. საუკეთესო გამოსავლად მიმაჩნია, რომ „მოსარჩელე მხარემ“ შემიწყოს ხელი იმაში, რომ დავეხმარო მათ თავიანთივე უმეცრებით, უზნეობით, სიხარბითა და ქარაფშუტობით შექმნილი სამართლებრივი ჩიხიდან გამოსვლაში და ამ მიზნით მიმართონ იმ სამართლებრივ პრაქტიკას, რომელსაც ჰქვია: ჩაფიქრებული დანაშაულიდან ნებაყოფლობით ხელის აღება“

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თავი VI (სათაური„დაუმთავრებელი დანაშაული“) და მასში მოქცეული მუხლი 18 („დანაშაულის მომზადება“), მუხლი 19 („დანაშაულის მცდელობა“), მუხლი 20 („პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება დაუმთავრებელი დანაშაულისათვის“) და მუხლი 21 („დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება“) ესადაგება მათ („მოსარჩელე მხარის“) მდგომარეობას და ეს სერიოზული საშუალებაა იმისა, რომ თვითონაც („მოსარჩელე მხარეც“) გამოვიდეს ჩიხიდან და თავიანთ წამქეზებელ „სამართალდამცავებსაც“ მისცენ საშუალება ისე უხმაუროდ გაძვრნენ დანაშაულიდან, თითქოს – არც შემომძვრალან. მე ხელს შევუწყობ.

ეს „ნებაყოფლობითობა“ მათ („მოსარჩელე მხარემ“) განახორციელონ თავიანთი ინიციატივით შეტანილი განცხადებით (მთავარი პროკურორისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ) მანამდე, სანამ ისინი განახლებული პროკურატურის მიერ დაიკითხებიან, ან (მითუმეტეს), სანამ მათ განესაზღვრებათ „ბრალდებულის“ იურიდიული სტატუსი. ვფიქრობ ეს იქნება მათთვის კიდევ ერთი და ალბათ ყველაზე უფრო დიდი და გადამწყვეტი შეღავათის მიმცემი აქტი, რაც ერთიანობაში (ჩემგან შემხვედრ ნაბიჯებთან ერთად) შექმნის საშუალებას, რომ ყველა მონაწილე ამ სამნახევარი წლის მანძილზე წარმოებული „მარაზმისა“ – ასცდნენ ციხესა და ადმინისტრაციულ სასჯელებს, თუ თანამდებობრივ–სამსახურებრივ „შეჯანჯღარებებს“, რასაც (ღმერთი!!! რჯული!!! ხატი!!!) – არავის არ ვუსურვებ! შემოტანილ განცხადებაში „მოსარჩელე მხარემ“ ხაზგასმით, მკვეთრად, არაორაზროვნად (ტექსტით, რომელიც ორაზროვნად წაკითხვის ყოველგვარ ვარიანტს გამორიცხავს), ცალსახად უნდა აღნიშნოს:

1)      მე და ჩემს სამეგობროს არცერთი თეთრი, არავითარი ფინანსური, თუ სხვა სახის მატერიალურ–ქონებრივი ფასეულობა – მისთვის („მოსარჩელე მხარისათვის“) არ გამოგვირთმევია; მეტიც, მე ყოველმხრივ ვარწმუნებდი და საქმითაც ვახორციელებდი პოზიციას, რომ „ჩვენ მხარეს“ (მაშინ დღევანდელი „მოსარჩელე მხარეც“ ჩვენთან იყო და „ჩვენ მხარეს“ განეკუთვნებოდა) საქმეში არც ერთი თეთრი არ უნდა ჩაედო, რადგანაც საქმის წარმატებით გასრულების შანსი იყო ძალიან მცირე, ხოლო – წარუმატებლობის შანსი იყო ძალიან დიდი. წინასწარი ხარჯები (ოფიციალურად, ლეგალურად, საბანკო ხელშეკრულებითა და  საავანსო – საგარანტიო სუბსიდირებით) უნდა გაეღო „მყიდველს“, თუ კი ასეთი გამოჩნდებოდა და ამითი უნდა დაემტკიცებინა, რომ ის ნამდვილად „მყიდველია“ და არა – „თაღლითი“, როგორებითაც უხვად მოგვამარაგა „მოსარჩელე მხარემ“. ნამდვილი „მყიდველი“ კი არც გამოჩენილა.

2)      მე და ჩემს სამეგობროს, ჩვენ მიერ წარმოებულ საქმეს (დღევანდელი „მოსარჩელე მხარე“, იმჟამად „ჩვენი მხარის“ წევრი – ამ საქმეში ყოვლად დაუპატიჟებლად, სხვისი წაქეზებით შემოგვემატა) მისთვის არავითარი ფინანსური, მატერიალური, ქონებრივი, თუ ნებისმიერი სახის ზარალი – არც პირდაპირ და არც ირიბად – არ მიგვიყენებია; მეტიც, ჩვენ შევძელით მისი დაცვა იმ არა ერთი ჩაფიქრებული შეცდომისაგან, რომლებშიც მან შესვლა არა ერთხელ დააპირა.

3)      მას („მოსარჩელე მხარეს“) დამღუპველი ზარალი მიაყენა იმ ქმედებამ, რომელიც მას განხორციელებული ჰქონდა (სულ სხვა საქმეში, სულ სხვა ხალხთან) მანამდე, სანამ ჩვენ გაგვიცნობდა და რის (ქმედების) შესახებაც ჩვენ არაფერი არ ვიცოდით, მაგრამ მაინც (მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა გავიგეთ) თანავუგრძენით მას და ისეთი სერიოზული დახმარება გავუწიეთ, როგორსაც ის (და გამოძიების ყველა მწარმოებელიც) სიზმარცხადად ვერ წარმოიდგენდა. როგორი  „მადლიერების გრძნობითაც“ გვიპასუხა – სახეზეა!!! ამას წინასწარვე ვხვდებოდით, მაგრამ, მანდილოსანს ხელის კვრა ვერ ვკადრეთ.

4)      მან მოგვაყენა უმძიმესი ფინანსური, მატერიალური, წარმოებითი, მორალური, ჯანმრთელობითი და ყოველმხრივი ზარალი, რაც მისი დასაფარი და გამოსასყიდი იყო, მაგრამ ჩვენ თანავუგრძენით მის მდგომარეობას, ქალობას, ბუნებრივ უმეცრებას, გაუწონასწორებელ ხასიათს და მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჩვენგანს მასზე („მოსარჩელე მხარეზე“) არანაკლებად გვიჭირდა – ჩვენ გადავინაწილეთ მის მიერ მოყენებული ზარალის დაფარვა და მას („მოსარჩელე მხარეს“) არც ერთი თეთრი არ გადაუხდია;

5)      მან („მოსარჩელე მხარემ“) დანაშაულში თანამზრახველებად ჩაითრია თავისი შვილი და მისი (შვილის) ცოლი (თავისი რძალი), ხოლო თავისი „პადრუგები“ (მისი ტერმინია) – ცრუმოწმეებად; ყოველ მათგანს დღევანდელი მდგომარეობით მძიმე სასჯელი ემუქრება და მათგან შეიძლება მხოლოდ ორი გადაურჩეს აღმკვეთ ღონისძიებას (პირობითი მსჯავრით. შინაპატიმრობით), ისიც – „საპროცესო შეთანხმების“ გზით;

6)      მისი თაოსნობით მთელი მისი მხარე ფულის გამოძალვის მიზნით „წარმატებულად“ მაშანტაჟდებდა ჩემი გაზრდილებისა და უმცროსი მეგობრების კობა ოთანაძისა და გიორგი (გია) კრიალაშვილის (მათი მწვრთნელი ვიყავი) ჯერ ძებნილობით, ხოლო მოგვიანებით, გიორგი (გია) კრიალაშვილის დაღუპვის შემდეგ – მძიმედ დაჭრილ–დაინვალიდებული კობა ოთანაძის პატიმრობით, როდესაც მას ბრალს ვერ უთითხნიდნენ. მემუქრებოდა, რომ მდგომარეობას დაუმძიმებდა; ამას  სჩადიოდა კიდეც   შსს–დან მიღებული ინსტრუქციით;

7)      ხაზგასმით უნდა აღნიშნოს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული, მათ შორის უკვე ჩადენილი დანაშაულებიც – მხოლოდ  ნაწილია იმ დიდი, ჩაფიქრებული დანაშაულისა, რომელსაც „მოსარჩელე მხარე“ ამზადებდა ჩემ მიმართ და რაზეც ახლა „ნებაყოფლობით იღებს ხელს“, როგორც „დაუმთავრებელ დანაშაულზე“. საქმის ამ სახით დაკვალიფიცირება მესახება მათ ერთადერთ ხსნად. ამას ჩემზე უკეთ პროფესიონალები (მათ შორის – მათი ადვოკატები) განსჯით;

ყოველივე ზემოაღნიშნული მყარად და ეჭვშეუვალად არის დამტკიცებული გამოძიების მიერ და გამოძიების დასრულების გაჭიანურებისა და გაწელვის მიუხედავად – ყოველივე ზემოაღნიშნული აუცილებლად აისახება მათ მიმართ წაყენებულ ბრალში, რასაც ბოლოს და ბოლოს (ადრე, თუ გვიან) გამოძიება ვერსად ვერ წაუვა (ბრწყინვალედ გამოძიებული საქმის მასალა უკან დასახევ გზას აღარ ტოვებს). ამისი უარყოფა მათი მხრიდან დღეს სრული უაზრობაა; უბრალოდ დროს გაჭიმავენ მანამდე, სანამ დანაშაულის წამქეზებელ–შემოქმედი სამართალდამცავები სხვადასხვა თანამდებობებზე გადანაწილდებიან, პასუხისმგებლობიდან გაძვრებიან, ახალ ვითარებას მოერგებიან, საქმეს თავიანთ შემცვლელებს გადააბარებენ და ამ ყველაფრის შედეგად „მოსარჩელე მხარე“ დაჰკარგავს შანსს „ჩაფიქრებულ დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების“პრაქტიკის გამოყენებისა, რაც ძალიან დიდი შანსია (თითქმის გარანტიაა) მათი გადარჩენისა (სხვა შანსს მათთვის მე ვერ ვხედავ), რასაც ჩემის მხრიდან ყოველმხრივ შევუწყობ ხელს. მესმის იმ „სამართალდამცავებისა“, რომლებიც „მოსარჩელე მხარეს“ მთელი ამ ხნის მანძილზე ჰპირდებოდნენ, რომ მე წამგლეჯენ ჩემს საცხოვრებელ ბინას, ჩემს შვილობილს (მას არც ჩემს საქმიანობასთან აქვს შეხება და არც „მოსარჩელე მხარეს“ არ იცნობს) გაუტყავებენ ბიზნესს და ყოველივე ამის „კეთილ შედეგს“  საჩუქრად მიართმევენ „მოსარჩელე მხარეს“ (რა „ტკბილი ეპოქა“ დაჰკარგეს არა?!). როგორი სათქმელია ახლა, რომ რაც მაშინ ჩემი კარნახით დაგაწერინე, იმ სიბინძურისათვის ახლა შვილიან–რძლიან–„პადრუგებიანად“ ციხეში უნდა გაგიშვაო?!?! არა და ვითარება სწორედ ასეთი სცენარით შედგება, ოღონდ – მას შემდეგ, რაც დანაშაულში მონაწილე „სამართალდამცავები“ ჩაძირვადი გემბანიდან გადამხტარი ვირთხებივით გაძვრებიან პასუხისმგებლობიდან. არა და არავის არაფრიდან გაძრომა არ სჭირდება! არავის არაფერს არ ვერჩი და არ ვთხოვ! არც მედიას ჩავრევ და არც „მოსარჩელე მხარის“ წევრთა ვინაობას გავასაჯაროვებ. ოღონდ დავამთავროთ!!!

მიმდინარე განცხადება თქვენს კანცელარიაში შემოსვლის თარიღისა და სარეგისტრაციო – საკონტროლო ნომრის მითითებით აიტვირთება ჩემს ინტერნეტბლოგში sheriskhuli.wordpress.com სავარაუდოდ მას „მოსარჩელე მხარის“ წევრებიც გაეცნობიან. განიხილონ წინადადება თავ–თავიანთ ადვოკატებთან.

გაითვალისწინონ, რომ ის ჩინოსნები, რომლებმაც იგი („მოსარჩელე მხარე“)დაპირებებზე დახარბებითა („რაც არ გერგება– არ შეგერგება“) და შავი წაქეზებით გადაჩეხეს კრიმინალში – ახლა არ ეტყვიან, რომ ვეღარ გშველით, გწირავთ და მხოლოდ საკუთარი ტყავის გადარჩენაზეღა ვზრუნავთო. მათ ნუღარ უსმენს და ნუღარ დაელოდება. თავის ადვოკატთან  ერთად თვითონ უნდა  გადმოდგას გადამწყვეტი, კარგად მოფიქრებული „თეთრი“ ნაბიჯი და არა – „შავი ყირა–მალაყი“, რასაც ყოველ ჯერზე ოდნავ წაბიძგებისთანავე – დიდი სიამოვნებითა და ხმამაღალი ყიჟინით, ყოვლად დაუფიქრებლად გადადის ხოლმე – ყოველ ახალშეხვედრილ ვიგინდარასთან ერთად. მესამეჯერ ხდება ჩემი გადასარჩენი თავისი სინდის–ნამუსგარეცხილი და კრიმინალური სიგიჟეებისაგან.

„ვარდოვანთა“ პოლიტიკისაგან განსხვავებით –ვისწრაფვოდეთ მშვიდობიანად მორიგებისკენ. დარწმუნებული ვარ თქვენგანაც მიიღებენ შემხვედრ ხელშეწყობას (ჩემგანაც) და მშვიდობიანი, კანონიერი, სიმართლის სრული ასახვითა და გაფორმებით გამყარებული საბოლოო დასასრული მოინახება.

როგორც ჩემს წინა განცხადებაშიც გწერდით (განგიმარტავდით) – თავს ვთვლი „დაზარალებულად“ ორ, ურთიერთპარალელურ რეჟიმში:

1)      „დაზარალებულად“ – „მოსარჩელე მხარის“ მიერ; ამ „დამზარალებელთან“ ჩამოგიყალიბეთ ჩემი პოზიცია; ანუ მათ ყველაფერს ვუთმობ და არაფერს არ ვთხოვ (არავითარ შემთხვევაში არ იმსახურებენ, მაგრამ – მაინც), თუ გადმოდგამენ ჩემკენ შემხვედრ  „თეთრ“ ნაბიჯს. თუ არა და – შემოვდივარ აკადემიურად მომზადებული საპასუხო (შესაგებელი) სარჩელით და ვიწყებ მათ სამართლებრივ დასამარებას ყველა იურიდიული, ფინანსური, თუ მატერიალური საშუალებებით (ცოდვილზე ცოდვილი კრაზანების ბუდეა და ყველაფრის ღირსები არიან), – რაც არც მათს „წამქეზებლებს“ აუყვავებს სამსახურებრივ  კარიერას;  დავიწყებ შსს–ს გენერალურ ინსპექციიდან და სტრანსბურგამდე გავყვები;

2)      „დაზარალებულად“ – გამოძიების, ანუ (ესე იგი) „სახელმწიფოს“ მიერ; – როგორი იქნება ჩემი პოზიცია ამ მეორე „დამზარალებლის“, ანუ (ესე იგი) „სახელმწიფოს“ (გამოძიების) მიმართ, ამას შემდგომ განვსაზღვრავ და ჩამოვაყალიბებ იმის მიხედვით (იმის გათვალისწინებით), თუ როგორ ჩამოყალიბდება ჩემი და „მოსარჩელე მხარის“ ურთიერთდამოკიდებული ვითარება დღევანდელი პროკურატურის (სრული ასი პროცენტით ვენდობი) მედიატორული დახმარებით.

აღსანიშნავია ერთი სერიოზული  გარემოებაც. იძულებული ვარ (ძალიან კი მეუხერხულება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს) სრული უნდობლობა გამოვუცხადო დეტექტივ–გამომძიებელ თინათინ მექვაბიშვილს, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია (მესმის მისი). ის არის მძევალი თავის მიერ ბრწყინვალედ გამოძიებული საქმისა (ამისათვის დიდად მადლიერი ვარ) და ამ „გამოძიებული საქმის“ წინააღმდეგ ჩემ მიმართ ორწელიწადნახევარის მანძილზე წარმოებული დანაშაულისა, რომელსაც მას (თინათინ მექვაბიშვილს) ვიღაც ჩემთვის უცნობი პოლიციის მაღალჩინოსანი აიძულებდა. მთელი სიღრმით მესმის, რომ მის მიერ ბრწყინვალედ გამოძიებული საქმეა დღეს ჩემი გადარჩენის მყარი საფუძველი, თორემ ჰაერზე წამოყენებულ ბრალდებასთან (მაშინ ეს გარდაუვალი იყო) ბრძოლა უფრო გამიჭირდებოდა. ის, როგორც პროფესიონალი, ძალიან მაღალ დონეზე პასუხობს თავის თანამდებობრივ მოთხოვნებს, ის სჭირდება სახელმწიფოს და მე მის წინაშე პიროვნულად თავს დავალებულადაც ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ის დღემდე ისტერიულად ცდილობს ჩემ „გაფუჭებას“. რატომღაც ეჩვენება, რომ სხვა გამოსავალი არა აქვს. დათა თუთაშხიასი არ იყოს (ნიკანდრო ქილიას მიმართ): „არც მისი ცოდვა მინდა მე და არც ის მინდა, რომ მის მაგივრად მის ადგილზე ხვალ გვარგადაკეთებული უვიცი მოვიდეს – მაშინ, როცა დღევანდელ საქართველოს ჰაერივით სჭირდება სულით ხორცამდე ქართული ჯიშისა და ეროვნულ ოჯახურ ტრადიციებზე მყარად მდგომი მაღალი კლასის პროფესიონალები. მანაც შეხედოს სიმართლეს თვალებში, აღიაროს, რომ სხვა გზა თვითონ არ დამიტოვა და ნუ მიწყენს იმას, რომ – მე მასთან (და შსს–ს შენობაში არც არავისთან) დაკითხვაზე არ გამოვცხადდები (არც თბილისში და არც სატელეფონო კავშირზე არ ვარ). ნებისმიერ დროს ვეახლები პროკურორს, ბატონ ლაზარე სეხნიაშვილს პროკურატურის შენობაში.

ამისათვის უმორჩილესად გთხოვთ, მიმიწვიოს (როცა საჭიროდ ჩათვლის) პროკურორმა ლაზარე სეხნიაშვილმა დაკითხვაზე წერილობით და წერილში ხაზგასმით მომცეს გარანტია, რომ მშვიდობით გამომიშვებს დაკითხვიდან, არ გამომყვება მოთვალთვალე კუდი და თავის პასუხისმგებლობაზე იღებს ჩემს მომავალ უსაფრთხოებას, ანუ ხელშეუხებლობას პოლიციის მხრიდან.

–            დიდი იმედით, წინასწარ დიდი

მადლიერების გრძნობითა და

უღრმესი პატივისცემით –

განმცხადებელი                                                               ზ.ბ. ჯაფარიძე

 

2012 წლის 14 დეკემბერი

პროკურატურის კანცელარიაში შესულია 2012 წლის 17 დეკემბერს. შესვლის რეესტრის საკონტროლო–სარეგისტრაციო №01/13–85300. უნიკოდი KA010181478234412.

—————————————————–

ეს ბოლო განცხადება, პროკურატურის კანცელარიაში შეტანის დღესვე, 2012 წლის 17 დეკემბერს, შეტანიდან მაქსიმუმ 1 საათში აიტვირთა მიმდინარე სივრცეში. რამოდენსამე დღეში ჩემი ახლობლების უმრავლესობას წაკითხული ჰქონდა. მერე (არ ვიცი – როდის?) რატომღაც გამქრალა, რაც გამომრჩა და ახლაღა აღმოვაჩინე. ჩემთვის უცნობია ეს „გაქრობა“ ტექნიკური შემთხვევითობაა, თუ მიზანმიმართული „ზრუნვის“ შედეგი?! აღვადგინე მასალა თავის ადგილზე  და თუ ამ „გამქრალობამ“ რაიმე დააგვიანა – იმედი მაქვს გამოსწორება მოესწრება.

საქმე კი დღემდე გაუტოკებლად დაუხურავია, პასუხები არსაიდან არ ჩანს და მოთმინებით ვუხდი ხარკს კოჰაბიტაციის რეჟიმს.

 

 

ზაზა ჯაფარიძე

————————————————————-

საქართველოს სახალხო დამცველს (ომბუდსმენს)

–ბატონ უჩა ნანუაშვილს

საქართველოს მოქალაქე (მოქალაქის პირადი             №––––––––––––––––––. მცხოვრები მისამართზე: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––, ტელეფონი: ––––––––––––––

ზაზა ბეჟანის ძე ჯაფარიძის

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე №009090203 (დეტექტივ–გამომძიებელი თინათინ მექვაბიშვილი, ზედამხედველი პროკურორი ლაზარე სეხნიაშვილი), რომელიც დაწყებულია 2009 წლის მაისის ბოლო რიცხვებში ჩემ წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის საფუძველზე. 2010 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში საქმის გამოძიება სრული ასი პროცენტით იყო დასრულებული, საკითხი იყო სრული ასი პროცენტით ამოწურული, ჩემ წინააღმდეგ საჩივარში და ჩვენებებში მოყვანილი ყველა ცილისწამება (რომლებიც ვერაფრით ვერ მიქციეს „ბრალდებად“ ) სრული ასი პროცენტით იყო  გამორიცხული და სრული ასი პროცენტით ეჭვშეუვალად და მყარად იყო დამტკიცებული, რომ მომჩივან მხარეს (რომლის საჩივრის საფუძველზეც დაიწყო ხსენებული საქმე…) ჩემ მიმართ ჩადენილი აქვს მთელი რიგი დასჯადი მძიმე დანაშაულთა ნუსხა, თუმცა მე მისთვის არ მიჩივლია. 2010 წლის 30 სექტემბრის დადგენილებით გამოძიებამ განმისაზღვრა „ეჭვმიტანილი პირის იურიდიული სტატუსი“ სრულიად ჰაერზე და იმ იმედით, რომ ამ სტატუსით დაკითხვაზე მისულს ჩამაგდებდა „ცოცხების საამქროში“ ოცდაოთხი საათით და ხელს მომაწერინებდა ჩემი გამმართლებელი ფაქტორების სრულ უარყოფასა და ცრუ „აღიარებით ჩვენებაზე“ – რასაც სრულიად შემთხვევით, უნებლიეთ, ჩემგან დამოუკიდებლად და სრულიად კანონდაურღვევლად ავცდი. ვერ მოხერხდა ამ ფარსის ორგანიზება და იმავე 2010 წლის 03 დეკემბერს ბრალის გამოუკვეთელობისა და არ არსებობის გამო ზემოხსენებული დადგენილება ჩემი „ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ“ ძალადაკარგულად ჩაითვალა, რადგანაც „ცოცხების საამქროს“ მეშვეობით ვერ „გაპრავდა“ იგი.

ამის შესახებ მე შემოვედი თქვენთან ჩემი პირადი 2012 წლის 09 მარტის განცხადებით (თქვენთან შემოსულია 2012 წლის 12 მარტს. შემოსვლის რეესტრის საკონტროლო–სარეგისტრაციო №0405–12), რაზეც თქვენთან გაიხსნა ჩემი საქმეთწარმოება №0405–12/… და ამ რეკვიზიტზე შემოდიოდა ჩემი სხვადასხვა ინსტანციებში ყველა განცხადება და მათზე თანდართული მასალები, თუ მტკიცებულებები, რაც წარმოადგენდა ჩემი დაცულობის ხარისხის შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფას. მოგვიანებით ინტერნეტსივრცეში გავხსენი ჩემი ინტერნეტბლოგი sheriskhuli.wordpress.com (თქვენც აყვანილი გაქვთ კონტროლზე), სადაც ვახდენდი და დღემდე ვახდენ ჩემი განცხადებების განთავსებას. ბოლოს შევედი საქართველოს მთავარი პროკურორის, ბატონი არჩილ კბილაშვილის სახელზე ჩემი 2013 წლის 29 აგვისტოს განცხადებით (შესულია 2013 წლის 30 აგვისტოს. შესვლის რეესტრის საკონტროლო–სარეგისტრაციო №01/13–108171. უნიკოდი KA010133099311313), რომელიც ძიებისათვის მუშა ხასიათისა გახლავთ და მისი გასაჯაროვება არამიზანშეწონილია. განცხადება შევიტანე 2013 წლის 30 აგვისტოს 14 სთ–სა და 44 წთ–ზე. იმავე დღის დაახლოებით 19 სთ–დან 20 სთ–მდე  დროის მონაკვეთში ჩემს ბინაში (იქ არ ვარ უკვე სამი წელიწადია) მივიდა რაიონის პოლიციის ჯგუფი ჩემი შსს–ში „დაკითხვაზე იძულებით მიყვანის მიზნით“. ანუ უსაფუძვლო დევნა, რომელიც დასრულებული მეგონა და მზად ვიყავი ნდობა გამომეცხადებინა გამოძიებისათვის, რომელმაც 2010 წლის 30 სექტემბრის ზემოხსენებული დადგენილების შემდეგ იურიდიულად ვერაფერი ვერ მომიხერხა და მხოლოდ ფაქტობრივად უკვე სამი წელიწადია მდევნის და ოჯახიან–დედაბუდიანად მანადგურებს (ზუსტად იგივე ხალხი განაგრძობს ჩემი საქმის წარმოებას, ოღონდ რას „აწარმოებენ“ არ ვიცი, გარდა იმისა, რომ ჩასაფრებულები მელოდებიან, როდის მიღალატებს ნერვები და მივალ საკუთარ სახლში, ან მოვტყუვდები და გამოვცხადდები დაკითხვაზე) – გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის მანძილზე „საქმეს“ ფურცელი ვეღარ შეჰმატეს. გამოძიება დღეს ცდილობს, რომ ეს სამწლიანი სრული ვაკუუმი (იურიდიულად, თორემ ფაქტობრივი დევნა მთელი სამი წელიწადი ჩემი ცხოვრების ყოველმხრივი განადგურების ფასად გრძელდება და ის არცერთი წუთით არ გაჩერებულა) ახსნას, ანუ ახალ რეალობაში თავი გაიმართლოს იმით, რომ „საქმეს იმიტომ ვერ ხურავს, რომ მე არ ვცხადდები, თორემ მე რომ გამოვცხადე–

ბულიყავი 2010 წლის 30 სექტემბრის დადგენილებით გამოძახებისთანავე – მაშინვე კულტურულად დამკითხავდნენ, ბოდიშს მომიხდიდნენ ეჭვმიტანილად ცნობისათვის, გამიუქმებდნენ ეჭვმიტანილის სტატუსს და დახურავდნენ საქმეს.

ამ თავის უაღრესად პრიმიტიულსა და „ნაცმოური“ უტიფრობით გაპენტილ  ჩანაფიქრს გაამყარებენ იმით, რომ: აი ახლა რომ დავკითხეთ (თუნდაც „დაკითხვაზე

იძულებით მიყვანის წესით“) – ყველაფერიც მოგვარდა და „საქმეც“ მყისიერად დავხურეთო. ამას ჯერ კიდევ სამი წლის წინ ვიზამდით (ანუ „საქმეს დავხურავდით“) მას (ანუ მე), რომ თავისი ჰალუცინაციური  მოჩვენებებით ჩვენგან დევნის შესახებ – ხელი არ შეეშალა და გამოცხადებულიყოო“.

სინამდვილეში კი მე რომ თავის დროზე (ეს „თავის დროზე“ მთლად ბოლომდე დღესაც არ დასრულებულა, რაც მყარად დამიმტკიცეს ჩემს ბინაში „საპატიო სტუმრობით“) ჩავვარდნოდი ხელში, ჩემს თავს დატეხილი „მარაზმი“ შეემატებოდა იმ ათეულათასობით სადისტური სურათების ამსახველ ფაილს (სიტყვიერად შემოთვლილ მუქარებს – სისტემატიურად ვღებულობდი), რომლის განადგურება – არ განადგურებაც უილიამ შექსპირის ჰამლეტისეული „ყოფნა–არ ყოფნასავით“ საყოველთაოდ კოჰაბიტანტურ ფოლკლორად ვაქციეთ.

გამოძიებული ჩემი „საქმე“ კი სამ წელიწადზე მეტია სრულიად ამოწურულია, აღარავითარი კითხვა აღარ არსებობს და გამოძიებას ჩემი დაკითხვაზე მიყვანა ადრე თუ ჩემზე ძალადობისა და ზეწოლისათვის სჭირდებოდა, დღეს მას იგი სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ფარსად, რათა მთელი სამი წლის სადისტური დევნა და ჩემი დევნილობა ისე გამოიყვანოს, თითქოს ეს ჩემი ჰალუცინაცია, მოჩვენებებისა და დევნის მანია იყო, თორემ არავინ არაფერს მერჩოდა; ამ სახით ასე ვთქვათ „ჩაირეცხება“ მთელი ჩემი „ჯოჯოხეთური ერა“, არ მომეცემა „გამოძიების, ანუ სახელმწიფოს მიერ დაზარალებული პირის იურიდიული სტატუსი“, ვერ მოვახდენ ჩემი სახელის, პატივისა და ღირსების რეაბილიტაციას, ვერ ჩამოვიწერ დევნილობის შედეგად წარმოქმნილ საგადასახადო დავალიანებას, ვერ გამოვიყენებ ამ სტატუსს (რომელიც არ მექნება) ვერც სამსახურში აღსადგენად, ვერც – წარმოების აღსადგენად და ვერც ათას სხვა ძიების მიერ განადგურებულ ყოფით საქმეში. ეს კი შეიძლება იმით დამთავრდეს, რომ უახლოეს მომავალში სამუდამოდ უსახლკაროდ და უშემოსავლოდ დავრჩები. ანუ „დაზარალებულის სტატუსი“, რომელსაც არავის წინააღმდეგ არ გამოვიყენებ (არ დავამტკიცე??? ვინმეს რაიმე ვავნე??? ყველას ყველაფერი არ მივუტევე???) ჩემთვის სიკვდილ–სიცოცხლეზე ბევრად მეტის, „ოჯახის მოსპობა – არ მოსპობის ტოლფასია“. რა ნამუსით ცდილობენ ხელი შემიშალონ, მაშინ, როცა ეს სტატუსი „მილიონი პროცენტით მეკუთვნის“ და ამის საჭიროებაში კი თვითონ ჩამაგდეს?!?!?!

ეს ხდება მაშინ, როცა საქმეში სამ წელიწადზე მეტია ახალი „შეკითხვა ვერ წარმოიქმნა“ (პასუხის  არსებობა – არ არსებობაზე აღარაფერს ვამბობ!!!), რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ „საქმე ვერ აღიძრა!!!“ დიახ ის „აღძრული არ არის!!!“ და პროკურატურა მთელი სამი წელიწადია, რაც არ ახდენს გამოძიების მიერ მიღებული შედეგის შეფასებას და გამოტანას დადგენილებისა „საქმის არ აღძვრის შესახებ“. სრული ასი პროცენტით იციან ისიც, რომ ჩემი მხრიდან საქმეში დანაშაულის ნიშნები არა თუ ვერ დასტურდება, არამედ მათი (დანაშაულის ნიშნების) სრული ასი პროცენტით გამორიცხულობაა მყარად და ეჭვშეულად დადგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ „საქმე“ ვეღარავითარ შემთხვევაში ვეღარასოდეს და ვეღარაფრის ფასად ვეღარ შეიძენს აღძვრისათვის საკმარის რესურსს, ანუ ის ვეღარასოდეს ვეღარავითარ შემთხვევაში „ვეღარ და აღარ – ვერ და არ „აღიძვრება!!!“ და ამ მდგომარეობაში უკვე სამი წელიწადია, რაც „საქმე“ კბილებით უჭირავთ, ისე როგორც „ხელისგულზე დადებული თოვლის ფთილა შუა ზაფხულის სიცხეში“ და აი ამ თოვლივით კბილებით ინარჩუნებენ ჩემი ცხოვრების პარალიზების ფაქტობრივ მდგომარეობას, არავითარ შემთხვევაში არ გამოაქვთ დადგენილება „საქმის არ აღძვრის შესახებ“ და ჩემი მიყვანით დაკითხვაზე  (ნებაყოფლობით, ტკბილად მიტყუების გზით, თუ იძულებით მიყვანის გზით) ისე გამოიყვანენ, თითქოს ეს „ხელისგულზე დადებულ თოვლის ფთილა შუა ზაფხულის სიცხეში“ კბილებით და ბრჭყალებით უკვე სამი წელიწადია, რაც „მე მიჭირავს ჩემი მოჩვენებებითა და დევნის მანიით“, არ ვაცლი ჩემზე მზრუნველ პროკურატურასა და შსს–ს „საქმის“ დახურვას და ეს ყველაფერი ჩემი სირეგვნის, ფსიქიატრიული არასრულყოფილებისა და სადომაზოხიზმის შედეგია (ბრალია). აბა ჩემი მშობლიური პროკურატურა და შსს ხომ არ დამაზარალებდნენ!!! ამაზე უფრო „ქვის გამხეთქი მტკიცებულება“ რაღა დაგისახელოთ??? მთლად ამდენად მეც ვერ ვიყავი გარკვეული იურიდიულ რეალობაში და ეს ჩემთვისაც აღმოჩენაა!!!

„საქმე“ კი ისეთი ხმამაღალი  ღრიალით მოითხოვს დადგენილებას არ აღძვრის შესახებ“, როგორც გალიაში მბრდღვინავი მშიერი ლომი – ხორცს!!! რამდენ ხანს უნდა უტკბოს ამ განწირულმა ღრიალმა სადისტური ყურთასმენა სამართალდამცავებს??? მე იმ ლომის საკმარი ხორცი არ მაქვს!!! რაც მქონდა – ყველაფერი გავიღე… და თუ ასე გაგრძელდა – მალე საცხოვრებელ ბინასაც და ოჯახის დარჩენილ მომავალსაც ის ლომი შემიჭამს (კოჰაბიტაციური მარკის დარიშხანა – არ უნდა???). თუ ეს ასე გაგრძელდა – მაშინ ჩემი მშვიდობიანი პოზიციის ვექტორიც ასოთხმოცი გრადუსით შემობრუნდება (ეს გინდოდათ???…)…

ცოტაც კიდევ იღრიალე ჩემო ნადირთუდიდებულესობავ!!! კოჰაბიტაციის დასრულების შემდეგ სტრასბურგის ზოოპარკში გადაგიყვან.  იქ სამართალი – სპილოს მწვადივით უხვად იჭმება.

ჩემი ეს მიმდინარე განცხადება აიტვირთება ჩემს ინტერნეტ ბლოგში sheriskhuli.wordpress.com – ხოლო  მასზე თანდართული ზემოხსენებული ჩემი განცხადება საქართველოს მთავარი პროკურორის, ბატონი არჩილ კბილაშვილის სახელზე (ასლი თან ერთვის) – ჯერჯერობით კონფიდენციალურად დარჩება.

თქვენ კი უმორჩილესად გთხოვთ:

1)      მიიღოთ ჩემი ეს მიმდინარე განცხადება დანართითურთ თქვენთან არსებული ჩემს „საქმე №0405–12/…“–ში;

2)      განაგრძოთ დაკვირვება ჩემს უსაფრთხოებასა და ჩემს ინტერნეტ ბლოგზე sheriskhuli.wordpress.com

3)      ჩემი ამ მიმდინარე განცხადებისა და მასზე თანდართული მასალის ქსეროასლები თქვენი გამცილებელი წერილი–მიმართვით გადაუგზავნოთ:

ა) საქართველოს მთავარ პროკურატურას;

ბ) საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მთავარ დეპარტამენტს;

–        აცნობოთ მათ თქვენი საქმის კურსში ყოფნის შესახებ;

4)      უპასუხოთ ყველა იმ საერთაშორისო ნოსტრიფის კორესპონდენტსა და უფლება დამცველს, რომლებთანაც ადრეც დაგაკონტაქტეთ და რომლებიც ამ უახლოეს დღეებში შეგეხმიანებიან; მათ ეს მასალები დღესვე დაეგზავნებათ.

ჩემს ბინაში, სადაც ხანდახან შევივლიდი ხოლმე – ამ ავადსახსენებელი კოჰაბიტაციის დასრულებამდე აღარ გამოვჩნდები და არც სატელეფონო კავშირს მივეკარები. ოთხი წელი მითმენია და ორ თვესაც მოვითმენ.

მინაწერი: აი უმადურობისა და სინდის–ნამუსგარეცხილობის სარეკორდო ნორმატივი!!! არ ვუჩივი, ყოველმხრივ ვეხმარები, რომ თავიანთი ამაზრზენი დანაშაულიდან უმტკივნეულოდ  გამოვიდნენ და სამსახურები შეინარჩუნონ, ყველანაირ თანხვედრაზე მივდივარ, მაგრამ…

„მგელ ვერ მაიშლის მგლობასა…

„ნაცმო“ კი – „ნაცმო“–ობასა“.

–           წინასწარ დიდი მადლიერების

გრძნობით, დიდი იმედითა

და უღრმესი პატივისცემით –

განმცხადებელი                                                               ზ.ბ. ჯაფარიძე

2012 წლის „ 02 “ სექტემბერი

შესულია 2013 წლის 02 სექტემბერს.

შესვლის რეესტრის  საკონტროლო–სარეგისტრაციო №1748/1 ჩაიდო ძველი წარმოების ჩემს „საქმეში“  №0405–12/…

————————————————————-

საქართველოს მთავარ პროკურორს

–ბატონ არჩილ კბილაშვილს

საქართველოს მოქალაქე (მოქალაქის პირადი             №––––––––––––––––––. მცხოვრები მისამართზე: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––, ტელეფონი: ––––––––––––––

ზაზა ბეჟანის ძე ჯაფარიძის

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მთავარი დეპარტამენტის მეორე სამმართველოს წარმოებაში მყოფი სისხლის სამართლის საქმე №009090203 (დეტექტივ–გამომძიებელი თინათინ მექვაბიშვილი, ზედამხედველი პროკურორი ლაზარე სეხნიაშვილი)–თან დაკავშირებით – საქართველოს სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) აპარატიდან, მათი 2013 წლის 11 სექტემბრის №05–2/1254 გამცილებელი წერილით (ქ–ნი სალომე ვარდიაშვილი) – გადმოგეგზავნათ ჩემი მასზე თანდართული განცხადებები. მანამდე თითქმის ყოველ განცხადებაში განვმარტავდი, რომ მზად ვარ ნებისმიერ დროს ვეახლო პროკურორ ლაზარე სეხნიაშვილს პროკურატურის შენობაში და არავითარ შემთხვევაში არ მივალ შსს–ს შენობაში. ჩემი დამცველის, ადვოკატ ვახტანგ თალაკვაძის შუამავლობით – თითქოს–და ამაზე სიტყვიერად არაერთხელ შევთანხმდით; მზად ვარ ნებისმიერ დროს გეახლოთ, ველოდები თქვენს სიტყვას, მაგრამ გრძელდება იგივე, რაც „ნაცმოს“ ხანაში ხდებოდა… ანუ პროკურორი შემოიფარგლება მხოლოდ სიტყვიერად შემოთვლილი დაპირებებით იმის შესახებ, რომ დამიბარებს დაკითხვაზე, მიწელავს დროს, ხოლო შსს–მ კი კვლავ განმიახლა ჩემს ბინაში (იქ სამი წელიწადია, რაც არ ვარ) რაიონის პოლიციიდან უბნის  რწმუნებულების ხშირ–ხშირი  სტუმრობა ჩემი შსს–ს შენობაში „დაკითხვაზე იძულებით მიყვანის მიზნით“. გამომდინარე იქიდან, რომ „ნაცმოს“ დროიდან და „ნაცმოს“ მეთოდით წარმოებული ძიების მწარმოებელი უკლებლივ ყველა პირი ისევ თანამდებობაზეა, ჩემი ზემოაღნიშნული საქმე, რომელიც – დიდი მცდელობისა და სამწლიანი (ოთხზე აღარაფერს ვამბობ) „ჯოჯოხეთური ერას“ შედეგად ვერც კი აღძრეს – ისევ იმავე პირების ხელშია და продолжают в том – же духе… რა დასკვნა გრამოვიტანო??? უნდა ვეახლო მათ იმ ცოცხების საამქროში, რომელიც „ნაცმოს“ ხანაში მომიმზადეს თავისი უხვად მომარაგებული მაღალ ხარისხიანი ცოცხებითა და მათი (ცოცხების) ეშვებ–დაკრეჭილ–აკაწკაწებული ტარებით???… რომლებიც (ცოცხები) ჯერ არ ჩამოწერილა (მხოლოდ სოზარ სუბარია მათი (ცოცხების) „მაღალსახელმწიფოებრივი კულტურით ჩამოწერილობით“ აღტაცებული) და არც საამქრო გაუქმებულა?!?!?!… მაინც რა იყო გამოძიების მხრიდან ასეთი შლეგური, ყოვლად არაპროფესიონალური და არალოგიკური „შავი რეაგირების“ მიზეზი??? მხოლოდ გურული გაწიწმატება ქალბატონი გამომძიებლისა „გურული ოცნების“ ლამაზი სამყაროდან??? მიკვირს – იუმორის უმაღლესთა შორის უმაღლესი კულტურის (მსოფლიოს მასშტაბითა და კაცობრიობის ისტორიაში უანალოგო…) მხარის შვილმა –  ამდენ ხანს ვერ ამიღო ალღო იმ ნესტარ–იუმორისტულ ტაქტიკაში, რომლის გამომუშავებაც თვითონვე მაიძულა(უფრო უწყინარი, მშვიდობიანი და მაღალზნეობრივი მეთოდი შენგან თავის დაცვისა – რაღა მოგიფიქრო ჩემო დაუპატიჟებლად შემოჩენილო ლამაზო თავის ტკივილო???)???… არა!!!… მიზეზი ეს არ უნდა იყოს… მითუმეტეს, რომ კახელი პროკურორი თავისი მდგრადი კახური დარბაისლობითა და მდუმარე სერიოზულობით კვლავ ძველ რეჟიმში „გურული წიწმატის სათბურის“ როლის შესრულებას – უმაღლესი პროფესიონალიზმითა და რაჯა–იოგას მოთმინებით განაგრძობს… ერთი სიტყვით, ყველაფერი „ნაცმოურად“, ძველებურად, თუნდაც კოჰაბიტაციურად გარდასახულად, მაგრამ მიზანშეუცვლელად გრძელდება. რადგან მანდილოსანს ასე სწყენია (სულ ტყუილად!!! დამიჯეროს…), ამიტომ პროკურორის კახელობასაც (ნუ მიწყენს!… ჯენტლემენურად შეეხიდოს კოლეგა–მანდილოსანს) დავუნთებ იუმორის ერთ წმინდა სანთელს: „გამოძიებაი ახლა სულ სხვა  „გვოზდი“ შეასო!!!“

კერძოდ კი „მომჩივანი მარგალიტა“, რომლის სულის შიგნეულიდან  უბინძურესი და უბილწესი ბუნებრივი წიაღისეულიც – გამოძიებამ კიდევ უფრო ბილწი და კიდევ უფრო ბინძური მეთოდებით – ოთხი წლის მანძილზე ყველა განზომილებაში უღმერთოდ გამოიყენა – ახლა პრობლემურ ბომბ–დეტონატორად დაიქოქა და იგი (გამოყენებული და გასაწირად გახაზირებული „მომჩივანი მარგალიტა“) თავისი ექვსი თანმხლები პირითურთ – გამოძიებას კოჰაბიტაციის დასრულებისთანავე ხელში აუფეთქდება, რადგანაც (ის ჩემთვის განკუთვნილი ბომბი) მე ვერ მესროლა და დღესაც „ხელში უჭირავს“ (აკი ვწერდი: Fortuna non penis – in manus non resipa!!!)!!! გამოძიება ოთხი წლის მანძილზე ჰპირდებოდა „მომჩივან მარგალიტას“, რომ მე წამგლეჯს ჩემს საცხოვრებელ მშობლებისეულ ბინას, ჩემს ქალიშვილს გაუტყავებენ ბიზნესს (საამისოდ „უჟამო ჟამის“ მომავლინებელ „ძე უფალადაც“ გამაფორმეს მოსამართლის სპეციალური ბრძანებით) და კიდევ სხვა სახის ჩემგან ამოღებულ „ოქროს მთებთან“ ერთად – ყოველსავე ამას „მომჩივან მარგალიტას“ მიართმევენ (ბევრს კი ეცადეთ და საციხოდაც კი გადადეთ თავი, მაგრამ „მომჩივანა მარგალიტა“ შეიგნებს, ან დაგიფასებთ „ამაგს“???…). საამისოდ „მომჩივან მარგალიტას“ მთელი თავისი ოჯახი და საახლობლო ჩაათრევინეს დანაშაულში, მაგრამ ახლა ჩემგან ამოღებულ „ოქროს მთებს“ კი არა – ჩემთვის მომზადებულ შავ ციხესა და ცოცხების საამქროს უგვარებენ ჩუმჩუმად, ფარულად, შიშითა და აკანკალებული ხელით, რადგანაც იციან (გამოძიებამ), რომ „მომჩივან მხარეს“ ვერ შეაგნებინებენ, რომ ორივენი („მომჩივანი მხარეცა“ და გამოძიებაც) – ჩემთან ფუნდამენტურად დამარცხდნენ, ორივენი გამოუვალ ჩიხში ფართხალებენ და ორივეს თანაბრად სისხლხორცეულად სჭირდება, რომ  მათს შორისი ურთიერთშეთანხმებული პოზიციით მე შემითანხმდნენ ––– ჩემ მიერ შეთავაზებულ კაპიტულანტურ ზავზე იმ ომში, რომელიც (ღმერთი!!! რჯული!!! ხატი!!!) მე არც დამიწყია და არც სერიოზულ ომად (ეს უზნეო გიჟების უნიჭო მუსკომედია???… თუმცა დამამხო კი…) არ აღმიქვამს. ვერ იმედოვნებენ რა (გამოძიება), რომ „მომჩივანი მხარის“ შეგნებამდე (სწორედ მათმა ამ ხმამაღალმა და აგრესიულმა შეუგნებლობამ წამოტეხა და დაამხო ყველაფერი)  ყოველივე ამის მიტანას შესძლებენ (აკი ჩაუვარდათ კიდეც მოსალაპარაკებლად მიგზავნილი პროკურორი, რომელსაც სიტყვა ეთქმოდა, რადგანაც ის, მთელი ამ ხნის მანძილზე – არც არაფერს ატყუებდა, არც არაფერში იყენებდა და არც – ჩემგან ამოღებულ „ოქროს მთებს“ არ ჰპირდებოდა. მაგრამ „მომჩივანა მარგალიტა“ ყოველთვის მხოლოდ იმას სჯის, ვინც რეალობას  ამოხსნილად გაუშიფრავს და არავითარ შემთხვევაში არ მოატყუებს. ეს ჩემზე უკეთ ვინ იცის??? მეც მხოლოდ ამ ერთადერთი ნიშნით ვყავარ ამოჩემებული) იძულებით ღონისძიებად თვლიან (გამოძიება) – მათი („მომჩივანი მხარის“) ეს „შეუგნებლობა“ ჩათრგუნონ და გადაწყვიტონ მისი (მათი) „გაწირვით“, რასაც მოჰყვება ის, რომ ეს „ოქროს მთებ“დაკარგული და საცოცხედ გახაზირებული „შვიდკაცა“ – ნეშვილის ფრანკ–მასონთა ბელზებელის სატანისტთა მონასტერში სამღერ შავ ჰიმნოგრაფიას უმღერებს გამოძიებას – შვიდ სატანურსა და უნიჭო ხმაში (მქონდა ბედნიერება მე მომძღვნოდა ეს შედევრალური რაფსოდია და შემეფასებინა  მისი სულიერი სინატიფის გენიალობა. იმ კოშმარით ოთხი წლის წინ შოკირებული ჩემი ოჯახი – დღემდე გონს ვერ მომიყვანია. არ მშურს შსს–სი).

ამ სურათით ცხადი ხდება, რომ დანაშაულებრივი გამოძიების დამნაშავე მწარმოებლებისათვის, დღეს ნომერ პირველი პრობლემა – ზემოაღნიშნული „შვიდკაცას“ სარდლის, სახელდობრ „მომჩივანა მარგალიტას“ აგრესიული სიხარბით გაპენტილი „შავი შეუგნებლობაა“, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნე – თავის დროზე გამომძიებლებმა ჩემთვის სასროლ ბომბ–დეტონატორად დაქოქეს, მაგრამ მე ვერ მესროლეს და დღესაც „ხელში უჭირავთ“ (შესაფერის ლათინურ ანდაზას – აღარ გავიმეორებ). კოჰაბიტაციის შემდეგ ეს ბომბი გამომძიებლებს ხელში აუფეთქდებათ… ვის შეაჩეჩონ???… მეთოდურ განეიტრალებას ვეღარ ახერხებენ. „შავი შეუგნებლობის“ პრობლემას ვერ ერევიან. მაშ რა ჰქნან??? (ჩემს თვალშესწრებაში – მას ამ მდგომარეობაში უკვე მესამე გარეწარ–გამომყენებელი აგდებს!!). ვშიშობ, რომ საბჭოთა მილიციის ვარდოვანი მემკვიდრე ამ ბომბის ღრმად დამარხვას ეცდება, რათა გარდაუვალი „აფეთქება“ მიწის სიღრმეში „ყრუ შეტოკების“ ფორმებში გადაიყვანოს, მაგრამ ამის ჩადენას სხვისი ხელით ეცდებიან, სახელდობრ – ამ „შვიდკაცას“ დამარხვაში დაინტერესებულ მოწინააღმდეგეს შეაჩეჩებენ ხელში „აწ ჩასადენ ცოდვას“ და ამ მოწინააღმდეგის საჩივრის საფუძველზე ჩაყრიან შვიდსავეს „ცოცხების საამქროში“.

საამისოდ კი გამოძიებას ახლა უკვე „უკუმომჩივანად“ ქცეული „განტევების ვაცი“, ანუ – მე ვჭირდები. მაქსიმალურად ეცდება (გამოძიება), რომ ეს „მარაზმი“ ჩემს სინდისზე მოვიდეს (ასევე ჩემს თვალშესწრებაში – მას, აფეთქების წინარე მდგომარეობაში მყოფს – ასევე მესამე გარეწარ – გამომყენებელ – გადამგდები უხდენს ჩემზე გადმომისამართებას!!!…).  გამოძიების მწარმოებელთა გასაგონად… ცალსახად და კატეგორიულად… არა პატივცემულებო!!! თავის დროზე მათ „დამღუპველად“ და „დამაქცევრად“ ქცევას (რასაც შსს–დან მიღებული დაკვეთითა და ინსტრუქციით თვითონ  ისინივე მაიძულებდნენ…) – პროცენტიანი ვალის აღება და „მიშავება“ ვარჩიე. ამ ცოდვაზე თავის დროზე  თვითონვე მათ ვერ წამიყვანეს და დღეს ვერც გამოძიება ვერ წამიყვანს!!! ვერავინ ვერ შესძლებს უარყოს ის ფაქტი, რომ მთელი ეს ოთხი ჯოჯოხეთური წელიწადი – თავდაცვის პარალელურად არანაკლები სიმძლავრით ვიბრძვი მათ გადასარჩენადაც თავიანთივე „სიბინძურისაგან“, რომელსაც გამოძიება ასე მაღალოსტატურად მართავდა:

„ფარსადან იგრე ეგონა – ჩინ მამცემენ თემლაკებსა.

იმტელი მამა უცხონდა, რამტელიც იმაი მისცესა.

ორი – ოთხიოდ პანღური – ამოჰკრეი და გააგდესა“.

არსენას ლექსი (ხალხური)

„გაგდებაი“ ვინღა სჩივის – ჯალაბიანად „ჩაგდებაი“ უპირებენ და ამაში ჩემ გამოყენებას (ღვთის წინაშე – უფლება კი მაქვს ეს ჩავიდინო; ასგზის ღირსები კი არიან, მაგრამ ჩემგან ეს არ მოხდება…) ცდილობენ. მე კი მათ დამცველად მოვევლინე გამოძიებას, რომელმაც უკვე, ღმერთმა იცის მერამდენეჯერ – მოულოდნელად იგემა ჩემგან გაკვირვებისა და გაოგნების შოკი. ყოველმხრივ მოვუწოდებდი „მომჩივან მარგალიტასა“ და მის დაჯგუფებას, რომ გამოეყენებინა ჩემგან შეთავაზებული „ჩაფიქრებული დანაშაულიდან ნებაყოფლობით ხელის აღების პრაქტიკა“, მაგრამ, როგორც იტყვიან – „გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება ვნებასა“. გავიგე – რა, რომ იგი უკომპრომისოდ მიჰქრის თავისი ექვსი თანმხლებითურთ უსათუო გადაჩეხვისკენ, ერთადერთი, რაც მოვიფიქრე, ეს არის ის, რომ გამოძიებას ჩემი ბოლო, 2013 წლის 29 აგვისტოს განცხადებით (შესულია 2013 წლის 30 აგვისტოს. შესვლის რეესტრის საკონტროლო–სარეგისტრაციო №01/13–108171. უნიკოდი KA010133099311313) წარვუდგინე – მათთვის („მომჩივანი მხარისათვის“) მაქსიმალურად შემამსუბუქებელი ფაქტობრივი გარემოებანი, ჩემეული ხედვა მათი („მომჩივანი მხარის“) გადარჩენის საქმეში და აღვუთქვი გამოძიებას მაქსიმალური თანადგომა და თანამშრომლობა ამ „გადარჩენაში“ (ასევე მესამეჯერ მიხდება ბრძოლა მის გადასარჩენად გამწირავი გამომყენებელ–გადამგდებ – ჩემზე გადმომმისამართებლისაგან. მაცლის კი???… პირველ ორ შემთხვევაში არ მაცალა!!!…), რაც გამოძიებას სულაც არ ეპიტნავა, რადგანაც სრულიად საწინააღმდეგოს გეგმავს. სწორედ ამას მოჰყვა გამოძიების მხრიდან ეგზომ მძაფრი „შავი რეაგირება“ ჩემ მიმართ, რამაც არც გამაკვირვა. გამოყენებულ აგენტ–პროვოკატორებს ჯერ ააშენებენ და მერე „მარხავენ“. ვერ „ააშენეს“. მაშ რაღა რჩება???… მე კი ვუმეორებ (გამოძიებას): „არა პატივცემულებო!!! მათი საბოლოოდ დამღუპველისა და დამაქცევრის სახელს – ხალხში და ცოდვას – სულში  მე ვერავინ ვერ „შემტენის!!!“ (ეს თქვენამდე უკვე მისმა ორმა სხვადასხვა დამღუპველმა თაღლითურმა დაჯგუფებამ – ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად – ორჯერ უკვე სცადეს)  მე მათ, როგორც არასოდეს არაფერს არ ვერჩოდი, დღესაც ისევე – არაფერს არ ვერჩი!!! ვინც ერჩის – თავისი საკუთარი სახელით ერჩოდეს და ჩემგან კი დიდ წინააღმდეგობას ელოდეს!!!

ჩემი პოზიცია – ყველასათვის მშვიდობითა და უმტკივნეულოდ დამთავრდეს ეს ოთხწლიანი მტანჯველი „სასაცილო უზნეობის ზეიმი“ – ჯერჯერობით უცვლელია, ყოველმხრივ ვცდილობ და კვლავაც ვეცდები, რომ ეს ასეც მოხდეს, მაგრამ თუ სხვა გზას არ დამიტოვებენ, მაშინ კოჰაბიტაციის დასრულების შემდეგ გადავწყვეტ – ვის მივცე  ჩვენება: გამოძიების დღევანდელ მწარმოებლებს? მათ შემცვლელებს? თქვენი სტრუქტურების გენერალურ ინსპექციებს? თუ სულაც – სტრასბურგს? დღეს კი ეს ჩემი ჩვენება არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს! პროკურატურას თავისუფლად შეუძლია გააფორმოს დადგენილება „საქმის არ აღძვრის შესახებ“.  უფრო სწორად კი – პროკურატურას აღარ შეუძლია ამ დადგენილების  „გამოუტანლობა – გაჭიანურება“. მე კი მხოლოდ ხელის შესაწმენდად ვჭირდები. ამისათვის ვერ გეახლებით!!! კიდევ ერთხელ გთავაზობთ და გპირდებით: „დავამთავროთ!!!“ და მეც დავსვამ წერტილს იმაზე, რაც არც არასოდეს დამიწყია!!! ჩემგან სრული თანხვედრა ჯერჯერობით ისევ ძალაშია!!!

და ბოლოს!!! ერთადერთი ვისაც „აღარ“ ვპირდები მშვიდობას (თვითონ მაიძულა), ეს არის „მომჩივანი მხარის“ შვიდი წევრიდან ერთ–ერთი, სულხან საბა ორბელიანის იგავ–არაკების სიძველისაგან გაყვითლებული ფურცლებიდან („სიბრძნე სიცრუისა“) თავისი ფეხით გადმოცუნცულებული, მრავალთა ოხერთა ცოდვათა შთასვლის შემდეგ ბერად აღკვეცილი და იერუსალიმს განწმენდად მიმავალი „შემნანიე მელი“, ანუ ბერის ანაფორაჩამომხობილი ის მტკაველნახევრიანი ზუგდიდელი თაღლითის კომიკური ტიპაჟი (მეტსახელად „წმინდა ძუკუ“) ფეხსაცმლის ზომით №34 –  რომელიც ჯოვანი ბოკაჩიოსა და ლეო ტაქსილის ნებისმიერ ლანდშაფტისეულ იერსურათს დაამშვენებდა. ვინაობას, რა თქმა უნდა, არ გავასაჯაროვებ, რადგანაც ჩემი ეს მიმდინარე განცხადება აიტვირთება ჩემს ინტერნეტბლოგში sheriskhuli.wordpress.com

მამაო ძუკუ!!! სასწრაფოდ მიაგზავნე შენი ადვოკატი (თუ არ გყავს – აიყვანე) ჩემ დამცველთან, ადვოკატ ვახტანგ თალაკვაძესთან და მათი მეშვეობით დაიწყე ჩემთან მოლაპარაკება იმ „ფულადი ზარალის ანაზღაურებაზე“ (სხვა ყველაფერი მიპატიებია), რაც შენმა თაღლითურმა შემოქმედებამ და შენ მიერ მართულმა „მამლის, ძერას, ოფოფის, მსუქანი ბატისა და მსუქანი იხვისაგან“ შემდგარმა საგიჟეთმა – შენი უტიფარი სარდლობით მომაყენეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებულს გამხდი გამოგაბრძანო ე მაგ ჩეზარე ბორჯას ჯღიბად ყოფნადაც კი ვერც ღირს სამყოფლოდან,  რომელშიც ასე კომფორტულად გრძნობ თავს და ეგ კომფორტს ნაჩვევი თავი – ბაჩანა ახალაიას, დიმიტრი შაშკინისა და ხათუნა კალმახელიძის იმ თვითშემოქმედებით ფოლკლორში გადურთინო, სადაც შენი დიდი მონაწილეობით ჩემთვის მომზადებული ცოცხების ალესილი ტარები ეშვების კაწკაწით გელოდებიან. „ბრალდებულის“ სტატუსით – პირველ დაკითხვას ჩაგიტარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი – მესტიის პატეფონ ვერ შემკეთებელი ქარხნის დირექტორი, პოლიციის მაღალჩინოსანი ქალბატონი თავისი – შენ მიერ 2008 წელს ჩართული და დღემდე გამოურთველი დიქფონით: ფული რატომ მიეცი? მაიტა ნასოსი!!! შეგახსენებ, რომ ის „ნასოსი“ შენ მიაწოდე შსს–ს – „მომჩივანა მარგალიტას“ თავში გავლის გზით და გაცნობებ, რომ ის აწ უკვე თავ–წვეტ გაქონილი „ნასოსი“ – დღეს მოადგილედ დაუნიშნეს იმ „ცოცხის ტარს“, რომელიც ეშვების კაწკაწით მე კი აღარ – აწ უკვე შენ გელოდება. „ჟურნალისტური გამოძიების“ რუბრიკით – რეპორტიული ტელესერიალი „მეგრული დეკამერონიც“, რომელიც ამ ოთხწლიანი ჯოჯოხეთური გვემით მძაფრად შთამაგონე – მრავალფერად მიბრუნავს ჩემს მუზათა ზღვაში. მაგრამ… ხალხი ვართ… იქნებ კი შევთანხმდეთ?!?!… შეთანხმების ფორმას, მის იურიდიულად გაფორმებას, პროკურატურისა და სასამართლოს მასალებში ლეგალიზაციასა და გადაწყვეტილებებში ვალდებულებებად ჩადებას – პროფესიონალების დახმარებით დავარეგულირებთ.

უმორჩილესად ვთხოვ გამოძიებას, ნუ მიაგზავნის ჩემს ბინაში (სადაც სამი წელიწადია – არ ვარ) რაიონის პოლიციიდან „საპატიო სტუმრებს“ და ნუ გაერთობა მორიგჯერ ჩემი ოჯახის წევრების დაფეთებითა და ჩემი მეუღლისათვის (მძიმე ავადმყოფია) ნევროლოგიური მორიგი კრიზის პროვოცირებით. რითი რა ვეღარ დარწმუნდნენ, რომ იქ ვერ მნახავენ?!?!… ან კი, რომც მნახონ და მომიხდინონ ის ეგრეთ წოდებული „დაკითხვაზე იძულებით მიყვანა“, ანუ არაიურიდიული სამეტყველო ენით „ყურით მითრევა“ – ესეც ხომ ერთ–ერთ ხმამაღალ მტკიცებულებად იქცევა იმისა, თუ როგორ მექცევა გამოძიება?!?!… ექსპერტიც სტარტზე მყავს, ცნობის გამცემიც, საორგანიზაციო ხაზიც „მოწმე გამოძახებით“… უფლებადამცველ ორგანიზაციათა მთელი ეკიპაჟიცა და მედია კამპანიაც. ერთი სიტყვით ამ „ყურით მითრევით“ ჩემ მორიგ უსამართლო დამცირებას – ისეთ თავის ტკივილად გიქცევთ, როგორის ატანისაც დღეს თქვენ უკვე აღარც დრო გაქვთ, აღარც – შნო და აღარც – რესურსი. ან კი რაღაში გჭირდებით??? მხოლოდ „ვარდივით“ საბჭოთა მილიციონერის ჰაფხუშტურის მოსაოხებლად??? მანდ „ყურით მოთრეულს“ – სათქვენო ჩვენებას ვეღარ წამგლეჯთ. პირიქით – ისეთ არასასურველ მოულოდნელობებს მოგახსენებთ (უხვად მაქვს რეზერვში…), რომ პრობლემებს გაგიასმაგებთ (ვეღარ გამიცანით???…). ძალიან ძვირის გადახდა მოგიწევთ ამ სამხრეებიანი ჰამქრომოსომის „სააკაშისტურ“ მოფხანაში (ყველას როგორ მევე უნდა გიცავდეთ ჩემგანვე?!?!… ნამუსი კი მაინც ვერავის ვერ გაგიღვიძეთ!!!). ამ ფასად მე ნამდვილად აღარ უნდა გიღირდეთ! თუმცა… ესეც მხოლოდ მეორადი სიმბოლიკაა. შინ არ ვარ. ეს „მითრევა“ და დაკითხვა ვერ შედგება.

ასე რომ… ორივე „ფარჩაკსა და ჩაფლავებულს“… ანუ „დამკვეთსაც“ (გამოძიებას) და „შემსრულებელსაც“ („მომჩივანი მხარე“), ჩემის აზრით, ჯერ კიდევ გაქვთ დრო – ერთმანეთში შეთანხმდეთ და განიხილოთ ჩემ მიერ შემოთავაზებული „ჩაფიქრებულ დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების პრაქტიკა“, რასაც იურიდიულად სერიოზული სრულყოფა და ფორმაციული დარეგულირება სჭირდება, რადგანაც ის ჩემი, როგორც არაპროფესიონალის თვალთახედვაა და მის სისწორეში დარწმუნებული ვერ ვარ. ჩემ მოტყუებასა და დროში შეტყუილებას კი ნუღარც ეცდებით და ნუღარც იოცნებებთ!!!… რითი რა ვეღარ დარწმუნდით, რომ ვერც შემაშინებთ, ვერც გამტეხთ, ვერც მომისყიდით, ვერც არაკაცობას ვერ მაკადრებინებთ და ვერც ვერაფერს „მაჭმევთ?!?!“ ხომ ხედავთ, რომ სამივე მოჭადრაკე (პროკურატურაც, შსს–ცა და „მომჩივანი მხარეც“) სამ სხვადასხვა  თამაშის – თქვენ მიერ ჩემთვის ძალით თავს მოხვეულ პარტიებს მეთამაშებით და მიუხედავად ამისა სამივე თქვენგანი თქვენს სხვადასხვა სამ დაფაზე ერთი სიჩქარით მიჰქრიხართ გარანტირებულ სამ „შამათში გადაჩეხვისკენ“. უფრო სწორად კი – უკვე სამი წელიწადია, რაც თავს ზემომდე ხართ სამივენი ჩაძირულნი ამ „სამ თქვენ–თქვენს შამათებში“, მაგრამ ამაში  აქამდე არ ტყდებით (არც გარეთ და არც – ერთმანეთში), რადგანაც აქამდე ამის საშუალებას „არმენო–ამერიკული ყოვლად უჯიშო და უმახინჯესი ვარდების სიმახინჯის თაიგული“ გაძლევდათ. ღვთის  მადლით – მოითხარა ის „უჯიშო და მახინჯი ვარდის ავადმყოფურად მოძალადე ბუჩქი“ („ვარდოვნები“ და თანაც „ბუჩქები“ ცუდად დაებედა ერსა და ქვეყანას…). მითხარით რით გაგიიოლოთ ამ „ახირებული გამოუტეხლობიდან“ დათმობისკენ გადასადგმელი ნაბიჯის უხერხულობა???… ხომ ხედავთ, რომ ყველაფერში გითმობთ???… ლმობიერება და ხათრიანობა სილაჩრესა და ჩვრობას არ ნიშნავს. შეიშნეთ, რომ არცერთი თქვენგანის ცოდვა, არც ერთი თქვენგანის „გაფუჭება“ მე არ მინდა და მიიღეთ ჩემი კეთილი ნებით შემოთავაზებული მშვიდობა, რომლის ღირსიც ჩემგან – უფლის წინაშე – არც ერთი მხარე არ ხართ (ვერ უარყოფთ… აღიარეთ…). თუ არა და… გადაიყოლეთ ერთმანეთი… ცოტა მოგვიანებით ორივე თქვენგანს მეც სერიოზული სიმძლავრით მოგეხმარებით – ერთმანეთის  „კაპიტალურად დამარხვაში“, რაშიც თვით თქვენებრ ზნედაცემული „შავი ანგელოზებიც“ კი ვეღარ გამამტყუნებთ.

ანტიკური ეპოქის ათენელ გენიოსს უთქვამს „ბრძენი სხვის შეცდომაზე სწავლობს, უგნური კი – თავისაზეო“. ამის მთქმელს აზროვნების თავისი სიმაღლიდან არ შეეძლო დაენახა, რომ იმ დონის რეგვნებიც არიან, რომლებიც თავის თავზე და საკუთარ ოჯახზე – ერთსა და იმავე შემზარავ, დამამხობელსა და დამაქცევარ შეცდომას – სამჯერ ზედიზედ სჩადიან, სამჯერვე ჯოჯოხეთურ შედეგებს იწვნევენ და აწვნევენ  (საკუთარ ოჯახსა და საახლობლოს…) და მაინც ვერ გამოაქვთ დასკვნა. მაინც ვერ შეუცვნიათ მტერი და მოკეთე, თაღლითი და შემწე, ღირსეული და უღირსი. ქართველ ბრძენს კი ეს აზრი სხვა დინამიკაში გამოუთქვამს: „ღმერთი რომ კაცის დასჯას მოინდომებს – ჯერ ჭკუას გამოაცლის და მის მაგივრად ხელფეხდაუოკებლობას შეჰმატებსო“. ამასვე გამოთქვამს ძველი ჩინური წყევლა: „აღგზნებული რეგვენი შემოგჩენოდეს!!!“ 2000 წელს ჩინეთისა და საქართველოს სპორტის მინისტრებს შორის – ძალიან სერიოზული შეთანხმების დადებას მივაღწიე, რაც ედუარდ შევარდნაძის მოულოდნელი დავალებით ქართულმა მხარემ ჩაშალა და სერიოზულად უღალატა ჩინეთის მხარეს, რისი (ღალატის) აღკვეთაც ვეღარაფრით ვეღარ შევძელი. ალბათ მაშინ მივიღე მათგან ეს წყევლა.

პროკურატურას კი უმორჩილესად ვთხოვ – შეწყდეს ბოლოს და ბოლოს დროის წელვის საბაბების ძიების უკვე აღარც კი სასაცილო და ყოვლად უღირსი კინტოური ფაფხური და დასრულდეს საქმე, რომლის დამამთავრებელ დოკუმენტშიც სრული სიზუსტითა და დეტალურად დამისხალებული სკრუპულუზურობით აისახება რეალურად მომხდარიცა და მოჩმახვაცდილ – ვერ შეჩმახულიც. ასახულობას თუ არასაკმარისად სამართლიანად (უსამართლობაზე აღარ მაქვს ლაპარაკი) ჩავთვლი – გავასაჩივრებ და მთელი სიცოცხლის მიძღვნაც რომ დამჭირდეს – სამართლის გაფორმების გამყალბებლად შემარბილებელ – გამაბუნდოვანებელს თავის დღესა და მოსწრებაში აღარ გავახარებ – ბუნებაში არსებული ყველა მეთოდითა და საშუალებით.

გთხოვთ თქვენს გადაწყვეტილებას.

–            დიდი იმედით, წინასწარ დიდი

მადლიერების გრძნობითა და

უღრმესი პატივისცემით –

განმცხადებელი                                                               ზ.ბ. ჯაფარიძე

 

2013 წლის  „  24 “  სექტემბერი

შესულია 2013 წლის 25 სექტემბერს.

შესვლის რეესტრის საკონტროლო–სარეგისტრაციო №01/13–116745.

უნიკოდი KA010133384988213.

————————————————

                                         საქართველოს მთავარ პროკურორს

                                         –ბატონ გიორგი ბადაშვილს

საქართველოს მოქალაქე (მოქალაქის პირადი             №––––––––––––––––––. მცხოვრები მისამართზე: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––, ტელეფონი: –––––––––––––––––

ზაზა ბეჟანის ძე ჯაფარიძის

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

მოგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მთავარი დეპარტამენტის მეორე სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე №009090203 (დეტექტივ–გამომძიებელი თინათინ მექვაბიშვილი, ზედამხედველი პროკურორი ლაზარე სეხნიაშვილი), რომლის წარმოებაც დაიწყო 2009 წლის მაისის ბოლო რიცხვებიდან, მოქალაქის მიერ – ჩემ წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის საფუძველზე.

ძალიან დიდი იყო სახელმწიფო ნება ჩემი დაკავებისა, რაც მყისიერად არ მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ გამოძიება დარწმუნებული იყო, რომ მაღალკვალიფიციური გამოძიების შედეგად ძალიან საინტერესოსა და უაღრესად სერიოზულ დანაშაულს გახსნიდა, დიდ ფულს ამოიღებდა ჩემგან, ჩემი სახით სერიოზულ დამნაშავეს მიაგნებდა და სერიოზული საგამოძიებო მუშაობა უაღრესად დასაბუთებულ – დოკუმენტური,  ნივთიერი, ლოგიკისმიერი მტკიცებულებებითა და ფაქტობრივი გარემოებებით აღსავსე „სანიმუშო საქმის მრავალტომეულს შეკერავდა“, რითაც ბევრი თანამშრომელი მოიწონებდა თავს და შექმნიდნენ შესანიშნავ „პოეტურ სამუზეუმო ნიმუშს“ პროფესიული პიარისათვის. მხოლოდ და მხოლოდ ამ დიდი „პოეტურ – რომანტიული აღტყინებითა“ და მოტივაციით შეუდგნენ საქმის ძიებაში უმაღლესი პროფესიონალიზმის, ცოდნის, გამოცდილების, ნიჭიერების, შრომის, დაუზარლობის, პატიოსნების (მიაჩნდათ, რომ ამ შემთხვევაში „პატიოსნება“ აწყობდათ) და ყველა საჭირო კომპონენტის მთელი სიმძლავრითა და მონდომებით ჩადებას. დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს Работа на совестьჩემ„დამნაშავეობამდე“ მყარად მიიყვანდა. ამის იმედი რომ არ ჰქონოდათ – არავითარ შემთხვევაში არ მოახდენდნენ „საქმის“ გამოძიებას, მყისიერად დამაკავებდნენ სრულიად ჰაერზე და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, შემითითხნიდნენ ნებისმიერ სულ სხვა „ბრალდებას“, რის შესახებაც „საქმეში“ არც კი ეცდებოდნენ რაიმე საფუძვლის ჩადებას  (ფულის ამოღებას გამოძიება სულაც არ სჭირდებოდა) და მე თავს ამ „ჰაერისაგან“ ვერაფრით ვერ დავიცავდი. მაგრამ მოხდა მათთვის სრულიად მოულოდნელი რამ. გამოძიების ობიექტურად და ბუნებრივად წარმართვის შედეგად ჩემ სასარგებლოდ და „მომჩივანი მხარის“ წინააღმდეგ  ბუნებრივად „შეიკერა სანიმუშო სამუზეუმო მრავალტომეული“ (ოღონდ–უაღრესად „პროზაული“ და მათემატიკასავით – რკინის ლოგიკისა), რომელშიც – ისეთი დიდი სიმძლავრისა და რაოდენობის მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა დაიდო, რომ ყოვლად შეუძლებელი გახდა არა თუ „ჩემი დაკავება“ – არამედ სრულიად მოისპო შანსი „მომჩივანი მხარის დაუკავებლობისა“ და შეიქმნა დიდი საშიშროება გამოძიების მწარმოებელთა „პასუხისგებაში მიცემისა“.      ანუ „მომჩივანმა თაგვმაცა“ და „გამომძიებელმა თაგვმაცა“ ნაწილობრივ საერთო და ნაწილობრივ – სხვადასხვა მოტივაციებით – თხარეს… თხარეს… თხარესა!!!… თხრიდნენ იმის დიდი იმედითა და თვითდარწმუნებით, რომ ჩემ შემჭმელ კატას (რას მერჩოდნენ?!?!…) გამოთხრიდნენ, მაგრამ: „ბევრ ვეცადე – კე   შენთვინა,  ძლივაი გამოვდნი ჩემთვინა“ (ქიზიყური ანდაზა). მათ მიერ გამოთხრილმა სამხრეებიანმა ვეფხვისხელა კატამ ჩემკენ გაემოხედვაც არ ინდომა (უსამართლობა ვერ იკადრა ნახევარტონიანმა „ფისომ“, ანუ მყარად დადგენილმა ჭეშმარიტებამ) და დღეს ისეთი გააფთრებით (ჯერჯერობით –  უხმაუროდ) იწევს  თავისი „გამომთხრელი თაგვებისკენ“, რომ მისი გაკავება ჩემს ძალებს რამდენჯერმე აღემატება, თუმცა „ღმერთია მოწამე“, რომ ძალიან კი ვცდილობ. დამეხმარეთ რა!!!… არ მინდა, რომ ის „შობელთაგვები“ ჩემს სინდისზე „შასჭამოი“ თავიანთ მიერვე გამოთხრილმა გიგანტურმა ჭეშმარიტებამ – მიუხედავად იმისა, რომ ღირსები არიან!!!… თვითონ მათ – ეს მდგომარეობა ვერ შეუგნიათ და თავიანთსავე გადარჩენაში არა თუ არ მეხმარებიან – გააფთრებით მიშლიან ხელს!!! საქმის მობრუნება და უკვე საყოველთაო თანხმობითაც კი ყოვლად შეუძლებელია; ანუ – ჩიხია!!!

ყოველივე ეს აღწერილი მაქვს ჩემს ჩვენებებშიც, ჩემს არაერთ განცხადებაშიც და საამისოდ გამოვყოფ ჩემს 2012 წლის 14 ნოემბრის (თქვენთან შემოსულია 2012 წლის 15 ნოემბერს. შემოსვლის რეესტრის საკონტროლო–სარეგისტრაციო №01/13–71412, ელექტრონული უნიკოდი KA010156265676712 განთავსებულია ჩემს ინტერნეტ ბლოგზე:sheriskhuli.wordpress.com) განცხადებას – მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ახლად დანიშნული, ბატონი არჩილ კბილაშვილის სახელზე, რომელსაც პირველად მივმართავდი და იმ „პირველ მიმართვაში“ ვცადე რეტროსპექტივა მომეხდინა ჩემი საქმის მდგომარეობის ზოგადი აღწერილობისა (ასლი თან ერთვის), რაც წარმოდგენას შეუქმნიდა ახლად დანიშნულ მთავარ პროკურორს, რომელიც ჯერ საქმის კურსში არ იყო. ასეთივე მდგომარეობაა დღესაც. პირველად მოგმართავთ ახლად დანიშნულ მთავარ პროკურორს, რომელიც ჯერ საქმის კურსში არ ბრძანდებით და წარმოგიდგენთ ზემოაღნიშნული ჩემი განცხადების (ბ–ნი არჩილ კბილაშვილის სახელზე) ასლს (თან ერთვის).

უმორჩილესად გთხოვთ აქ შეწყვიტოთ მიმდინარე ტექსტის კითხვა, გაეცნოთ ზემოხსენებულ დანართს და მხოლოდ მას შემდეგღა განაგრძოთ მიმდინარე ტექსტი

მდგომარეობა დღესაც იგივეა. აკადემიურად ზეამოწურულად და ფუნდამენტურად გამოძიებული „საქმე“ – პროკურატურის მიერ დღესაც შეუფასებელია. ზემორე განცხადებაში ჩემი არაპროფესიონალიზმიდან გამომდინარე გამეპარა შეცდომა. კერძოდ ის, რომ „საქმის წარმოება“ ჩემი მაშინდელი გაგებით „საქმის აღძრულობა“ მეგონა. სინამდვილეში კი საქმე ვერ აღიძრა, ის დღემდე აღძრული არ არის და პროკურატურას დღემდე არ გამოუტანია (ვერ ახერხებს გამოტანას… ვერ არიან სუფთები…) დადგენილება „საქმის არ აღძვრის შესახებ“ – მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში მყარად, ეჭვშეუვალად და სრული ასი პროცენტით იყო დამტკიცებული შემდეგი ფაქტორები:

1)      ჩემი ბრალეულობისა“ – არა თუ ნიშნები ვერ იკვეთება, ან – ვერ მტკიცდება, არამედ – „ჩემი ბრალეულობა“ სრული ასი პროცენტით „გამორიცხულია“;

2)      რომ მე ჩემი კეთილი ნებით დიდი დახმარება გავუწიე გასაჭირში ჩავარდნილ მოქალაქეს, რომელიც:

ა)    გასაჭირში ჩავარდა მანამდე, სანამ მე გამიცნობდა;

ბ)    გასაჭირში ჩააგდო სულ სხვა საქმემ, რომელსაც რეწავდა სულ სხვა ხალხთან;

გ)    მისი „გასაჭირის“ შესახებ მე ჩემი – მასთან ნაცნობობის ბოლო თვეებამდე – არაფერი ვიცოდი, ხოლო როცა გავიგე – იმხელა დახმარება გავუწიე, როგორსაც სიზმარშიც ვერ იოცნებებდა;

დ) ჩემგან ყოვლად უანგაროდ მიღებული სიკეთის პასუხად ჯერ „შავი სამყაროსა“ და „ქურდული ჯგუფების“ დახმარებით მექცა რეკეტერ–დამტერორებლად, ხოლო შემდეგ – „მომჩივან მხარედ“.

ე)    მას და მის თანმხლებ დაჯგუფებას – ჩემ მიმართ ჩადენილი აქვთ დასჯადი მძიმე დანაშაულთა მთელი ჩამონათვალი (მონახაზი საქმის წარმოებისათვის მიწოდებული მაქვს).

3)      რომ „საქმე“  ვეღარასოდეს ვეღარავითარ და აღარავითარ შემთხვევაში ვეღარ და აღარ  შეიძენს აღძვრისათვის საკმარის რესურსსა და აღძვრის საფუძველს. რომ ამ აღძვრისათვის საკმარისი რესურსი და აღძვრის საფუძვლისათვის საჭირო „ახალ აღმოჩენილი გარემოებანი“ ბუნებაში აღარასოდეს და ვეღარასოდესაღარ და ვეღარ აღმოჩნდება.

4)      რომ „საქმე“ №009090203 ვეღარავითარ და აღარავითარ შემთხვევაში ვეღარ ასცდება დადგენილებას „არ აღძვრის შესახებ“ და ის სხვა გზით ვეღარ განვითარდება;

5)      რომ გარდაუვალია“ და ამ საქმის შეწყვეტის, მისი „არ აღძვრის შესახებ“ დადგენილების შემდეგ, მის საფუძველზე რომ უნდა „აღიძრას“ (არა თუ მოკვლევა, ან „წარმოება“ დაიწყოს) უკვე გამოძიებული „საქმე“ (უკვე სხვა ნომრით) „მომჩივანი მხარის“ მიმართ და ამ მდგომარეობას უკვე „ვეღარაფერი“ და „აღარაფერი“„ვეღარაფრისა და აღარაფრის ფასად ვეღარ შეცვლის“.

გიმეორებთ – ამ მდგომარეობაშია საქმე – 2010 წლის სექტემბრის პირველი ნახევრიდან (სამ წელიწადნახევარია, გამოძიება მიზანმიმართულად ახდენს ჩემი ცხოვრების პარალიზებას, მაყენებს ენით აუწერელ ზარალსა და ზიანს ცხოვრების ყველა წახნაგში), მაგრამ მას შემდეგ მასში ჯიუტად  სიოც კი არ იძვრის. „არ იძვრის“ მხოლოდ იურიდიული თვალსაზრისით, თორემ ფაქტობრივი და ფიზიკური ნადირობა ჩემზე უწყვეტად და უმაღლეს ხარისხში წარმოებდა, დიდი სიმძაფრით მიდიოდა მცდელობათა მთელი სერიალი ბუნებაში არ არსებულ ბრალდებათა შეთითხნისა (ყოვლად უშედეგოდ), ჩემი მოხელთებისა – ჩემზე ძალადობის მიზნით და ეს პროცესი შეუდარებლად დაბალ ხარისხში, მაგრამ დღესაც წარმოებს.  მე კი საქმის წარმოების დაწყებიდან ყოველმხრივ მოსურნე ვარ, ყოველმხრივ ვემხრობი იმას, რომ საქმე დასრულდეს მასში ფიგურირებული ყოველი ფიგურანტისა და გამოძიების მწარმოებელთათვის მშვიდობიანად, უპრობლემოდ და არათუ არავინ არ დაისაჯოს, უბრალო სამსახურებრივი საყვედურიც კი არავინ მიიღოს. ამას მაკეთებინებს საფუძვლიანი ეჭვი (მყარად ვარ დარწმუნებული), რომ იურიდიულად საქმის მწარმოებელნი და საქმეში იურიდიულად ფიგრურირებული ფიგურანტები მხოლოდ მეათეხარისხოვან „დამნაშავეებს“  (რაღაც ნაწილში „დიდ მსხვერპლებსაც“) წარმოადგენენ,ხოლო „ძირითადი დამნაშავეები“ საქმეში არც ჩანან და მათ ვეღარც ვეღარაფერი ვეღარასოდეს ვეღარ გამოჰკვეთს  (სამწუხაროდ – რა თქმა უნდა). წინააღმდეგი ვარ – ჯოხი გადატყდეს გამოკვეთილ (ჩემი ინიციატივით ხომ არ გამოკვეთილან?!?!… მე ხომ არ მიჩივლია?!?!…) მეათეხარისხოვან სახეებზე. იმასაც ვერ გამოვრიცხავ, რომ სამართალდამცავთა შორის ვინმე ისეთიც (ჩემთვის უცნობი) არსებობს, რომელმაც ჟამთა სიავის ხანაში  დამინდო და ჩემი მართალკაცობა დაიცვა შებღალვისაგან. მას მე ფარულსა და ანონიმურ სიკეთეზე ღია უმადურობით (თუნდაც – უნებლიე) ვერ ვუპასუხებ. პრობლემას ვერ შევუქმნი.

ჩემი პოზიცია აღარ შეიცვლება და ის ასეთივე იქნება მას შემდეგაც, რაც გაფორმდება:

1.      დადგენილება „საქმის არ აღძვრის შესახებ“ და შეწყდება ჩემ მიმართ  სისხლის სამართლის საქმე №009090203.

2.      დადგენილება (უკვე მეორე…)  „საქმის აღძვრის შესახებ“ უკვე სხვა ნორმრით „მომჩივანი მხარის“ მიმართ, რომელშიც („საქმეში“) მე განმესაზღვრება „დაზარალებული პირის იურიდიული სტატუსი“, რაც გარდაუვალია და აქ დროს გაყვანის ტაქტიკა სრული უაზრობაა. თუ გამოინახება გზა, რომ ამას გადარჩნენ – მე ყოველმხრივ მხარს დავუჭერ.

მომავალ „საქმეშიც“ მე „დაზარალებული პირის იურიდიული სტატუსით დაკითხვისას ჩვენებაში ხაზგასმით მოვახდენ განმარტებას, რომ „არავისი დასჯა და არავისგან საფინანსო კომპენსაცია არ მინდა და მომხრე ვარ, რომ ყველასთვის ყველაფერი მშვიდობით დასრულდეს“. მშვიდობას არ ვპირდები მხოლოდ „წმიდა ძუკუს“. დროულად იზრუნოს ამაზე, მიაგზავნოს თავისი ადვოკატი (თუ არ ჰყავს – აიყვანოს) ჩემ დამცველთან, ადვოკატ ვახტანგ თალაკვაძესთან.

ვშიშობ და ვპროგნოზირებ, რომ წინ გვაქვს უაღრესად არასასურველი ეტაპი. სახელდობრ ის, რომ „გამომძიებელმა თაგვმა“ დიდი ხანია ამოიკითხა თავისი შეცდომა და ზემოხსენებული „ჩიხი“, რაც ჯერჯერობით აბსოლუტურად არ ესმით „მომჩივან თაგვსა“ და მის მიერ დანაშაულში ღრმად ჩათრეულ მის თანმხლებ ეკიპაჟს. ამ ტიპის „სიბრმავე“ თვისობრივი მახასიათებელია „მომჩივანი თაგვისათვის“, რომელსაც ჩემს თვალშესწრებაში უკვე მესამე გარეწარ–გამომყენებელი დაუდგა გვერდით (ბოროტი და ბინძური მუზები  დასაწყისში სიამტკბილობით პოულობენ სულიერ საერთოს) „ჩიხის“ მყარად აშენებაში (წვა „შავი შემოქმედებისა!!!…), მესამე გარეწარ–გამომყენებელი ცდილობს ამ „ჩიხი“დან გამოსწრებას  (შედეგიც ყოველთვის ერთი სტანდარტისაა…) ჩემზე გადავლით, ანუ ცდილობს „ჩიხში“ მიტოვებული „მომჩივანი თაგვის“ ჩემი ხელით მოგუდვას, მაგრამ ამას ისევე ვერ შეძლებს, როგორც წინა ორმა გარეწარ–გამომყენებელ–ჩემზე გადმომმისამართებელმა ვერ შეძლო. „გამომძიებელ თაგვს“ თვითონვე მოუწევს „მომჩივანი თაგვის“ მოგუდვა და მოსმენა მისი ისტერიული წრიპინისა (ანუ წერილობითი საჩივრისა): „შენ არ ჩამადენინე ეს დანაშაული?!?!“… ასე რომ… იწყება „ვირთაგვაჭამიას“ გამოყვანის გულისამრევი და ღირსების გამთახსირებელი ზოოსელექციური პროცესი, (არ ვიცოდე მაინც რაოდენ ბინძურთ–უბინძურესი ატმოსფეროს შექმნა შეუძლიათ!!!…), რომლის წარმოდგენაც „დანტეს ჯოჯოხეთივით“ მზარავს. არც მოწოდებით და არც ნებაყოფლობითი არჩევანით არ გახლავართ „თორიების საგვარეულო“ და სულითა და გულით მოსურნე ვარ, რომ „არ დაიწყოს ეს პროცესი!!!…“ საუკეთესო გამოსავლად მიმაჩნია „დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება“ – თუმცა ეს ჯერჯერობით „სიბრმავეში“ მყოფმა „მომჩივანმა თაგვმა“ ვერ შეიგნო. „გამომძიებელ თაგვს“ კი ეზარება თავის გაცხელება გამოსავლის ორგანიზებისათვის, ანუ „მომჩივანი თაგვის“ შეგნებაზე მუშაობისათვის. სხვა საქმეც ბევრი აქვს. ესეც სტანდარტული მდგომარეობაა. ყოველთვის ასე ხდება.

ორივე მათგანით გემრიელად ჩაილოკავს ტუჩებს მათივე მიერ ერთობლივი თანაგარეწრობითა და თანასირეგვნით საგულდაგულოდ გამოთხრილი ნახევარტონიანი „ფისო“, ანუ მყარად დადგენილი გიგანტური ჭეშმარიტება. ღმერთმაც ქნას – გაუნათდეთ გონება და საქმე აქამდე არ მივიდეს!!!… მე კი ენით აუწერელ დაუნდობლობას (სიცოცხლეში არასოდეს გამომივლენია) მხოლოდ იმის მიმართ გამოვავლენ, ვინც ამ „საქმის“ სამართლებრივი შეფასებისას სურათს გააბუნდოვანებს, გააყალბებს, ან რაიმე დეტალს დაუმისხალებლად და გამოუკვეთელად დატოვებს.

როგორც ჩემთვის სიტყვიერად გახდა ცნობილი (ალბათ არ ვცდები) ჩემი ზემოხსენებული, წარმოებაში მყოფი სისხლის სამართლის საქმე №009090203–ის ზედამხედველი პროკურორი, ბატონი ლაზარე სეხნიაშვილი გათავისუფლებულია თანამდებობიდან და მიმდინარე საქმე სხვა პროკურორს ჯერ არ ჩაჰბარებია, რაც (საქმე – ჩაუბარებლობაც) შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, რამაც შეიძლება უსასრულოდ განაგრძოს ჩემი ცხოვრების პარალიზება (ზარალი ძალიან დიდი და ძალიან ძნელად დასათვლელია). როგორც მოგახსენეთ – საქმე აკადემიურად, მაღალკვალიფიციურად, შესაშურ დონეზე არის გამოძიებული და დარჩენილია მისი მხოლოდ დასკვნითი ეტაპი, სამართლებრივი შეფასება პროკურატურის მიერ. როგორც პროფესიონალებისაგან მსმენია – ეს არის ყველაზე უფრო სერიოზული, დაძაბული ეტაპი გამოძიების სრული პროცესისა და პროკურორი, რომელიც ამ ეტაპს თავის თავზე აიღებს – უნდა იყოს მატარებელი ისეთი უაღრესად მაღალი პროფესიული ღირსებებისა, როგორიც არის მაღალი პროფესიონალიზმი, მდგრადი სერიოზულობა და სამართლიანობა, ასოკირკიტა სიღრმისეული წვდომის უნარი, გამობრძმედილი ინტუიცია, პასუხისმგებლობით აღსავსე მიდგომისუნარიანობა, მაღალინტელექტუალური და ტექრედაქციული მართლწერის კულტურა და კიდევ სხვა მრავალი. ამ თვისებათა მატარებლობა ორმაგად დასჭირდება პროკურორს, რომელიც ჩაიბარებს ჩემს ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმე №009090203–ს, რადგანაც იგი (ახალი პროკურორი) არ ზედამხედველობდა საქმეს გამოძიების პროცესში, ყოველდღიურ რეჟიმში დეტალურად არ დგებოდა საქმის კურსში ძიების ყოველ ეტაპზე და არ ახდენდა მის დეტალურ, გრძელვადიან გაანალიზებას; არ უყურებდა თვალებში ფიგურანტებს პროფესიული ინტუიციის მოკრებით, არ ახდენდა მათი პროტოტიპებისა და განზრახულობათა ამოცნობებს და ა.შ.

უმორჩილესად გთხოვთ – ძალიან სერიოზული დაფიქრებით, განსჯით, სათანადო კონსულტაციებითა და დიდი პასუხისმგებლობით შეარჩიოთ პროკურორი, რომელიც ჩაიბარებს მიმდინარე საქმეს. მე კი ჩემი მხრივ – ყოველმხრივ დავეხმარები და ვითანამშრომლებ ახალ პროკურორთან (ძველთანაც ბევრს ვეცადე, მაგრამ მან „მიზანმიმართულად არ გამიკარა“) უშუალოდ პროკურატურის შენობაში და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ მოვხვდე შსს–ს შენობაში („იძულებით მიყვანის“, ტკბილად მიტყუებისა, თუ ნებაყოფლობით გამოცხადების გზით), სადაც სულ მცირე „ღირსების შემლახველი და ჩემს პიროვნებასთან შეუთავსებლად უპატივცემულო მობყრობა“ მაინც (მინიმუმ) – გარანტირებული მაქვს.

სრულ ნდობაში ვრჩები ჩემ დამცველთან, ადვოკატ ვახტანგ თალაკვეძესთან (ტელეფონები: –––––––––––––––––––– ოფისი; ––––––––––––––––––––––– მობ.), რომელიც შემახვედრებს პროკურორთან მისთვის (პროკურორისათვის) ხელსაყრელ ნებისმიერ დროს.

 

P.S . ჩემი ეს მიმდინარე განცხადება თქვენთან შემოსვლის ნომრისა და თარიღის ჩვენებით – შევა საქართველოს სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) აპარატშიც და აიტვირთება ჩემს ინტერნეტ–ბლოგშიც sheriskhuli.wordpress.com

 

            დიდი იმედით, წინასწარ დიდი

მადლიერების გრძნობითა და

უღრმესი პატივისცემით –

 

განმცხადებელი                                                               ზ.ბ. ჯაფარიძე

 

 

2014 წლის 17 თებერვალი

შესულია 2014 წლის 18 თებერვალს. შესვლის რეესტრის საკონტროლო–სარეგისტრაციო №01/13–15780. ელექტრონული უნიკოდი KA011353327408814.

შესულია საქართველოს სახალხო დამცველის (ომბუცმენის) აპარატში.

საქმეებში:              №0405–12/…              –––––––––– 2012 წ.

                               №1748/…                    –––––––––– 2013 წ.

                               №7084/…                    –––––––––– 2014 წ.

———————————————————

 

 

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსს

–ბატონ ნიკოლოზ დგებუაძეს 

საქართველოს მოქალაქე (მოქალაქის პირადი             №––––––––––––––––––. მცხოვრები მისამართზე:

ტელეფონი: ——————-

ზაზა ბეჟანის ძე ჯაფარიძის

 

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოს წარმოებაში მყოფი სისხლის სამართლის საქმე №009090203 (დეტექტივ–გამომძიებელი თინათინ მექვაბიშვილი, ყოფილი ზედამხედველი პროკურორი ლაზარე სეხნიაშვილი, ამჟამინდელი ზედამხედველი პროკურორი თორნიკე არეშიძე), რომლის  წარმოებაც დაიწყო 2009 წლის მაისის ბოლო რიცხვებში, რომლის აღძვრის შანსიც 2010 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში სრული ასი პროცენტით გამოირიცხა და რომლის „არ აღძვრის შესახებ“ დადგენილებას პროკურატურამ დღემდე ვერ თუ არ  – დააყენა საშველი.

ჩემი ბოლო, 2014 წლის 17 თებერვლის განცხადების (თქვენთან შემოსულია 2014 წლის 18 თებერვალს. შემოსვლის რეესტრის საკონტროლო–სარეგისტრაციო №01/13–15780. ელექტრო უნიკოდი KA011353327408814) საფუძველზე – მიმდინარე საქმე ჩაიბარა ახალმა ზედამხედველმა პროკურორმა, ბატონმა თორნიკე არეშიძემ. შეგახსენებთ, რომ დიდი ხანია ვიბრძვი და ჩემს ყოველ განცხადებაში (დიდი რაოდენობით) ხაზგასმით მოვითხოვ, რომ დამიბაროს პროკურორმა დაკითხვაზე, მაგრამ ყოფილმა ზედამხედველმა პროკურორმა, ბატონმა ლაზარე სეხნიაშვილმა, როგორც ვიცი – დაიბარა, დაჰკითხა, თვალებში ჩაჰხედა, გაესაუბრა, ყველა აპრობირებული, თუ ინტუიტიური ამომცნობი სპეცმეთოდით შეისწავლა „საქმეში“ ყოველი თუნდაც ოდნავ გაელვებული მეათეხარისხოვანი ფიგურანტიც (არც ერთი მათგანი, გარდა „მომჩივანისა“ – არ ყოფილა მანდ მოსვლის მოსურნე) კი. ხოლო მე, მთავარი ფიგურანტი, რომლის მიმართაც გამოძიება საქმის აღძვრის უშედეგო მცდელობა – ფაფხურის ხუთი წლის იუბილეს საზეიმო ბანკეტით აღნიშნავს სულ ორ თვეში (მაისში) –  ამ ხუთი წლის მანძილზე პროკურორი სპეციალურად და მიზანმიმართულად არც შემხვდა, არც ტელეფონით დამელაპარაკა და მთელი ეს ხანობა საქმის მწარმოებელ ზემოხსენებულ მეორე სამმართველოს – სასათბურე პირობები უქმნა და უქმნა – ჩემი „დაკითხვაზე იძულებით მიყვანის აქტის განხორციელებისათვის“, მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ ვარ დაკითხული („მოწმის“ სტატუსით) და კიდევ განუსაზღვრელჯერ ვარ მზად დაკითხვისათვის (იმავე სტატუსით). ცალსახაა და ცხადია, რომ შსს–ს კრიმინალური  პოლიციის მთავარი დეპარტამენტის შტაბბინაში „დასაკითხად“ (ამ სიტყვის თავისი მნიშვნელობით) არ მიბარებენ (თორემ – ვინაა წინააღმდეგი???!…).   იქ „ცოცხების საამქრო“, ან, საუკეთესო შემთხვევაში – ჩემს პიროვნებასთან ყოვლად შეუთავსებლად უპატივცემულო, ღირსების შემლახველი მოპყრობა, ან სულაც  რაიმე სახით პროვოცირებულ–ორგანიზებული ექსცეს–ხაფანგი მელოდება (ეს ერთადერთ გამოსავლად ეჩვენება პასუხისგებაში მისაცემად გახაზირებულ გამოძიებისა და „მომჩივანი მხარის“ დუეტს). სხვა რა ინტერესით უნდა ვარიდებდე თავს „დაკითხვას“ (ამ სიტყვის თავისი მნიშვნელობით), რომელსაც უკვე წლებია, რაც ჩემი ურიცხვი განცხადებებით მოვითხოვ და რისი („დაკითხვის“) დროულად ჩატარებაში უკვე მინიმუმ ოთხი წელია (წინა საძიებო პერიოდის ჩათვლით – ხუთი), რაც „პირველთ–უპირველესად და ყველაზე მეტად დაინტერესებული პირი“ მე ვარ, რადგანაც გამოძიებული საქმე სრული ასი პროცენტით მამართლებს და საბოლოოდ მათავისუფლებს „დამოკლეს მახვილისაგან“, რომელიც ოცდაორმილიონ ევროიანი ხუმრობის ხასიათზე მყოფმა გამოძიებამ, „ნაცმოს“ ხანაში, გასართობად დაჰკიდა ჩემს თავს ზემოთ და დღეს მისი ჩამოხსნის პროცედურისა – სიპნოი ტიფივით“ ეშინია (გამოძიებას), რადგანაც ჰგონია, რომ ის გუშინ გასართობი „მახვილი“ დღეს ბევრს შეაჭრის ხელებს. მე იმ მახვილს ხელიდან არავის გამოვტაცებ და არავის არ მოვუქნევ, ოღონდ ჩამომახსნევინეთ, შემიშვით ჩემს საცხოვრისში და მომეცით საშუალება შევუდგე ამ „ნგრევისა და გაპარტახების НКВД–ს წითელი ხუთწლედის“ შედეგებიდან გამოსვლას. ხოლო საქმის გაწელვასა და დაუმთავრებლობაში კი თვითონ დამნაშავე გამოძიებაა დაინტერესებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე – უმორჩილესად გთხოვთ, რომ ახალმა ზედამხედველმა პროკურორმა, ბატონმა თორნიკე არეშიძემ:

1)      მომიწყოს თუნდაც გაცნობითი ხასიათის შეხვედრა და გასაუბრება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჯერ „საქმე“ შესწავლილიც არა აქვს. შემიქმნას პირობები მასთან ჩემი სისტემატიური თანამშრომლობისა და კომუნიკაციისა;

2)      თუ ჩემი „დაკითხვა“ (ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით) საჭიროა, იგი შედგეს პროკურატურის შენობაში – უშუალოდ ბატონი თორნიკე არეშიძის მიერ, ან მისი ზედამხედველობის ქვეშ – დეტექტივ–გამომძიებელი თინათინ მექვაბიშვილის მიერ (განმეორებითი ხაზგასმით – პროკურატურის შენობაში).

3)      მაქსიმალური ძალისა და გონებისხმევით, გულდასმით იქნას საქმე შესწავლილ–გაანალიზებული (რაშიც მთელი სიმძლავრით, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მივიღებ მონაწილეობას) და აკადემიურად, მთელი სიმკაცრითა და მიუკერძოებელი ცივსისხლიანობით მოხდეს მისი შეფასება პროკურატურის მიერ – ყოველი დეტალისა და მისხალის გამოკვეთით, სწორი დაფორმულირებითა და დაკვალიფიცირებით. ეს არის ერთადერთი საკითხი, რაშიც მისხალსაც არ დავთმობ, მსოფლიოს დავაყენებ ფეხზე, სტრასბურგამდეც მივალ და ამ მხრივ სამარადჟამოდ უკომპრომისო ვიქნები;

4)      სწორად შეფასებისა და სწორი დაკვალიფიცირების შემდეგ კი – ყველა დამნაშავე ფიგურანტზე მაქსიმალური შეღავათი და სასჯელარიდების ყველა საშუალება გავრცელდეს;

გასაგები მიზეზების გამო, არც ფიზიკურად ვიმყოფები თბილისში და არც სატელეფონო კავშირზე არ ვარ. ჩემთან დაკავშირების ორგანიზება შეიძლება ჩემი დამცველის, ადვოკატ ვახტანგ თალაკვაძის  (მისი ტელეფონებია: –––––––––––––––––– ოფისი; –––––––––––––––––––––– მობ.) მიერ.

მიმდინარე განცხადება აიტვირთება ჩემს ინტერნეტბლოგზე:  sheriskhuli.wordpress.com.

 ვიმედოვნებ, რომ ახალი ზედამხედველი პროკურორი, ბატონი თორნიკე არეშიძე – ძველი ზედამხედველი პროკურორის, ბატონი ლაზარე სეხნიაშვილისაგან განსხვავებით:

1)      სიტყვიერად შემოთვლილი დაპირებებით იმის შესახებ, რომ დამიბარებს დაკითხვაზე – არ გამიწელავს დროს და მიზანმიმართულად არ ამუშავებს დროს ჩემს ნერვებზე – ჩემ წინააღმდეგ;

2)      მეორე სამმართველოსთან ერთად არ ეცდება განაგრძოს შექმნა მითისა – თითქოს მე დანაშაულებრივად ვარღვევ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 94–ე მუხლს და არ ვცხადდები შსს–ს შენობაში დაკითხვაზე, სადაც თურმე თავადური პატივით შეხვედრა და ისეთი მაღალკულტურული სულიერებით აღსავსე ღვთიური აურა მელოდება, როგორიც იერუსალიმის ბაგრატოვანთა ჯვრის მონასტერში, როცა მასში არსენ მცხეთელი, ან იოანე სულისთქმა წირვა–ქადაგებდნენ;

3)      პარალელურ რეჟიმში არ შეუქმნის მეორე სამმართველოს სასათბურე პირობებს ჩემი მოხელთებისათვის – ჩემთვის „ცოცხების საამქროსა“ და ელექტროამოგლეჯების მეშვეობით – ეგრეთწოდებული „აღიარებითი ჩვენების“ გამოსაძალად იმის შესახებ, რაც ბუნებაში არც მომხდარა და არც გაფიქრებულა, ან რაიმე ექსცეს–ხაფანგის ორგანიზებული პროვოცირებისათვის (მაგალითად ჩემ მიერ პოლიციელის სიტყვიერი, ან სულაც ფიზიკური შეურაცხყოფის ზღაპრის შეთხზვა), ან სულაც ჩემი შეურაცხყოფით გულის მოოხების მიზნით (რას გაუგებ „ნაცმოს“ ჰაფზონდერის ჰამხუშტურს?!?!?!…); მთელი ხუთწლიანი ეპოპეით განა არ მიმტკიცებენ, რომ სწორედ ასეთი ხუშტურებით ორიენტირებენ.??!… სხვა რით ავხსნა – ჩემი იქ „მითრევის“ ფსიქიატრიულ მანიაში მათი ეგზომ ჩაციკლულობა?… ან კი რა სიგიჟეა ჩემი დაკითხვაზე „იძულებით მიყვანის იურიდიული სპექტაკლის დადგმა“, მაშინ, როცა პროკურორისაგან წლებია „ჩემ დაკითხვას“ ისეთი მიზანმიმართული და უწყვეტი შემწუხებლობით მოვითხოვ, როგორც სომეხი მევახშე – თავის ფულად სარგებელს. პროკურორი კი ისე ჯიუტად და დამდუღრულივით (გამირბოდა) მემალებოდა, როგორც – ჯიბეგაფხეკილი იმერელი მოვალე („შეკითხვების“ მარაგი – ფულივით ამოეწურა და სხვა რაღა დარჩენოდა?!?!…).

ასე, რომ … ველოდები თქვენს სიტყვასა და ამ „ჩიხში მყოფი უტაშო კომედიის“ ბოლოს და ბოლოს დასრულებას…; ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ „კლოუნადაში“ თავმოყვარე პიროვნება და კაცური კაცი – ვერ უნდა ძლებდეს!!!…„В стране положение рвотных переживаний– წერს ბესარიონ გუგუშვილი წინა მთავრობის დროს „იზვესტიას“ათვის მიცემულ თავის ბრწყინვალე ინტერვიუში. ამ გულისრევის ხუთწლედში“ შემჭამა ამ განცდამ და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამასვე განიცდიდა გამოძიების მწარმოებელთა შორის არაერთი ნორმალური პიროვნებაც (მათს შორის ძველი ზედამხედველი პროკურორიც…),  რომელიც „იძულებული იყო“ ანგარიში გაეწია თავისი უღირსი და უთავმოყვარეო კოლეგების „გოიმური ახირების“ათვის, რომლებმაც ხელოვნურად შეთითხნეს ეს „Пожар в бордаке во время наводнения“  (Григорий  Горин  – „Я РЕКС В ПОГОНАХ“); რამდენ ხანს უნდა ვისხდეთ სერიოზული ხალხი  (ახლა უკვე – ახალი ზედამხედველი პროკურორიც…) ამ ლაფში ყელამდე???… რას ველოდებით???… ამ კომედიის ავტორს თავისი „შედევრალური ქმნილების“ სუნი გულს არასოდეს არ აურევს!!!… ის ამ „ხელოვნებით“ მანამდე ისიამოვნებს – სანამდეც გაუვა!!!… ველოდოთ???… ჩემს ფოლადის ნერვების „მასალათა გამძლეობასაც“  აქვს საზღვარი.

            დიდი იმედით, წინასწარ დიდი

მადლიერების გრძნობითა და

უღრმესი პატივისცემით –

 

განმცხადებელი                                                             ზ.ბ. ჯაფარიძე

 

2014 წლის 12 მარტი

შესულია 2014 წლის 14 მარტს.

შესვლის რეესტრის საკონტროლო–სარეგისტრაციო №01/13–24299.

ელექტრო უნიკოდი: KA011379248020514.